ოკუპაცია, ფეხბურთი და პატრიოტიზმი
ოკუპაცია, ფეხბურთი და პატრიოტიზმი
ფოტო:ავტორი: ირინა ანდრეევა
ღმერთმა დაგვიფაროს 2008 წლის ოკუპაციის მასშტაბისგან, თან წელს ოლიმპიადაც არ არის, მაგრამ ახლაც ერთმანეთს დაემთხვა დიდი სპორტული სამზადისი და რუსეთის მორიგი მცოცავი ოკუპაცია. ვიდრე ათასობით ქართველი სუპერთასის ბილეთების რიგში იდგა, რუსეთმა ისევ გადმოსწია საზღვარი და მავანს ამ ორი ფაქტის ერთმანეთთან დაკავშირებაც არ დაუყოვნებია.

კი ბატონო, ვთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთს საქართველოს მიწებზე მადა სპორტული ღონისძიებების დროს(აც) აღეძვრება ხოლმე, მაგრამ ვერაფრით გავიზიარებ ცინიკურ დამოკიდებულებას იმ ადამენებისადმი, ვინც ბილეთების რიგში ღამეები გაათია. აგერ,
მტერი მოგვიახლოვდა, ეს ხალხი კი ბილეთებისთვის იკლავს თავს და ვაი ჩვენს თავსა და პატრონსო, - გადაჭრელდა ფეისბუკი ამგვარი პათოსის სტატუსებით და ვისაც არ დაეზარა, ლანძღა და ბრბოდ მოიხსენია ფეხბურთის ის ათასობით მოყვარული, ვინც რამდენიმე ღამე ვაკის პარკში გაათენა. ასეთი შეფასებების ავტორებს მინდა ვკითხო: უპირველესად, ქვეყნის
თავი და პატრონი ვინც არის, მისგან ოკუპაციის წინააღმდეგ რა მყისიერი განცხადება მოისმინა ან რა ნამოქმედარი იხილა? მეორეც, ასე ერთი ხელაღებით რომ გადათელეთ ამ ხალხის პატრიოტიზმი, ხომ არ გავიწყდებათ, რომ მათ შორის ისინიც არიან, აგერ თბილისის სტიქიის დროს რომ გამოვიდნენ მოხალისეებად, უფრო ადრე რუსეთ-საქართველოს ომში რომ უხმეს, მაშინაც რომ არ უუარიათ სამშობლოს დასაცავად წასვლა, ისეთებიც იყვნენ, ვინც აფაზეთსა და სამაჩაბლოში იბრძოლეს და რას ითხოვთ ახლა, რა მოიმოქმედონ, სიმწრით ნაყიდი ბილეთები ესროლონ რუსებს თუ უკეთეს შემთხვევაში დანა-ჩანგლით ეომონ?
ვიდრე რამეს იტყვით ან დაწერთ, იქნებ საკითხს ამ კუთხიდანაც შეხედოთ: იქნებ ბილეთების რიგში ისიც იდგა, ვინც საკუთარმა ხელისუფლებამ ბრძოლის ველზეც მიატოვა, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა? და ახლა მისი სირცხვილი და დანაშაულია ის, რომ მორიგმა ოკუპაციამ ბილეთების რიგში მოუსწრო? ეს ადამიანი იმედგაცრუების მიუხედავად, ხვალაც იომებს საკუთარი ქვეყნისთვის და არ იკითხავს, წინ მთავარსარდალი მიმიძღვის თუ არაო. შეიძლება ზედმეტად ოპტიმისტი და იოდეალისტი ვარ, მაგრამ რისი დანახვაც შეიძლება, იმაზე თვალს ვერ ვიბრმავებ -- ქართველობასა და ქართველებზე ცუდი წარმოდგენის მიზეზი არა მაქვს!

სამარცხვინო და საშიში ის კი არ არის, თუ ვინმე ფეხბურთის, "გადამითელი ბარსელონას" ფანი და მოყვარულია, არამედ ის, ვისაც რაღაცით აღტაცების უნარი არ გააჩნია! დიახ, ასეთები არიან საშიშნი, საკუთარი სიამოვნების საფუძველი რომ ვერ მოუძიებიათ და სხვისი სილაღისა და ბედნიერების მიზეზი რომ აღიზიანებთ, თორემ სიყვარულს ამქვეყნად ჯერ არავისთვის "უწყენია". მჯერა, თუ ადამიანს რაღაც განსაკუთრებულად უყვარს, რაღაცით გატაცება და აღტაცება შეუძლია, იმას სხვისი გრძნობებისა თუ ამ გრძნობის გამო გამოხატული ქმედების დაფასება, პატივისცემა, გაგება და გაზიარებაც გამოსდის. ასეთებს სამშობლოს სიყვარული მით უმეტეს არ ესწავლებათ.
"ბარსას" ან, საზოგადოდ, ფეხბურთის ფანატიკური სიყვარული სამშობლოს სიყვარულს რატომ გამორიცხავს ვითომ, ან საერთოდ, საკითხის ასე დაყენება ლოგიკის რომელი პუნქტითა თუ მუხლით არის გამართლებული? გმირობა და პატრიოტიზმი დავკარგეთო? კიდევ კარგი, ის მაინც გგონიათ, რომ ეს ორივე ოდესღაც გვქონდა. ჰოდა, ისიც უნდა იცოდეთ, მაშინაც კი, როცა ეს გმირობა და თავდადება "გვქონდა", სამშობლოს დაცვის სტრატეგიას რიგითი მოქალაქე კი არა, ხელისუფალი ადგენდა, ახორციელებდა და იცავდა მუდამ. ერთეულ, კერძო გმირობებზე არაფერს ვიტყვი, რადგან აგერ 21-ე საუკუნეშიც არაერთი მოხდა და თავისი სიმძაფრით, პათოსითა და თვითშეგნების გამოხატულებით არაფრით ჩამოუვარდება ისტროიიდან გადმოსულ მითოლოგებულ გმირთა საქციელს. ასე რომ, სამშობლოს დაცვაზე როცა მიდგება საქმე, ამ საკითხს ნუ დაიყვანთ რიგითი მოქალაქის პასუხისმგებლობამდე. თუ ქვეყანა და სახელმწიფო გვაქვს, მისი დაცვის საკითხი მე და შენ არ უნდა გადავწყვიტოთ, მე და შენ უნდა შევასრულოთ და შევასრულებთ კიდეც, რადგან ასე არაერთხელ გაგვიკეთებია! როგორ გაგვიკეთებია, ამაზე დავაც კი იმ ბიჭების შეურაცხყოფა მგონია, ვინც ომებში დაგვეღუპა. ხელისუფალთა უუნარობას, უგუნურებასა და სუპერთასის ბილეთებისთვის "ბრძოლას" ჩემსა და შენს პატრიოტიზმთან კავშირი არა აქვს.

პ.ს. გადამთიელების თამაშიო? მაგ პრინციპით, მაშინ საერთოდ უარი უნდა ვთქვათ ლიტერატურის სიყვარულზე, რადგან, საზოგადოდ, ლიტერატურის აღქმა და გააზრება რუსული ლიტერატურის გარეშე უბრალოდ წამოუდგენელია! ეჭვი არ მეპარება, ქართული გუნდისა თუ ნაკრების სულ მცირე წარმატების შემთხვევაშიც კი, უარესი ამბავი იქნება ბილეთებზე და ეს ადამიანებიც მაშინაც ჩადგებიან რიგში, იჩხუბებენ კიდეც, რაღაცას გააპროტესტებენ, ბოლოს და ბოლოს, გადაირევიან და მაინც წავლენ საკუთარი გუნდის თამაშზე. ეჰ, სად არის, თორემ მართლა გადარევა მერე გენახათ! მე ასე და ასეთი გადარეული ქართველების მჯერა, აბა, კერასთან მჯდომი კაცის მოგებული თამაში და, მით უმეტეს, ომი სად გინახავთ?.. ისე, თუ ოდესმე მოხდა და ქართული ფეხბურთი კვლავ შეეპოტინა მწვერვალებს, მაშინ იქნებ ის უბედურებაც გაქრეს ჩვენი სინამდვილიდან, სახელად რუსული ოკუპაცია რომ ჰქვია?!

qalbaton ninos mdzagebelss (ar damiblokot)
21 ივლისი 2015 05:01
სააკაშვილმა რუსეტტან იმიტომ გაბედა ომისს წამოწყება 2008 ში რომმ ამერიკისგან გამოგზავნილი სამხედრო ტექნიკა რომ გაყიდა და მილიონები გადამალა ტან ისე რომ ნაგდი პულიტ რომ ამერიკასს არ მიეკვლია ის დაეპარაა. იმ მოღალატემ აპხაზეში წამოეწყო ომი და ტბილისამდე კიდევ დიდი მანდილი დარჩებოდატ გადმოსალახი. მაგრამმ საკუტარ დედულ-მამულსს ხომ არ ააწიოკებინებდაა? იციტ რასს გეტყვიტტ დასავლეტელ ქარტველებსსს უვარგისის უკუდო ამპარტავნული იგო გაწუხებტ. ვინც დაგიპყრობტ ემონებიტ და ვინც დზმურად გულსს გაგიშლიტ იმატ ტავზე აჯდებიტ და პრეზიდენტობას ცდილობტ . მერე სააკაშვილივიტ დაბერიასავიტ სიცოცხლეს არტმევტ. საქარტველოსს სირცხვილი სააკაშვილი უნამუსო X-პრეზიდენტი რომელმაც სამსჰობლოზე უარი განაცხადა. ამ ქალსს ნინოსს კი ის ორი დიპლომი ჯაპიტ და შრომიტ ააქვსს მოპოვებუილი და არა ტქვენსავიტ ნაცნობობიტ უნივერსიტეტსჰი მოხვედრიტ . ბევრმა ვეპხისტყაოსანიც არ იციტ ვისი დაწერილია.
brola*
19 ივლისი 2015 13:47
ნინოს-ს! - მართლა რას მიედ-მოედები? - რა რუსის ჯარი გააგზავნა რა მე-8-ე პოლკი გააგზავნა რა სისულელეებს წერ - იქ მხოლოდ პოლიციური ნაწილები გააგზავნა გამსახუირდიამ! - ერთადერთი პოზიტივი და ნათელი წერტილი რაც გამსახურდიას მოღვაწეობას გასდევს არის ის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რომელიც სამ. ოსეთის ავტ. ოლქის გაუქმება იყო!
გამსახურდიას აბრალებ ე.წ სამხ.ოსეთის დამოუკიდებლად აღიარებას რუსეთის მიერ რაც პირდაპირ კავშირშია გაბრიყვებული სააკაშვილის მიერ აავტონომიური ოლქის ხელახალ აღდგენასთან?
თეა ბარამაშვილი ვის უუნარობას უსვავს ხაზს საინტერესოა - ეტყობა სააკაშვილის "უნარების" მერე რითაც 2008 წლის აგვისტოს მერე ასეულობით სოფელი და ტერიტორია დაკარგა 10 მეტრიანი ე.წ საზღვრის გადმოწევას უუნარობაში უთვლის ამ ხელისუფლებას!
NINO
15 ივლისი 2015 20:03
გულსემატკივარო, შვილად არ გამოგადგები, 70=წლის კალბატონი გახლავარტ-2-რი დიპლომიტ,წერაც ვიცი და კიტხვაც.ასე,რომ ვაზროვნებ.მიშამ რომ ახალი სამხრეტ-ოსეტის ავტონომიუტი ოლკი შეკმნა სანაკოევის მესგტხოვტტაურობიტ უამრავი კარტული სოფლები და მატ შორის ახალგორიც რომ მიაყოლა,სწორედ მაგ ტერიტორიებს გედავება ე.წ სამხრეტ ოსეტის ხელისუფლება.აღარაფერს ვამბობ ზემო აფხაზეტზე.შენნაირებს გამოაკვეყნოტკომპიუტერიტ 'განატლებულებს'. ვედზახი.დაკომპიუტერიტ განატლებული სწორედ რომ შენნაირად აზროვნებს.ზრდილობა კი ნამდვილადოოახოაკვეყნოდ არ გაწყენდა. გტხობტ გამოაკვეყნოტ.მადლობტ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა