"დეფიციტში გარღვევაა", ანუ როცა კვერცხი მილიონი ღირდა და რა საჭიროა ეს ორი სათაური?!
"დეფიციტში გარღვევაა", ანუ როცა კვერცხი მილიონი ღირდა და რა საჭიროა ეს ორი სათაური?!
თვის ბოლოა, კრედიტების პროცენტის გადახდის დრო ახლოვდება და ჩვენი მღელვარებაც იმატებს მკვეთრად დაცემული ლარის კურსის მოტივებზე. არადა, ლართან მიმართებაში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდეო, ხომ თქვა პრემიერმა? მაგრამ არა, არ დამშვიდდა ეს ხალხი, ისევ ასდევს პოლიტიკოსებისა და ე.წ. ექსპერტების არასწორ დასკვნებს და აჰა, კი ავიდა ლარი 2.50-მდე. ნუ, ახლა ჯერ მთლად არ დამრგვალებულა, თუმცა საეჭვოდ მერყეობს 40-ის არეალში. მგონია, 41-ს უმიზნებს - ხალხს თუ არა, მმართველ ძალას მაინც ვასიამოვნოო, ფიქრობს,
ალბათ. ეჰ, ისე, ლარს რომ ფიქრი შეეძლოს?..

არადა, ვისაც ეს ფიქრი შეუძლია, ისიც რომ არ იკლავს თავს? ხალხი ღელავს, მაქსიმალურად ცდილობს, თუკი სადმე ლარი აქვს, მოხვიოს ხელი, გაიქცეს ჯიხურში და დოლარი იყიდოს - თადარიგი დაიჭიროს ხვალისთვის, რათა... რა იცი, რა ხდება ჩინეთში? მათ საფონდო ბირჟაზე
დაცემული ინდექსების გამოძახილი ხომ მაინც და მაინც ლარის ყურს უნდა მისწვდეს და, რა ქნას, მგრძნობიარე და მერყევი ბუნებისაა და ესეც ეცემა ეცემა. რიგითი მოქალაქისთვის კი სრულიად უმნიშვნელო და არაფრისმიმცემია იმის ცოდნა, ჩინეთში აგორდა ეს კრიზისი, პაკისტანში თუ სვაზილენდში.

მოკლედ, ამ მძიმე ვითარებაში, როდესაც ყველა ნერვი დაჭიმულია, გამოდის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური და ამბობს: შვებულებაში ვარ და შედარებით ნაკლებად ვიცი, რა ხდება ლართან დაკავშირებითო. ჯერ ერთი, რასთან შედარებით და მეორეც, რადგან შვებულევბაშია, გამოდის, ვალდებული არ არის, იცოდეს? აი, ჩვენი იროდიონივით ყოფილა, იურიდიულად შვებულებაში ვარო, რომ იძახდა და "ცისფერ მთებს" არ კითხულობდა პრინციპულად. "არ წავიკითხავ და თუ რატომ არ წავიკითხავ, ძალიან კარგად იცის სოსომ" - რკინის ლოგიკა იროდიონისა და ახლა უკვე მეჭიაურისაც! ეს უკანასკნელი ისე ერთგულად და "იურიდიულად" იცავს შვებულების იროდიონისეულ სტანდარტებს, რომ ეჭვი მაქვს, სეიფში კვერცხებიც ექნება შენახული. ოჰ, კარგი ახლა, არ გაიკვირვოთ, დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, ერთ კვერცხში მილიონ კუპონს რომ ვიხდიდით? ჰოდა, დასაფასებელი პროდუქტია ეგ.

კიდევ ვაპირებდი რაღაც-რაღაცების დაწერას, მაგრამ ამ დროს მომიწსრო ინფორმაციამ: ლარი მცირედით გამყარდაო. ვნახე და 2.37-ია. რასთან ასოცორდება ახლა ეს 37? - ვერაფერი მოვიგონე. არადა, რამდენი ფრაზა დამრჩა გამოუყენებელი გაუფასურებულ ლარის კონტექსტში?! ჯანდაბას ფრაზები, თანაც ისიც ვიფიქრე, ვაცადოთ ამ ლარს, ეგებ გამყარდეს კიდეც, ბოლოს და ბოლოს, ესეც თავისებური პროცესია, მსოფლიო ეკონომიკის ფერხულს აყოლილი თუ ჩაყოლილი ქართული ლარის სასიცოცხლო პროცესის ერთ - ერთი ეტაპი - გასავლელი თუ დასაძლევი ეტაპი.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მთავრობა ვალდებულია, სიმშვიდეს, რომელსაც ასე ოლიმპიურად ინაჩუნებს, ცოტა საქმითაც წაეშველოს, იმოქმედოს, ბოლოს და

ბოლოს, მიდგეს, მოდგეს, შეაწუხოს ვინმე, თორემ "დეფიციტში გარღვევა" რამდენიმე პუნქტით გამყარებული ლარით ვერ გადაიფარება. და მიუხედავად იმისა, რომ "შოთა მივლინებაშია, ხაბურძანია არ დადის, კაკო ციხისძირში წასულა, გომელაური პრინციპულად არ კითხულობს, წვერავა ჯარშია, არ იციან, სად არის... იროდიონმა შვებულებაში ვარ, იურიდიულადო", - მაინც ვალდებული ხართ, ბატონო ვაჟა, ვაჟა კი არადა, ირაკლი, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით "საბჭო (მთავრობის საგანგებო სხდომა) დანიშნოთ!" უნდა დაავალოთ ბატონ ვასოს...

ჰო, კიდევ მთავრობაში ერთი კარგი ზარების შემმჩნევი და დამთვლელი კაცი გჭირდებათ, ერთი კარგი მარკშეიდერი რა...

saqatmis direqtori
05 სექტემბერი 2015 03:14
მე ისიც მახსოვს მხედრიონის დროს აკადემიკოსი თვეში ქათმის ტრაკზე ნაკლებს რომ გამოიმუშავებდა
კვერცხი მილიონი ღირდა და აკადემიკოსი კიდევ თვეში მხოლოდ 6 კვერცხის შესაძენად საკმარისს ხელფასს იღებდა.
ქათამი თვეში მინიმუმ 25 კვერცხს( ანუ 25 მილიონ კუპონს ),,გამოიმუშავებდა,, .
ქეთევანი
03 სექტემბერი 2015 17:56
საქართველო სრულ მორალურ დეგრადაციაშია უფსკრულში მიექანება ქართველებს კი მხოლოდ ის გვაინტერესებს ნაცების თუ ქოცების თუ ვისი ბრალია პრიმიტიულმა კომენტარებმა შემძრა გამოსავალს ვერ ვხედავ...
chiko
02 სექტემბერი 2015 17:57
რატო გიჭირთ იმის არიარება რო უბრალოდ ჩაისვარა ამ ოცნებამ. ნაციონალობა არ დამაბრალოტ. მიშამაც მაგრად ჩაისვარა 2012 ში და მანამდე 1-2 ჯერ. და ისიც დანაშაული იყო რო არ აღიარებდნენ ნაცები. მაგრამ თქვენ ხო უფრო პრადვინუტები და საღად მოაზროვნეები ხართ ქოცებო. აღიარეთ და მოგესვებათ

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა