17 მაისობა საქართველოში და კვლავაც აქტუალური კითხვა: ყველა გაუნათლებელი ველურია?
17 მაისობა საქართველოში და კვლავაც აქტუალური კითხვა: ყველა გაუნათლებელი ველურია?
17 მაისს ახსენებ და უკვე ვნებები იშლება. არავინ იცის, რას აპირებენ ლბგტ-ები, არავინ იცის, რას ამზადებენ "ქართველობასგვართმევენი", ერთადერთი რაც ვიცი ისაა, რომ ჩვენ "დანარჩენ" საზოგადოებას ეს დღე უბრალოდ გვახსოვს მთელი თავისი ავანტიურითა და აგრესიით. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ძალიან მინდა, მსგავსი აღარასოდეს განმეორდეს!

საზოგადოდ, წინააღმდეგი ვარ მოწოდებების, ვინმესთვის რაიმეს შეგონება, ვინმეს აღზრდა საჯაროდ ხომ, მით უმეტეს, განსაკუთრებით არ მიყვარს, რადიკალიზმიც მიუღებელია, რადგან მიმაჩნია, რომ არ არსებობს მოსაზრება, რომელსაც არსებობისთვის სულ
მცირე მიზეზი მაინც არ გააჩნდეს; არ არსებობს მდგომარეობა, რისი მცირედით გამართლებაც კი არ შეიძლება.
თუმცა მინდა, ამ ქვეყანაში დადგეს დღე, როცა ვიღაცის - ლგბტ იქნება ეს თუ საზოგადოების სხვა ნაწილი - მოქმედებაში ეს გამამ
ართლებელი მიზეზები აღმოსაჩენი აღარ გვქონდეს, შეგვეძლოს განსხვავებულის პატივისცემა და უბრალოდ სხვის ცხოვრებაში არ ჩავერიოთ. ამასთანვე, აქვე აღვნიშნავ, რომ ამგვარი დამოკიდებულება სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ მოვლენებზე საკუთარი, თუნდაც განსხვავებული აზრი, შეხედულება, მოსაზრება და დამოკიდებულება გვქონდეს.
კარგი ის იქნებოდა, ქართველები ერთ რამეზე დავფიქრებულიყავით: საკუთრ თავში ზნეობრივი გმირის გამოზრდა გაცილებით რთულია, ვიდრე მთელი ერისთვის ამ ზნეობის მქადაგებლობა. არადა, სულ პირიქითაა. აი, რამე ცუდი თუ ხდება ჩვენ თავს, მაშინვე მოვისმენ ხოლემ დასკვნას: ეს იმიტომ, რომ არ გვიყვარს ერთმანეთი, არ გვიყვარს უფალი, ვცოდავთ. შეიძლება ესეც მართალია, მაგრამ დიდი ბოდიშის მოხდით უნდა ვთქვა: სიყვარულის მჯერა, მაგრამ მომკალით და კოლექტიური სიყვარულის არ მწამს, არც ვიცი, როგორია და არც ვაპირებ მის აღმოჩენას. არადა, გამოვლენ მორალისტები და მომიწოდებენ, მავალდებულებენ: გიყვარდეს მოყვასი შენიო! ღმერთმა, მოყვასი და არა ყველაო! (მოყვასის მნიშვნელობა ვიცი). რაც განსაკუთრებით საოცარია, იგივეს მიქადაგებენ ადამიანის უფლებადამცველები, კონკრეტულად ჰომოფობიასთან მებრძოლებიც.
ყველას საპასუხოდ: ბოლოს და ბოლოს, სიყვარულის ყველაზე დიდმა მაგალითმა, ქრისტემ ვერ შეაყვარა მასზე ლოცვით გადაგებულებს ერთმანეთი, აგერ "ერთნაირი" ქართველები ვერ ვიტანთ ერთმანეთს და ვის სთხოვთ ან რა უფლებით თხოვთ განსხვავებულის შეყვარებას? "გვიყვარდეს, ხალხო, ერთმანეთი!" -- ვერ ვეგუები ასეთი პათოსის მოწოდებებს არც ჰომო და არც ჰეტეროსექსუალთა კონტექსტში. საერთოდაც, ეს ყველა ადამიანის ინდივიდუალურად გადასაწყვეტია და თუ უფლებებზე მიდგება საქმე, ჩემი უფლებაა მეყვარება თუ არა ვინმე განსხვავეული. და ვალდებული არ ვარ, რაიმე დეკლარაციად დაწერილი ვიღაცის სურვილი, თუნდაც ის ვიღაც ადამიანის უფლებების დამცველი იყოს, ვალდებულებად გავიხადო! ვალდბული არ ვარ, ჰომოფობის იარლიყის მოწებების შიშით ისე ვიაზროვნო, როგორც სადღაც, ვიღაცამ დაადგინა.
ახლა კი როგორი მოცემულობა გვაქვს: რამე თუ არ მომწონს და ამას ვიტყვი, ჰომოფობი ვარ! აზრის გამოთქმაა პრობლემა და დანაშაული? ანუ, რომელიმე უფლებადამცველს ან თუნდაც უმცირესობის წარმომადგენელს თუ ჩემი აზრი არ მოეწონდა, შეუძლია მიჩივლოს! ეს ხომ საკითხის, პრობლემის მეტად პრიმიტიული გაგებაა? დიახ, მიზანი ესაა: პრობლემის პრივიტივიზმამდე დაყვანა, რათა მერე ის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებების დაცვის ღირებულებამდე აამაღლონ, შემოსონ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებით, მოარგონ რელიგიური შემწყნარებლობის მანტია, რომ ერთ მშვენიერ დღეს გამოვიდეს ვიღაც მწყაზარსახიანი ყოვლისექსპერტი და დასვას ახალი დიაგნოზი: ყველაფრის მიზეზი საერთო-საყოველთაო გაუნათლებლობააო. რაო, განათლებული მოძალადე არ უნახავს თუ ჰგონია, რომ ყველა გაუნათლებელი ველურია? დიდი ჰუმანისტი უცებ, გაუცნობიერებლად დიიდი ჰომოფობი აღმოჩნდა! აი, ასე: ჰუმანურობიდან ჰომოფობიამდეც ერთი ნაბიჯი ყოფილა!
თავი დავანებოთ იმ ჰუმანისტჰომოფობს და ისევ ჩვენს ლგბტ-ეებს დავუბრუნდეთ. საკუთარ ინტერესებზე ვიტყვი ორიოდ სიტყვას. აი, ხომ ამტკიცებენ, რომ განსხვავებულნი არიან, ვინ დავობს, ეგრეა, მაგრამ სწორედ აქ არის პრობლემა -- რადგან მისი სექსის შინაარსი ტრადიციულს არ ჰგავს, წესით, ეს მისი პრობლებაა, არა? მაგრამ ნურას უკაცრავად, მათი პოზიცია ასეთია: "მე რომ სხვანაირი ვარ, რატომ მაიგნორებ, რატომ არ მგულშემმატკივრობ ჩემს სიმცირეში, რატომ არ გაინტერესებს, რა ხდება ჩემ გულში, სულსა და ლოგინშიო?" აი, არ მაინტერესებს და თუ რატომ არ მაინტერესებს ამაზეც მაქვს განსაზღვრული პასუხი, თუმცა სწორედ ეს დამოკიდებულებაა ის პატივისცემა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე -- უბრალოდ, არ ვერევი შენს ცხოვრებაში და მორჩა! და ახლა ამას რომ ვამბობ ჰომოფობი ვარ, ფაქტობრივად! რომ არ მაინტერესებს, ეს მისი უფლების დარღვევაა -- აბა, გულგრილობა შეშვენის ჩვენს ეპოქაში მცხოვრებ უმცირესობებს? ბოდიში, ბატონებო თუ ქალბატონებო, ეს რა მიდგომაა? მუდამ ითხოვენ იგივე პირობებში იცხოვრებონ, როგორშიც "ჩვეულებრივები" ცხოვრობენ და ცხოვრობენ კიდეც, მაგრამ არა, ჭირვეული ბავშვივით დაყვავება-მოფერებასაც გვთხოვენ. განსხვავებული ხარ? იყავი, ვინ გიშლის, მაგრამ მოდი, ეცადე და თავი საზოგადოებაში გონებრივი შესაძლებლობებით დაიმკვიდრე (რასაც ძალიან ბევრი ახერხებს კიდეც) და არა პირადი ცხოვრების თავისებურებებით.
ახლა იმაზე, რაც მაინტერესებს. როგორიც უნდა იყოს საკითხისადმი ჩემი დამოკიდებულება, არასოდეს მივცემ თავს უფლებას, ლგბტ თემისადმი რაიმე ფორმით გამოვხატო აგრესია, ვერც სხვას მოვუწონებ, მაგრამ ვერ ვიტყვი მათი თემა არ მაინტერესებს-მეთქი, რადგან, რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ იმ განსხვავებულის ჩევეულებრივობაზე, ერთი ფაქტია: განსხვავებული ორიენტაციის ადამიანის "განსხვავებულობა" მხოლოდ ფიზიკური თუ ფიზიოლოგიური განსხვავებულობა არ არის, ეს ფსიქოლოგიური, მენტალური მოვლენაცაა, ანუ მას სრულიად სხვანაირი, თავისებური აზროვნების ფორმა, შეხედულება და აღქმის განსხვავებული უნარი აქვს. შეფასებებშიც არ გვგვანან და შესაბამისად, მე ეს აცდენა უფრო დიდი პრობლემა მგონია, ვიდრე მათი საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილი გარეგნული შინაარსი. ეს უკანასკნელი არ მაინტერესებს, პირველი კი მაფიქრებს - ბოლოს და ბოლოს, ეს ადამიანები პოტენციურ სამიზნეს (პარტნიორს) ხომ ჩვენ შორის არჩევენ და ირჩევენ?

ვინაიდან ნებისმიერი მოვლენა შედეგით იზომება, ფასდება და განისაზღვრება, ამ პრობლემის ამ ასპექტში განხილვაც მნიშვნელოვანია. პრობლემა აზროვნებაში კი არა, მის შედეგში -- მოქმედებაშია! თუ უმრავლესობის წევრი საკუთარ აზროვნებას გასაქანს მისცემს და მას მოქმედებაში გაანივთარებს, დამნაშავე და მოძალადე ხდება! ეს ცუდია და ამის სასტიკი წინააღმდეგი ვარ! თუმცა, წინააღმდეგობა მაშინაც ჩნდება, როცა ის უმცირესი საკუთარ აზროვნებას აამოქმედებს და ქცევაში გამოხატავს. ბუნდოვანება რომ მოეხსნას ჩემს ნათქვამს, დავაზუსტებ: 17 მაისს კი არა, ყოველდღე რომ იარონ პომადაწასმულმა კაცებმა ქუჩაში, იმის მომხრე ვარ, რომ უბრალოდ, არ უნდა შევურაცხვყოთ; მეორე მხრივ, ის პომადიანი და "ქუსლოჩკებიანი" კაცი თუ ქალი, ან სულაც "ჩვეულებრივი" გეი უმრავლესობის "ჩვეულებრივი" შვილის შებმას განიზრახავს, არაფერი, მაგრამ თუ შეეცდება კიდეც, უმალ ამუშავდება ნაშიერის საფრთხისგან დაცვის ინსტინქტი და მერე არკვიონ, ვინ ვისგან დასაცავი გახდება. მოკლედ, განზრახვა შეიძლება ცოდვაა, მაგრამ არა დანაშაული, თუმცა ერთიდან მეორემდე მანძილი ძალიან მოკლეა, ამიტომ განზრახვას ღმერთმა მიხედოს, დანაშაულს - სახელმწიფომ.

ახლა ვიღაც მაინც იკითხავს, სახელმწიფო რა შაუშიაო? ამ კითხვასაც ცოტა შორიდან მოვუვლი.
პრობლემა არც ჩემი შეხედულებითა და დამოკიდებულებით მოგვარდება და არც ლგბტ-თა განზრახვა-ქმედების კორექტირებით, მით უმეტეს, წყლის ნაყვის მსგავსი ტელეშოუებით. რაკი ყველა ქართველს ჰგონია კი არადა, დარწმუნებულია, რომ ჭეშმარიტება თავადაა, რასაც ამბობს და ამტკიცებს წყალგაუვალია და საყოველთაოდ დამკვიდრებას იმსახურებს, ძნელია რაიმე ფუნდამენტურ, რომელიღაცა კონცეფციის პატივისცემაზე ელაპარაკო და მოსთხოვო, თუნდაც საყოველთაოდ აღიარებულის აღიარება. არც სხვა ქვეყნებში აქვს საზოგადოებას ამ საკითხისადმი ერთგვაროვანი დამოკიდებულება, იქაც არიან რადიკალურად მოაზროვნენი, მაგრამ თუ ვინმეს არ ურტყამენ, იმიტომ კი არა, რომ საერთო-საყოველთაო განათლება დაემართათ, უბრალოდ, იქ ყველასა და ყველაფერზე უზენაესი არის კანიონი, მისი დაცვა და პატივისცემა ყველას ვალდებულებაა და არავის უჩნდება კითხვა: რატომ? კანონი, სამართალი და სამართლიანობა კი ის ღირებულებებია, რასაც საზოგადოებას სახელმწიფო უქმნის, სთავაზობს და აიძულებს, პატივი სცეს და დაემორჩილოს მას. ეს ერთადერთი ძალადობაა, რომელიც ლეგიტიმურია და რომლის უგულებელყოფა უბრალოდ ისჯება კანონით!

ვისურვებდი, ამ 17 მაისობას თუ არა, გაისად მაინც ჩვენს ქვეყანაში სწორდ ამ კანონის წინაშე ვიყოთ ყველა - მცირეც და უმეტესიც თანასწორი, ხოლო პირადად ვისზე აღმატებულად მივიჩნევ თავს, ვის ჩავთვლი ჩემს სწორად და ტოლად, ან ვისზე რას, როგორ და რატომ ვიფიქრებ ჩემს, როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად დავიტოვებ!




რევაზი
14 ივლისი 2015 11:00
"პედარასტებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით"....... წადით და დაასკდით ბაიდენს
N
17 მაისი 2015 20:23
არავითარი პროპაგანდა,რას ზეიმობენ ნეტავ,რა საზეიმოა ავადმყოფური(სექსუალური)გადახრა.ლგბტ-ეებო თქვენ არავინ გავიწროებთ,რომ მიტინგები(კრებები) მართოდ.იყავით თქვენთვის წყნარად და საზოგადოებაც არ დაგიპირისპირდებათ.
ნინო
17 მაისი 2015 19:06
ფომოსეკსუალი და ლესბოსელი ოდიტგანვე იყბნენ მაგრამ ისინი ჩაკეტილ,დაფარულ ცხოვრებას ეწეოდნენ ხალხიც ლოიალური იყო მატ მიმარტ; მაგრამ რაც დღეს მსოფლიოში ხდება ეს ყველაფერი მალტუსის ტეორიის რეალიზებაა ანუ ადამიანტა გამოხშირვის მატოდია წარმოიდგინეტ;ისეტი პატარა ერისტვის როგორიც საკარტველოა ადვილი მისახვედრია რა შედეგს უნდა ველოდეტ მოკლე დროში>მაპატიეტ;კაცი კაცტან ტუ დაწვა და კალი კალტან როგო წარმოგიდგენიატ ერის გამრავლება/ აი;სწორედ აკ არის დზაღლის ტავი დამარარხული გტხოვტ არ დაბლოკოტ

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?