"განათლებული ევროპა" და ჩვენი მე-12 საუკუნე, ანუ როცა ყველა დღე გიყვარს, რაც გეწყალობა...
"განათლებული ევროპა" და ჩვენი მე-12 საუკუნე, ანუ როცა ყველა დღე გიყვარს, რაც გეწყალობა...
8 მარტზე, რატომღაც სულ ვაკის თეატრალური სარდაფის სპექტაკლი "ხანუმა" მახსენდება, რომელიც 2004 წელს რეჟისორმა ლევან წულაძემ დადგა. სპექტაკლში არის პერსონაჟი, რომელიც ცაგარელთან არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, რადგან გამოგონილია. მოკლედ, ამბავი იწყება ასე: ჰელდა პოლაკი საქართველოში შემთხვევით აღმოჩნდა - მისი თვითმფრინავი თბილისში ჩამოვარდა. ,,განათებული ევროპის შვილი" წერილს სწერს ,,თავისუფლებისათვის მებრძოლ ოდეოლოგებს", თავის მასწავლებლებს - კლარა ცეტკინსა და როზა ლუქსემბურგს, სადაც მათ საქართველოში ნანახს უამბობს: "აქ არც
You must have Flash Player installed in order to see this player.
კანონია და არც მოქალაქეობრივი თვითშეგნება... ჩვენ მათ ვერასოდეს გავუგებთ..
."

აბა, რა იცოდა "განათებული ევროპის პირმშომ", ჰელდამ, ან სად იყო კლარა და როზა, როცა ჩვენ, ქართველებს მე-12 საუკუნეში მეფედ ქალი გვყავდა?! და თან მაშინ ლომის ძუ ლეკვი ხვადის სწორი იყო?! მაგრამ ეს ფაქტი ისე გაბანალურდა, გახსენებადაც არ ღირს, თანაც მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის რაღა იყო დარჩენილი იმ სწორობიდან?

ასე რომ, სულაც არ მიკვირს, მე-20-ის დასაწყისში "განათლებული ევროპა" ჩვენი ყოფით თუ გაკვირდებოდა. თუმცა "ვერასოდეს" მაინც გადაჭარბებული მგონია. ყველაფერს ხომ თავისი ობიექტური (სუბიექტურიც)
მიზეზები აქვს. ამიტომ ასეთი შეფასებები ამა თუ იმ ერსა თუ ამა თუ იმ ეპოქაზე პირობითი მგონია. ასეთივე პირობითია დღეს ჩადრიანი ქალის უფლებებზე ლაპარაკიც. ირანში ახლაც ასე იმოსებიან, თუმცა, ფაქტია, რომ
მეოცე საუკუნის 30-იან წლებში იქ ქალები უჩადროდ და ევროპული ჩაცმულობით დადიოდნენ. ეს კი დიდი რეფორმატორის, იმდროინდელი და უკნასკელი შახის მოჰამედ რეზა ფეჰლევის დამსაურება გახლდათ.

ასე რომ, ტრადიცია ყოველთვის როდია განაჩენი. შესაბამისად, ეს მაგალითი "გარანტიაა" იმისა, რომ ოდესმე ირანშიც უჩადროდ ივლიან ქალები, თუმცა იგივე პრინციპით, ევროპულად მოსიარულეთაც შეიძლება დაემუქროთ რაღაც მანქანებით უკუჩვენება.

თუმცა, კლარასა და როზას იდეები ხომ, მიუხედავად მათი სოციალ-კომუნისტური სარჩულისა, უკვდავია! კვლავაც ცოცხლობენ ადამიანის უფლებების ამა თუ იმ
საყოველთაო დეკლარაციებსა თუ მოძრაობებში, ეს იდეები იზრება და ყოველ წელიწადს სარვამარტოდ მსოფლის ნახევარს მაინც ახსენებს, რომ ქალი არის ყოვლისშემძლე!


საერთოდაც, 8 მარტის დღესასწაულად დაწესების იდეის ავტორი კლარა ცეტკინი ხომ სწორედ ქალის განსაკუთრებული როლის არსებობაზე დაობდა და საბოლოოდ დაამტკიცა კიდეც მისი არსებობა. იმასაც ამბობენ, მან, როგორც წარმოშობით ებრაელმა, ამ დღის მნიშვნელობა ებრაული ისტორიული ფაქტით დატვირთაო: ებრაელმა ქალმა სამშობლოს, საკუთარი ერის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა, რაც კი შეეძლო. ხოლო მისი შესაძლებლობები უნმიშვნელო სულაც არ იყო. ჰოდა, კლარამაც ქალური გმირული საქციელის განმადიდებელმა, ქალთა სოლიდარობის დღე საერთაშორისოდ განფინა! და რა შუაშია კომუნიზმი და სოციალიზმი? სხვა საქმეა, პირადად და თითოეულს ცალ-ცალკე როგორი დამოკიდებულება გვაქვს ამ დღისადმი, თორემ ის, რომ კლარასა და როზას ქალთა სოლიდარობის პრინციპები სწორად ესმოდათ და მიზანიც ნათელი ჰქონდათ, ეჭვი პირადად არ მეპარება.

პირადი დამოკიდებულება ვახსენე და ბარემ გავკადნიერდები და ჩემეულს მოგახსენებთ:
საზოგადოდ ადამიანის უფლებების პატივისცემის მიუხედავად, 8 მარტი გამორჩეულად არ მიყვარს. ან რატომ უნდა მიყვარდეს? არ მიმიღწევია რაიმე ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური წარმატებისთვის, ალბათ საჭირო რომ გახდეს, ვერც გმირად გამოვდგები, ვერც მეომრად, მით უმეტეს, რევოლუციონერად და ვერც თავგანწირვის რაიმე შესაძლებლობას დავუშვებ - მაშინ გამახსენდება, რომ სუსტი, ნაზი და მშიშარა ვარ; მაგრამ ჩემდამი გამოხატული არც ქალური სოლიდარობა მხიბლავს და არც ჩემი სოციალური სტატუსის გამო ვიღაცის (ამ შემთხვევაში, მამაკაც(ებ)ის) თავგამოდება! მაინცდამაინც ამ დროს მახსენდება, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი, თავდაჯერებული და გაბედული გოგო ვარ! ვიღაცისადმი არც ქალური მორჩილება გამომიჩენია და არც სისუტე, ვარ ჯიუტი და არ ვთანხმდები შემოთავაზებულს. სიყვარულიც ჩემებურად მესმის - ვერასოდეს ვიტყვი, საყვარელი ადამიანისთვის ყველაფერს დავთმობ-მეთქი, უფრო პირიქით, თუ მიყვარს, ე.ი. მე მის გამო "სამყარო მინდა"!!! ...და ამიტომ ბოდიში, ბატონებო, ვერაფერს დაგითმობთ! მაგრამ, რადგან ისიც ვიცი, ვერ დაიჩემებთ გულგრილობას, როცა შემომხედავთ, ე.ი. ქალი ვარ, ე.ი. დამითმია და ეგ არის!

და თუ მაინცდამაინც ეს დღე მამაკაცთაგან ყურადღების მიღება-მოპოვების მნიშვნელობამდე დაიყვანება (ჩვენ, ქართველებს გვიყვარს ინტერპრეტაციები), მაშინ მეც გავიზიარებ მედეა ჯაფარიძის გმირის მიერ წარმოთქმულ ფრაზას ფილმიდან "მზე შემოდგომისა: "მამაკაცებისთვის ქალების მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის სარვამარტო უნდა იყოს!"

პ.ს. ...და, მაინც, ამ დღის მონაპოვრით - არჩევანის თავისუფლების უფლებით, მგონია, რომ ჩემსავით არავის უსარგებლია... ამიტომ მომილოცეთ, რადგან მე ყველა დღე მიყვარს, რაც კი სიცოცხლისთვის მეწყალობა!




ნანა 1
13 მარტი 2016 00:11
ძვირფასო ნინი მაპატიე და პატარა დარიგებას მოგცემ,როცა რაღაც თემას ეხები,ამ შემთხვევაში ებრაელებისათვის ძალიან პატივსაცემ ესთერის და მისი ბიძის მორდეხაის ისტორიას,ჯერ კარგად გაანალიზე და მერე დაწერე,რათა შეცდომა არ დაუშვა.ავტორს კი მადლობა სასიამოვნო ბლოგისთვის.
ლაურა
09 მარტი 2016 20:38
ისტორია ძველი და ახალი ძალიან მაინტერესებს პატარაობიდან ვინაიდან ბიძა ისტორიკოსი იყო და შთამაგონა რომ ისტორია და გეოგრაფია მესწავლა მშობლიურ ენასავით. მე ათი წელი ვცეკვავდი დათ ხელოვნება ჩემთვის უვძირფასესია.ამდენი წლის ევროპაში ცხოვრებამ ბევრ რამეზე ამიხილა თვალი თუ როგორი იყო ყვეყა ქვეყანა ყველა დროს ყველა ეპოქაში..მაპატიონ მაგრამ ქალც ცხოველებივით ექცეოდნენ და ჩვენზე რომ წერონ მკრეხელობაა.ამერიკელები 24საათი ამუშავებდნენ ქალებს ტყვეებივით ...ყველაფერ იმას რაც ხდებოდა ინგლისშიც და სხვა ქვეყნებშიც ვერ დავწერ უხერხულია ..ჩვენგან იღებენ კულტურას და ეს კულტურა არ დავკარგოთ ესაა ჩემი თხოვნა ჩვენი ერისა.ჩვენთან ქალი მეფობდა მაშინ როცა ზოგიერთი ქვეყანა ქალს ექცეოდნენ როგორც მონას ..და სწ,ორედ თამარმა აკრძალა სიკვდილით დასჯა ეს სასჯელი გრძელდებოდა მერრეც ევროპაში.მე ვნახე იტალიაში ის შენობა სადაც ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ.სკოჩიელები კი ველურებივით ექცეოდნენ ქალს და ისე აგრესიულად გეგონება წიწილას პუტავენო..იმას არ დავწერ რა შეურაცყოფას აყენებდნენ... თან როგორ ართმევდნენ მოსახლეობას ყველაფერს თვითონ კი ცხოველებივით ჭამდნენ ამ ნადავლსარ ბავშვი ებრალებოდათ არ დიდი. ესაა სინამდვილე ასე რომ არც ერთი ქვეყნის სისულელეების ნათქვამს არ დავიჯერებ და ჩვენ ერთი საუკუნით ვიყავით წინ ..მარტო სამოსი რად ღირდა ქართული მათი ჯძალოს სამოსიც შესანიშნავად ვიცი წინსაფარ ამოფარებული კაბები...
ნინი
09 მარტი 2016 12:25
ლეგენდა? იყო ასეტი,ებრაელი კალი -ესტერ-მორდუხაი.მეტად ლამზი.მისგან მოიხიბლა ირანის მბრდზანებელი,ესტერმა დამალა ტავისი ეროვნება და გახდამის მი9სი ცოლი,ერტხელაც,სწორედ 8 მარტს ესტერმა გააღო სასახლის კარი და შემოუდზღვა ებრაელებს, რომელტაც მუსრი გაავლეს ბრდზანებელის კარზე მყოფხალხს,სწ3ორედ, ეს რიცხვი აირჩია კლარა ჯუკსემბურგნმა მსოფლიოს კალტა საერტაშორისო დღედ.ახლა ტკვენ გადაწყვიტეტ იზეიმკოტ ტუ არა ეს დღე,
ადამიანი
09 მარტი 2016 10:37
ბევრი უზუსტობა... ზედაპირული ცოდნა... გაბედულობა და თვითშეფასება ნამდვილად მიუწდომელ სიმააღლეზე გაქვს! (ხუმრობის გარეშე) მეტი ყურადღება დეტალებს. მშვენიერი სტატიაა და დეტალები დეტალები... არადა სული და შემართება მშვენიერია...
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა