არადა, ვისაც ეს ფიქრი შეუძლია, ისიც რომ არ იკლავს თავს? ხალხი ღელავს, მაქსიმალურად ცდილობს, თუკი სადმე ლარი აქვს, მოხვიოს ხელი, გაიქცეს ჯიხურში და დოლარი იყიდოს - თადარიგი დაიჭიროს ხვალისთვის, რათა... რა იცი, რა ხდება ჩინეთში? მათ საფონდო ბირჟაზე დაცემული ინდექსების გამოძახილი ხომ მაინც და მაინც ლარის ყურს უნდა მისწვდეს და, რა ქნას, მგრძნობიარე და მერყევი ბუნებისაა და ესეც ეცემა ეცემა. რიგითი მოქალაქისთვის კი სრულიად უმნიშვნელო და არაფრისმიმცემია იმის ცოდნა, ჩინეთში აგორდა ეს კრიზისი, პაკისტანში თუ სვაზილენდში.

კიდევ ვაპირებდი რაღაც-რაღაცების დაწერას, მაგრამ ამ დროს მომიწსრო ინფორმაციამ: ლარი მცირედით გამყარდაო. ვნახე და 2.37-ია. რასთან ასოცორდება ახლა ეს 37? - ვერაფერი მოვიგონე. არადა, რამდენი ფრაზა დამრჩა გამოუყენებელი გაუფასურებულ ლარის კონტექსტში?! ჯანდაბას ფრაზები, თანაც ისიც ვიფიქრე, ვაცადოთ ამ ლარს, ეგებ გამყარდეს კიდეც, ბოლოს და ბოლოს, ესეც თავისებური პროცესია, მსოფლიო ეკონომიკის ფერხულს აყოლილი თუ ჩაყოლილი ქართული ლარის სასიცოცხლო პროცესის ერთ - ერთი ეტაპი - გასავლელი თუ დასაძლევი ეტაპი.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მთავრობა ვალდებულია, სიმშვიდეს, რომელსაც ასე ოლიმპიურად ინაჩუნებს, ცოტა საქმითაც წაეშველოს, იმოქმედოს, ბოლოს და

ბოლოს, მიდგეს, მოდგეს, შეაწუხოს ვინმე, თორემ "დეფიციტში გარღვევა" რამდენიმე პუნქტით გამყარებული ლარით ვერ გადაიფარება. და მიუხედავად იმისა, რომ "შოთა მივლინებაშია, ხაბურძანია არ დადის, კაკო ციხისძირში წასულა, გომელაური პრინციპულად არ კითხულობს, წვერავა ჯარშია, არ იციან, სად არის... იროდიონმა შვებულებაში ვარ, იურიდიულადო", - მაინც ვალდებული ხართ, ბატონო ვაჟა, ვაჟა კი არადა, ირაკლი, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით "საბჭო (მთავრობის საგანგებო სხდომა) დანიშნოთ!" უნდა დაავალოთ ბატონ ვასოს...
ჰო, კიდევ მთავრობაში ერთი კარგი ბზარების შემმჩნევი და დამთვლელი კაცი გჭირდებათ, ერთი კარგი მარკშეიდერი რა...
კვერცხი მილიონი ღირდა და აკადემიკოსი კიდევ თვეში მხოლოდ 6 კვერცხის შესაძენად საკმარისს ხელფასს იღებდა.
ქათამი თვეში მინიმუმ 25 კვერცხს( ანუ 25 მილიონ კუპონს ),,გამოიმუშავებდა,, .
მაგრამ წამალი -არის მთავარი.
*
კომუნისტების დროინდელი ფუძე - ეხლა ეს უკვე საბოლოო განადგურების ტოლფასი იქნება- ყველა მიმართულებით სრული ფიასკო