დედა, რა იყო ესა, ჰაა? - ჯაჭვლიანის ერთგულება და "იბიარდი"
დედა, რა იყო ესა, ჰაა? - ჯაჭვლიანის ერთგულება და "იბიარდი"
მონატრება ხომ სიყვარულია და... რომანტიზმიც ამათი დედა! ნუ, რაც არის და როგორც არის, რა, მაგრამ მას თავისი კუთვნილი, ლეგიტიმური და კანონიერი ადგილი ქართულ პარლამენტში რომ აქვს, ეს მხოლოდ ჩვენში შეიძლება ჩვეულებრივ ამბად ჩაითვალოს.
ვის, რა ენატრება ქართულ პარლამენტში? არა რა, ჟარგონებით უნდა ვწერო, სხვანაირად შანსი არაა, ჯაჭვლიანის ღრმააზროვან მოხსენების გადამკიდე ფონს სხვაგვარად ვერ გავალ. მოკლედ, ამ "ნაცებმა" ხომ გაუხურეს საქმე ამ "ქოცებს", რუსეთი გენარტებათ, მათი 37-მანეთიანი ფრენები და 10-მანეთიანი ბოზები
(ბოდიში კი მომითხოვია, მაგრამ...) ჰოდა, ჯაჭვლიანმაც არ დააყოვნა და ეპისტოლარული მოხსენება გააშანშალა, თავისი დათვლილი ტარიფებით. "ნაცებო", თქვენ რომ გგონიათ, ეგრე არ არის, მაშინდელი 37 მანეთი ჯაჭვლიანის კურსით დღეს უკვე 500 ევროს უკაკუნებს და, აბა, ასეთი ხარჯიანი გაფრენა რაღა სანატრელია? თანაც თქვენ იდარდეთ, 10-მანეთიანი ბოზები რომ
აღარ გყავთ, თორემ ჯაჭვლიანმა 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი მაგ საქმესო. თან თითქმის დააკონკრეტა ვისთან: საბჭოთადროინდელ ლამაზ ქალებთან 10 მანეთის გარეშე მიმუშავიაო. რა ვიცი, ასე ამბობს და... ქალების ერთგულებაც ასეთი უნდა...
ისე, გულწრფელია ეს კაცი. მე მჯერა, რომ ამბობს, ბოზებში არ მივლიაო. კაცი "იბიარდისა" თუ "იბიარდიზე" არ არის ნამყოფი, არც აპირებს გაეკაროს და იმ 10-მანეთიანებში გაივლიდა? ესენი კიდევ ცილსწამებენ და ლამის ოჯახს უნგრევენ -- "იბიარდიზე" იყოვო! აი, ქალბატონო ხერხეულიძე, ასე ხელოვნდება ადამიანი ოჯახ(ებ)ის დანგრევაში! ცოლის ერთგული ვარო! - კაცმა! ცოლის ერთგულებაც ასეთი უნდა!


რა "იბიარდი" და ფრენები აგიტყდათ, აგერ არ არის იმპლემენტირება? ელეპარაკეთ კაცს გასაგები, მამა-პაპური ქართულით! მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ მიერ "ნაიბიარდევ" ქვეყანას ღირსეული იმპლემენტატორი გამოუჩნდა და აწი, თქვენი ყველა მცდელობა ფუჭია!

ისე, ამ ჩვენს პარლამენტში ნაკლები რონამტიკა და მეტი კვალიფიკაცია რომ იყოს, ძალიან მიამიტური ოცნება გამომივა? თქვე კაი ხალხო, თუ სიტყვის მნიშვნელობა, აზრის ჩამოყალიბების უნარი არ გაგაჩნიათ, ოქროს პრინციპი - დუმიული ოქროაო, მაინც აამუშავეთ, ოქროს ხათრით მაინც! მაგრამ, რად გინდა, ქართულ პარლამენტსა და, საზოგადოდ, პოლიტიკას დედა არა ჰყავს, დედა! ქვეყანა კი, ეჰ, ქვეყანა რაღა საკითხავია...

იხილეთ ვიდეო
...
07 სექტემბერი 2015 17:55
სოსოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო სვანი ხარ მაგრამ სვანების სამასხარაოდ ნუ ხდი საქმეს, არაა ეს სვანური საქმე..............
თელა
28 ივლისი 2015 19:25
სოსო შენ ხარ სვანი სერიოჟა,კაცი ანეგტოტი,გაიხარე
მეგზური
28 ივლისი 2015 03:07
ხალხო ქართველებში სოსოს ტიპის სუბიექტები ოხრადაა და
უარესებიც.. ასეთი ხალხის პარლამენტში ყოფნა რომ არის
უბედურება ამაშია საქმე..
მოგიყვებით ერთ ანეგდოტს: ედუარდ შევარდნაძე კოთხულობს
ლექციას თემაზე "უბედური შემთხვევა და უბედურება"
ლექციის ბოლოს ერთი მეგრელი გამოიყვანა და ეკითხება
შინაარსს თანაც სთხოვა მაგალითით დაესაბუთებინა გაგებული..
მეგრელმა დაიწყო მაგალითით და ყვება: აი ბატონო ედუარდ თქვენ დგახართ ამ კედელთან და ეს კედელი რომ დაინგრეს და მის ქვეშ მოყვეთ ეს იქნება უბედური შემთხვევა.. სწორიააა მოუწონა ლექტორმა, ეხლა გაადავიდეთ მეორეზე რა არის
უბედურება?? უბედურება ბტონო ედუარდ ის არის რომ
ეს კედელი არ ინგრევა ,, მიიღო შევარდნაძემ პასუხად.


რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა