მხიარული, ნეტარი, პროფილურად "სვეცკი" და ნანუკასებურად "ჯიგარი" "მედიათავისუფლება"
24-09-2015
მხიარული, ნეტარი, პროფილურად "სვეცკი" და ნანუკასებურად "ჯიგარი" "მედიათავისუფლება"
ჩემმა მეგობარმა ფეისბუკის საკუთარ კედელზე ნიკა გვარამიას ფოტო ატვირთა სარეკლამო წარწერით: "საჯარო ლექცია: "მედია და თავისუფლება", ნიკა გვარამია". და იქვე სტატუსი: ლევანდოვსკის მიერ 9 წუთში გატანილი ხუთი გოლის მერე თუ კიდევ რამე გამაკვირვებდა, არ მეგონაო. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ბევრი ვიცინე...

პარადოქსი რომ ბერძნული სიტყვაა და "არაჩვეულებრივს", "მოულოდნელსა" და "უცნაურს" ნიშნავს, საქართველოში ვინ არ იცის, მაგრამ თუ განმარტებით ლექსიკონსაც მოვიშველიებთ, აღმოვაჩენთ, რომ პარადოქსი ეს არის აზრი, რომელიც მკვეთრად ეწინააღმდეგება
საღ აზრს (ნუ, ახლა აქ აშკარა ტავტოლოგიაა, მაგრამ არ ვიმჩნევთ, ასეა საჭირო). ჩვენი სატელევიზიო დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების შემხედვარეს ლექსიკონის ჭეშმარიტებაში დაეჭვების არავითარი საფუძველი არ გამაჩნია, ეს კი არა, ზოგჯერ რა ზუსტად იცის ხოლმე ამ დალოცვილმა ორი სიტყვით ყოფის მთელი დრამატიზმისა თუ კომიკურობის "მოხაზვა".

მოკლედ,
არავინ იცის, ხვალ როგორი იქნება გვარამიას ლექცია, სამაგიეროდ, გუშინ მთელმა საქართველომ (კიდევ ერთხელ) ნახა, როგორია "რუსთავი 2"-ის სიტყვის, გამოხატვის, გამოხტომის, მეტიჩრობის თავისუფლების ხარისხი! კიდევ ერთხელ დავინახეთ, რას უშვრება და რას დაამსგავსა ამ მთავრობამ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები, როგორ აიძულებს ეს უგულო, უკულტურო და "წუწკი" ივანიშვილი ჯერ კიდევ გუშინ ომახიანი, "სვეცკურ" თემებსა და პერსონებზე მოჟღურტულე ჟურნალისტ(ებ)ს მიამიტი, ძააან ხალხურისა და ჯიგარი გოგოს როლი ათამაშოს, რაც მთავარია, მის კართან აწკავწკავოს. ნანუკა ჟორჟოლიანზე ვწერ და არ დამიწყოთ ახლა ჟურნალისტური სოლიდარობა და რამეო. სწორედაც რომ ჟურნალისტური სოლიდარობა მალაპარაკებს ამას: გარდა პირადი სიმპათია-ანტიპათიისა არსებობს ჟურნალისტური ეთიკა, და თუ ამაზე არაფერი გსმენიათ, უბრალოდ ადამიანური ეთიკა გაიხსენეთ. თუმცა, "გაიხსენეთ" ძალიან მკაცრი მოთხოვნაა იმათთვის, ვისაც ეთიკა კი არა, გუშინ რას უმღერდნენ და ხოტბას ასხამდნენ, ისიც კი არ ახსოვთ, ან ახსოვთ, მაგრამ ახლა ამ ხსოვნის უარყოფაა საჭირო, რადგან ასე მოითხოვს დედაპარტია! აბა, სხვანაირად როგორ ახსნი ამბავს ერთი ჟურნალისტისას, რომელიც რამდენიმე წლის წინათ ერთ მილიარდერს ნახევარი საქართველოს მამად მოიხსენიებდა, დღეს კი წუწკს ეძახის? ესეც მისი ნებაა, და მისგან არც ის გამიკვირდება, ხვალ ისევ მამად აღიაროს ივანიშვილი, თორემ მე რა მენაღვლება, არც მამად ჩამითვლია ოდესმე და არც მის კართან მისვლის სურვილი მაქვს.

ახლა მაია ასათიანმა რომ მაკიაჟი ჩამოირეცხა და სტოიციზმის მიმდევარის იმიჯით "დედა, ეს რა უბედურებაში ვცხოვრობთ" მგოდებელთა არმიაში ჩაეწერა, კი, ესეც ნამდვილად სიტყვის (და არა მხოლოდ) თავისუფლების ერთ-ერთი მაჩვენებელია, მაგრამ, მეორე მხრივ, აქაც იკითხება ამ ქვეყანას უბედურებად თავსდამტყდარი "ქოცხელისუფლების" დამღა. "ვიწყებ იმიტომ, რომ სხვანაირად არ ძალმიძსო", - ბრძანებს ქალბატონი და იქვე დასძენს, რომ ვერ იქნება მხიარული, ნეტარი, პროფილურად "სვეცკი" მაშინ, როცა ქვეყანაში ვიღაც 100-ათასიანი ჯიპით დასეირნობს და ვიღაც შიმშილობს. ვაიმე, მინიმუმ რამდენი წელიწადი უწევს ამ ხელისუფლებას ხელისუფლებაში ყოფნა? უფ, შემეცოდა ასათიანი: მშვიდობით მაკიაჟო და ზმანებო, ღიმილო და ხალისო, უდარდელობავ და კეთილდღეობავ! რას ერჩოდით ამ კეკლუც გოგოს, ერბინა და ენავარდა სტუდიაში, ჰგონებოდა რომ: "ეს ბიბინა მინდორ-ველი ჩემია, ეს წყარო და ეს მდინარე ჩემია; ეს ლამაზი ყვავილები ჩემია, ჩემია, ჩემია, ჩემიააააა. დელია, დელია, დელიააააა... მე ვარ ერთი"... მან ხომ არ იცოდა, რომ თქვენს მოსვლამდეც ცხოვრობდნენ საქართველოში ღარიბები? არა, ეგ ახლაც არ სჯერა, სამაგიეროდ, "ბუა" და მგელი რომ დასახლდა ჩვენს ქვეყანაში, ეგ დაიჯერა და იმიჯი შეიცვალა. "ქოცებო", ამ გოგოს ამ დღეში ჩაგდება გეყოფათ განკითხვის დღედ!

ლოგიკურად ჩნდება კითხვა: ამ უნიათო ხელისუფლების ხელში ქვეყანაში დარჩა სადმე იმედის ადგილი? აბა, "იმედი" რის "იმედია" მთლად გაგვიმეტოს და გაგვწიროს სასოწარკვეთისა და უიმედობისთვის? ჰოდა, აგერ არის ჯაჯანიძის მასავით უბერებელი შოუ, სადაც სულ ხალისი, თავზეხელაღებამდე მისული ნეტარება და ნირვანაა! "რუსთავი 2"-ის კიდევ მესმის, მაგრამ ესენი რა სტანდარტით მუშაობენ, ვფიქრობ და ვერ გამიგია; სამიზნე აუდიტორიად რომელი პლანეტის მოსახლეობას განიხილავენ, დედამიწელებიდან ხვდება ვინმე ნეტა? რა ვიცი, რა ვიცი...
anti
01 ნოემბერი 2016 21:28
ავტორს-
ძალიან ლმობიერად და დამზოგავად აკრიტიკებ!
სულ დედის პრ--- უნდა აგინოს ყველამ! იქნებ გაიგონონ!
ლალი ჯანიკაშვილი
19 თებერვალი 2016 16:38
შენ გეიხარე ბარამაშვილო, გული მომფხანე ისე, რომ არაფრის დამატებას არ ვაპირებ. ისე, გაბუნია და და-ძმანი მისნიც რომ მიგეყოლებინა და ერთი-ორი ალიყური აგეწნა, კარგი იქნებოდა, უფრო მეტად ვისიამოვნებდი. ყოფილი "პრიმადონა" და მინისსტრი ქალბატონებიც არ გაგახსენდა რაღაც. არა უშავს, შემდგომში გაითვალისწინებ.
Uimes
13 იანვარი 2016 08:41
Tqven amerikeli stumrebi gadaetsi tqveni televiziis mere magat tu xma amegebat....

რედაქტორის რჩევით