ოკუპაცია, ფეხბურთი და პატრიოტიზმი
ოკუპაცია, ფეხბურთი და პატრიოტიზმი
ფოტო:ავტორი: ირინა ანდრეევა
ღმერთმა დაგვიფაროს 2008 წლის ოკუპაციის მასშტაბისგან, თან წელს ოლიმპიადაც არ არის, მაგრამ ახლაც ერთმანეთს დაემთხვა დიდი სპორტული სამზადისი და რუსეთის მორიგი მცოცავი ოკუპაცია. ვიდრე ათასობით ქართველი სუპერთასის ბილეთების რიგში იდგა, რუსეთმა ისევ გადმოსწია საზღვარი და მავანს ამ ორი ფაქტის ერთმანეთთან დაკავშირებაც არ დაუყოვნებია.

კი ბატონო, ვთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთს საქართველოს მიწებზე მადა სპორტული ღონისძიებების დროს(აც) აღეძვრება ხოლმე, მაგრამ ვერაფრით გავიზიარებ ცინიკურ დამოკიდებულებას იმ ადამენებისადმი, ვინც ბილეთების რიგში ღამეები გაათია. აგერ,
მტერი მოგვიახლოვდა, ეს ხალხი კი ბილეთებისთვის იკლავს თავს და ვაი ჩვენს თავსა და პატრონსო, - გადაჭრელდა ფეისბუკი ამგვარი პათოსის სტატუსებით და ვისაც არ დაეზარა, ლანძღა და ბრბოდ მოიხსენია ფეხბურთის ის ათასობით მოყვარული, ვინც რამდენიმე ღამე ვაკის პარკში გაათენა. ასეთი შეფასებების ავტორებს მინდა ვკითხო: უპირველესად, ქვეყნის
თავი და პატრონი ვინც არის, მისგან ოკუპაციის წინააღმდეგ რა მყისიერი განცხადება მოისმინა ან რა ნამოქმედარი იხილა? მეორეც, ასე ერთი ხელაღებით რომ გადათელეთ ამ ხალხის პატრიოტიზმი, ხომ არ გავიწყდებათ, რომ მათ შორის ისინიც არიან, აგერ თბილისის სტიქიის დროს რომ გამოვიდნენ მოხალისეებად, უფრო ადრე რუსეთ-საქართველოს ომში რომ უხმეს, მაშინაც რომ არ უუარიათ სამშობლოს დასაცავად წასვლა, ისეთებიც იყვნენ, ვინც აფაზეთსა და სამაჩაბლოში იბრძოლეს და რას ითხოვთ ახლა, რა მოიმოქმედონ, სიმწრით ნაყიდი ბილეთები ესროლონ რუსებს თუ უკეთეს შემთხვევაში დანა-ჩანგლით ეომონ?
ვიდრე რამეს იტყვით ან დაწერთ, იქნებ საკითხს ამ კუთხიდანაც შეხედოთ: იქნებ ბილეთების რიგში ისიც იდგა, ვინც საკუთარმა ხელისუფლებამ ბრძოლის ველზეც მიატოვა, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა? და ახლა მისი სირცხვილი და დანაშაულია ის, რომ მორიგმა ოკუპაციამ ბილეთების რიგში მოუსწრო? ეს ადამიანი იმედგაცრუების მიუხედავად, ხვალაც იომებს საკუთარი ქვეყნისთვის და არ იკითხავს, წინ მთავარსარდალი მიმიძღვის თუ არაო. შეიძლება ზედმეტად ოპტიმისტი და იოდეალისტი ვარ, მაგრამ რისი დანახვაც შეიძლება, იმაზე თვალს ვერ ვიბრმავებ -- ქართველობასა და ქართველებზე ცუდი წარმოდგენის მიზეზი არა მაქვს!

სამარცხვინო და საშიში ის კი არ არის, თუ ვინმე ფეხბურთის, "გადამითელი ბარსელონას" ფანი და მოყვარულია, არამედ ის, ვისაც რაღაცით აღტაცების უნარი არ გააჩნია! დიახ, ასეთები არიან საშიშნი, საკუთარი სიამოვნების საფუძველი რომ ვერ მოუძიებიათ და სხვისი სილაღისა და ბედნიერების მიზეზი რომ აღიზიანებთ, თორემ სიყვარულს ამქვეყნად ჯერ არავისთვის "უწყენია". მჯერა, თუ ადამიანს რაღაც განსაკუთრებულად უყვარს, რაღაცით გატაცება და აღტაცება შეუძლია, იმას სხვისი გრძნობებისა თუ ამ გრძნობის გამო გამოხატული ქმედების დაფასება, პატივისცემა, გაგება და გაზიარებაც გამოსდის. ასეთებს სამშობლოს სიყვარული მით უმეტეს არ ესწავლებათ.
"ბარსას" ან, საზოგადოდ, ფეხბურთის ფანატიკური სიყვარული სამშობლოს სიყვარულს რატომ გამორიცხავს ვითომ, ან საერთოდ, საკითხის ასე დაყენება ლოგიკის რომელი პუნქტითა თუ მუხლით არის გამართლებული? გმირობა და პატრიოტიზმი დავკარგეთო? კიდევ კარგი, ის მაინც გგონიათ, რომ ეს ორივე ოდესღაც გვქონდა. ჰოდა, ისიც უნდა იცოდეთ, მაშინაც კი, როცა ეს გმირობა და თავდადება "გვქონდა", სამშობლოს დაცვის სტრატეგიას რიგითი მოქალაქე კი არა, ხელისუფალი ადგენდა, ახორციელებდა და იცავდა მუდამ. ერთეულ, კერძო გმირობებზე არაფერს ვიტყვი, რადგან აგერ 21-ე საუკუნეშიც არაერთი მოხდა და თავისი სიმძაფრით, პათოსითა და თვითშეგნების გამოხატულებით არაფრით ჩამოუვარდება ისტროიიდან გადმოსულ მითოლოგებულ გმირთა საქციელს. ასე რომ, სამშობლოს დაცვაზე როცა მიდგება საქმე, ამ საკითხს ნუ დაიყვანთ რიგითი მოქალაქის პასუხისმგებლობამდე. თუ ქვეყანა და სახელმწიფო გვაქვს, მისი დაცვის საკითხი მე და შენ არ უნდა გადავწყვიტოთ, მე და შენ უნდა შევასრულოთ და შევასრულებთ კიდეც, რადგან ასე არაერთხელ გაგვიკეთებია! როგორ გაგვიკეთებია, ამაზე დავაც კი იმ ბიჭების შეურაცხყოფა მგონია, ვინც ომებში დაგვეღუპა. ხელისუფალთა უუნარობას, უგუნურებასა და სუპერთასის ბილეთებისთვის "ბრძოლას" ჩემსა და შენს პატრიოტიზმთან კავშირი არა აქვს.

პ.ს. გადამთიელების თამაშიო? მაგ პრინციპით, მაშინ საერთოდ უარი უნდა ვთქვათ ლიტერატურის სიყვარულზე, რადგან, საზოგადოდ, ლიტერატურის აღქმა და გააზრება რუსული ლიტერატურის გარეშე უბრალოდ წამოუდგენელია! ეჭვი არ მეპარება, ქართული გუნდისა თუ ნაკრების სულ მცირე წარმატების შემთხვევაშიც კი, უარესი ამბავი იქნება ბილეთებზე და ეს ადამიანებიც მაშინაც ჩადგებიან რიგში, იჩხუბებენ კიდეც, რაღაცას გააპროტესტებენ, ბოლოს და ბოლოს, გადაირევიან და მაინც წავლენ საკუთარი გუნდის თამაშზე. ეჰ, სად არის, თორემ მართლა გადარევა მერე გენახათ! მე ასე და ასეთი გადარეული ქართველების მჯერა, აბა, კერასთან მჯდომი კაცის მოგებული თამაში და, მით უმეტეს, ომი სად გინახავთ?.. ისე, თუ ოდესმე მოხდა და ქართული ფეხბურთი კვლავ შეეპოტინა მწვერვალებს, მაშინ იქნებ ის უბედურებაც გაქრეს ჩვენი სინამდვილიდან, სახელად რუსული ოკუპაცია რომ ჰქვია?!

მკითხველის კომენტარი (20)
qalbaton ninos mdzagebelss (ar damiblokot)
21 ივლისი 2015 05:01
სააკაშვილმა რუსეტტან იმიტომ გაბედა ომისს წამოწყება 2008 ში რომმ ამერიკისგან გამოგზავნილი სამხედრო ტექნიკა რომ გაყიდა და მილიონები გადამალა ტან ისე რომ ნაგდი პულიტ რომ ამერიკასს არ მიეკვლია ის დაეპარაა. იმ მოღალატემ აპხაზეში წამოეწყო ომი და ტბილისამდე კიდევ დიდი მანდილი დარჩებოდატ გადმოსალახი. მაგრამმ საკუტარ დედულ-მამულსს ხომ არ ააწიოკებინებდაა? იციტ რასს გეტყვიტტ დასავლეტელ ქარტველებსსს უვარგისის უკუდო ამპარტავნული იგო გაწუხებტ. ვინც დაგიპყრობტ ემონებიტ და ვინც დზმურად გულსს გაგიშლიტ იმატ ტავზე აჯდებიტ და პრეზიდენტობას ცდილობტ . მერე სააკაშვილივიტ დაბერიასავიტ სიცოცხლეს არტმევტ. საქარტველოსს სირცხვილი სააკაშვილი უნამუსო X-პრეზიდენტი რომელმაც სამსჰობლოზე უარი განაცხადა. ამ ქალსს ნინოსს კი ის ორი დიპლომი ჯაპიტ და შრომიტ ააქვსს მოპოვებუილი და არა ტქვენსავიტ ნაცნობობიტ უნივერსიტეტსჰი მოხვედრიტ . ბევრმა ვეპხისტყაოსანიც არ იციტ ვისი დაწერილია.
brola*
19 ივლისი 2015 13:47
ნინოს-ს! - მართლა რას მიედ-მოედები? - რა რუსის ჯარი გააგზავნა რა მე-8-ე პოლკი გააგზავნა რა სისულელეებს წერ - იქ მხოლოდ პოლიციური ნაწილები გააგზავნა გამსახუირდიამ! - ერთადერთი პოზიტივი და ნათელი წერტილი რაც გამსახურდიას მოღვაწეობას გასდევს არის ის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რომელიც სამ. ოსეთის ავტ. ოლქის გაუქმება იყო!
გამსახურდიას აბრალებ ე.წ სამხ.ოსეთის დამოუკიდებლად აღიარებას რუსეთის მიერ რაც პირდაპირ კავშირშია გაბრიყვებული სააკაშვილის მიერ აავტონომიური ოლქის ხელახალ აღდგენასთან?
თეა ბარამაშვილი ვის უუნარობას უსვავს ხაზს საინტერესოა - ეტყობა სააკაშვილის "უნარების" მერე რითაც 2008 წლის აგვისტოს მერე ასეულობით სოფელი და ტერიტორია დაკარგა 10 მეტრიანი ე.წ საზღვრის გადმოწევას უუნარობაში უთვლის ამ ხელისუფლებას!
NINO
15 ივლისი 2015 20:03
გულსემატკივარო, შვილად არ გამოგადგები, 70=წლის კალბატონი გახლავარტ-2-რი დიპლომიტ,წერაც ვიცი და კიტხვაც.ასე,რომ ვაზროვნებ.მიშამ რომ ახალი სამხრეტ-ოსეტის ავტონომიუტი ოლკი შეკმნა სანაკოევის მესგტხოვტტაურობიტ უამრავი კარტული სოფლები და მატ შორის ახალგორიც რომ მიაყოლა,სწორედ მაგ ტერიტორიებს გედავება ე.წ სამხრეტ ოსეტის ხელისუფლება.აღარაფერს ვამბობ ზემო აფხაზეტზე.შენნაირებს გამოაკვეყნოტკომპიუტერიტ 'განატლებულებს'. ვედზახი.დაკომპიუტერიტ განატლებული სწორედ რომ შენნაირად აზროვნებს.ზრდილობა კი ნამდვილადოოახოაკვეყნოდ არ გაწყენდა. გტხობტ გამოაკვეყნოტ.მადლობტ.
ნინო-ს
15 ივლისი 2015 14:52
და შენ გგონია ასროვნებ??? წადი შვილო წერა კითხვა ისწავლე და მერე დაარიგე ხალხს ჭკუა. მიშამ ჩამოიყვანა არა რუსები? ტაშფანდური გამართა არა? პინგვინისტვინავ! შენ ალბათ არაფერია გაგიგია გამსახურდიაზე, (ეს 90-იანების დასაწყისში იყო) მაშინდელმა ქვეყნის მმართველმა ჩამოთესლებულები უძახა აფხაზებს და ოსებს, მერე ოსეთს ავტონომია გაუუქმა და იქ რუსის ჯარი გაგზავნა, მაშინ მას მე-8 პოლკი ერქვა. იმ დღიდან დაკარგულია ჩვენთვის სამაჩაბლოც და აფხაზეთიც. იმიტომ რო ჩვენ მაშინ დავუკანონეთ რუსებს იქ წესრიგის დამყარება, და მანაც დაგვიმყარა...რა მოხდა შემდეგ დიდი ისტორიაა... ორი სიტყვით კი: ჩვენ ერთმანეთს დავეტაკეთ, სამოქალაქო ომი დავიწყეთ და პრეზიდენტიც გამოვცვალეთ(თუმცა თქმა რო ეს რუსეთის გარეშე მოხდა სასაცილოა) სანამ ჩვენ თანამდებობეს ვიყოფდით: სხვათაშორის ქეთი დოლიძე და სხვა ინტელიგენციაც თქვენ რო კარგად იცნობთ მანდ იყვნენ, ლუკმებს იყოფდნენ. ჯამში რუსეთმა დრო იხელთა და აფხაზეთიდანაც გამოგვრეკა და ცხინვალიდანაც ამოგვიკვეთა ფეხი. და ერთადერთი ვინც გაბედა და შეეპასუხა სწორედ სააკაშვილი იყო, რა თქმა უნდა საკუთარი ძალების გაუთვლელად, მაგრამ ხო გაუბედა და აგრძნობინა რო ჩვენც ხალხი ვიყავით...რაც შეეხება რუსთაველზე ტაშფანდურს, იმ ტაშფანდურით ევროპის 6 ქვეყნის პირველი პირები ჩამოვიდნენ და რუსეთს გარკვევით უთხრეს არა!!! ამიტომაც იყო რომ ტანკები თბილისამდე აღარ მოვიდნენ... ახლა რა ხდება ეტყვის ვინმე მათ არას? ზაქარეიშვილმა დღეს განაცხადა იქ სიარულით და ბანერების ნგრევით რუსებს ნერვებს ნუ უშლითოოოო!!!!! გაიგე რა ხდება თუ ვერა.....
გუშემატკივარი
15 ივლისი 2015 14:26
და ვინ გვაძაგებდა და გვლამძღავდა იმისათვის, რომ მართლა ალალი, სუფთა, და თავდადებული ფეხბურთი მოგვენატრა? ისინი, მთელი დღე კომპიუტერებს მიმჯდარები ჩვენ რიგში დგომას, ღამისთევას თუ ბრძოლას დებილობას და უსაქმურობას ეძახდნენ. ეს ის ხალხია ვისაც "კორპორაციულ" 75 ლარიან ბილეთებს სახლში მიართმევენ, ფეხბურთამდე რესტორანში დაჯდებიან, და მერე მესის "სანახავადაც" შეიწუხებენ თავს. მე ბარსელონაში არ ვყოფილვარ, მაგრამ მომიწია მადრიდში ტრანზიტით გავლა და რა თქმა უნდა პირველ რიგში "სანტიაგო ბერნაბეუს" მივაშურე. აგვისტოს თვე იყო, სტადიონთან თერმომეტრი 42 გრადუსს უჩვენებდა რო მეგონა ყველაფერი ჩამკვდარი იქნებოდა, სტადიონთან ავტობუსი ავტობუსს ცვლიდა, როგორც მერე აღმოჩნდა ეს ყველა ტურისტების ჯგუფები იყო, ისინი აქ სტადიონის დასათვალიერებლად და სურათების გადასაღებად მოდიოდნენ. ერთი წუთით არ შეწყვეტილა ნაკადი ნე ალბათ ათასამდე მაინც დავითვალე. (შესვლა 20 ევრო ღირდა, და ხალხი მოდიოდა და მოდიოდა) ვინ სამარიაჟოდ ვინ ფეხბურთის და მისი ლეგენდების პატივსაცემად. და ასეთ დროს ჩვენ გვეძლევა შანსი მსოფლიოს ნომერ პირველი გუნდის თამაშს და მის ნამდვილ ლეგენდებს ცოცხლად ვუყუროთ და ამაში შეიძლება გაამტყუნო გულშემატკივარი, რომლებმაც ყველაფერი მოიკლეს(პირადად მე ასე ვქენი)რომ 7 ევროიანი ბილეთი ეყიდათ.
ნინო
15 ივლისი 2015 10:44
სულაც არ მიკვირს ახალგაზრდების მოზღვავებული სურვილი ამ მატჩის ნახვის მიმარტ. მე მიკვირს იმ ადამიანების ვინც ამ ხელისუფლებას ასბრალებს რუსების მცოცავ' ოკუპაციას. ვინ მისცა საშვალება რუსებს ტბილისამდე 35 კილომეტრამდე მოსულიტვნენ?სააკაშვილის ხელისუფლებამ.მაშინ როცა ცხინვალი მტლიანად დაცლილი იყო მოსახლეობისაგან, კარტუ;ლი სოფლები სავსე იყო ხალხიტ.საშინელი ზარალი განვიცადეტ,ჯერ მოსახლეობისა და მერე მებრდზოლების მხრიდან.,რომლების ტაკარა მზისკვეშ უპატრონოდ იყვნენ,ტბილისში კი მტავრობის სახლის წინ ტაშფანდურა გკონდატ გაჩაღებული და 'გამარჯვებას' ზეიმობდიტ.ახლა ,უზახეტ ამ მტვრობას იდიოტურად დაზუტხული 'უნიატო' მტავრობა'.აზერბაიჯანსა და მტიან ყარაბახს შორის ხდება ყოველდღიური კონფლიკტები,ორივე მხრივ იღუპებიან ადამიანები ,მაგრამ ალიევი ომს არ იწყებს,იმიტომ რომ ომი იკნება აზერბაიჯანსა და რუსეტს შორის და არა აზარბაიჯანს და სომხეტს შორის,ტორემ აზერბაიჯანი, ტავისი შესადზლებლობიტ ბევრ კვეყანას მოერევა.იასროვნეტ.
gavazeli
15 ივლისი 2015 09:06
ლევან, სად დავინახე ჰომოების დამცველი და შენს კომენტარში. ჯერ ერთი, უმოქმედობაზე პასუხი ხელისუფლებას მოეთხოვება და ნაკლებად ეკლესიას. მეორეც, გომიკები რომ არ გეხსენებინა, ისე არ შეიძლებოდა, მოგეთხოვა ეკლესიისაგან აქტიურობა? და მესამეც, "საპატრიარქოს ბნელ ნაწილს" რატომ უნდა აყვეს ხალხი?
კახა, მეც მაგას ვამბობ, რომ ეს მთავრობა ყურსაც არ აპარტყუნებს, არადა ისეთი საშურია ეს ამბავი, თუ პირველ რიგში ამას არ მიხედეს, რამე არ უშველეს, ეს დედანატირები რუსები მართლა გადაჭრიან ქვეყანას შუაზე. მე მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო საქართველოსთვის, მაგრამ მითხარით, რა შემიძლია, რა ვქნა?
qartveli
14 ივლისი 2015 23:34
ოკუპირებული ტერიტორიები კიარა რომელიც გვაქვს ისიც არ წაგვარტვან ხალხს მიხედეტ დაასამეტ რომ მტლად არ გაიხიზნონ ქვეყნიდან დამარტლაც დარşება საკარტველო ქარტველების გარეşე
levani
14 ივლისი 2015 13:56
კარგ მთქმელს მართლაც უნდა კარგი გამგები გავაზელო, სად დაინახე ჰომოების დამცველი ან იეღოველი.არავის დამცველი არ ვარ და არც სურვილი მაქვს.მართალი ხარ არაორგანიზებულება არ შეიძლება თორემ აზერბაიჯანის საზღვართან ბევრი რიგი დგება.საერთოდ ვერ ვხვდები რა მნიშვნელობა აქვს რა როდის მოხდა
Kaxa
14 ივლისი 2015 13:27
გავაზელო, შემუშავებული სტრატეგია და მოქმედების გეგმა რომ არა აქვს ამ მთავრობას, სწორად ამიტომ უჩნდება ხალხს პროტესტის გრძნობა. იმის მაგივრად რომ დღე და ღამე ყველგან გააპროტესტონ ეს ამბები და რუსებს მაქსიმალურად შეუქმნან პრობლემები და დისკომფორტი, ისევ თავის დილიხორში არიან და "ვიცით რასაც ვაკეთებთო" გაიძახიან. 2 წლის წინაც "იცოდნენ", როცა რუსებთან "ურთიერთობების დალაგებას" გვპირდებოდნენ და ამან სადამდეც მიგვიყვანა, კარგად ჩანს. მაინცდამაინც ტრასა უნდა გადაკეტონ ან სულაც თბილისამდე მოვიდნენ, რომ მთავრობამ და ხალხმა მართლა გამოიღვიძოს?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები