მართლმადიდებლობით შენიღბული, რუსეთის "მესამე რომად" ქცევის ამბიცია და დემოკრატიის მედროშე დანარჩენი სამყაროს უუნარობა
მართლმადიდებლობით შენიღბული, რუსეთის "მესამე რომად" ქცევის ამბიცია და დემოკრატიის მედროშე დანარჩენი სამყაროს უუნარობა
აი, ახლა, ამ წუთას სირიაში, ალეპოში ვიღაცას სტკივა, ვიღაცას ეშინია, ვიღაც სულაც კვდება და არსაიდან იმედი, ხსნა და საშველი არ არის! ახლა აზრი ნამდვილად აღარ აქვს, რა და რატომ ხდება, ალეპოს რომელ ქუჩაზე ვისი ინტერესები გადაიკვეთა, რომელი მხარის სიჯიუტემ და ამბიციამ მიიყვანა ქვეყანა აქამდე, შედეგი საგანგაშოდ შემაძრწუნებელია!

ახლა შედეგის "გაპრავებაღა" დარჩა და რაოდენ სამწუხაროა, რომ ზესახელმწიფომ, რუსეთმა ამისთვის არც მეტი, არც ნაკლები, პატრიარქი კირილი შეარჩია. დიახ, სწორედაც რომ შეარჩია, რადგან
კრემლს ნამოქმედარის გასამართლებლად, პოლიტიკური თუ დიპლომატიური არგუმენტები უბრალოდ ა(ღა)რ დარჩა.

"ის, რაც ახლა ხდება თითქოსდა შორეულ სირიაში, რომელიც სინამდვილეში არც ისე შორსაა - ფაქტობრივად, ის ჩვენი მეზობელია - ეს არის სამშობლოს დაცვა. ამიტომ ეს ომი
თავდაცვითია. ჩვენი სამხედროები მონაწილეობენ ამ საომარ მოქმედებებში და ეს ომი თავდაცვით ხასიათს ატარებს, ის გამართლებული და სამართლიანია. ისეთი ქმედება, რომელსაც შესაძლოა, ადამიანის სიკვდილი მოჰყვეს, ხანდახან გამართლებულია", - აი, ამას რომელიმე ცივსისხლიანი რუსი გენერალი კი არა, თვით პატრიარქი, ჯვარსა და ქრისტეს ამოფარებული უწმინდესი კირილი ამბობს. (იხილეთ)

საინტერესოა, რატომ დასჭირდა კრემლს ნამოქმედარის შედეგებისთვის პატრიარქისგან პირის მოწმენდა? "ჩვენ გამოუცხადებელი ომი გამოგვიცხადეს. ახლა სირიის მაგალითზე ვხვდებით, რა სურს მოწინააღმდეგეს. მათ სურთ რუსეთის, როგორც მართლმადიდებლობის ფორპოსტის განადგურება", - აცხადებს კირილი და ამ განცხადებაში ახლაც რუსეთის, როგორც "მესამე რომად" გადაქცევის ამბიცია და სურვილი იკითხება, მაგრამ ფაქტია, ეს მხოლოდ ყურადღების გადასატანი მანევრია, რეალური დანაშაულისგან თავის არიდება, გაღმა შედავების პოლიტიკით საკუთარი დანაშაულის სამართლიანობად წარმოჩენის მცდელობა და დანარჩენი სამყაროსთვის თვალებში ნაცრის შეყრაა. საბედნიეროდ, უსუსური მცდელობა გამოვიდა, თუმცა არც საპირისპირო ჩანს რამე და ვერც დანარჩენი სამყარო იჩენს პრინციპულობასა და სიმტკიცეს. მყიფე რევერანსებმა - სანქციებმა კი როგორც ასწავლა რუსეთს ჭკუა, კი ჩანს.

ის, რაც დღეს სირიაში ხდება, ააშკარავებს არა იმდენად დამნაშავის სახეს, რამდენადაც მშვიდობის, დემოკრატიისა და სამართლიანობის მედროშე დანარჩენი სამყაროს უუნარობას, რაც ამ უკანასკნელს უნდა თუ არა, დანაშაულის თანამონაწილედ აქცევს. ნატო, გაერო, ყველა სამხედრო თუ სამოქალაქო გაერთიანება მთელი თავისი იდეოლოგიური შემართებისა თუ ზემძლავრი იარაღის ფლობის მიუხედავად უძლურია უაიარაღო პატრიარქის ნაბოდვარის წინაშეც კი და ესეც ფრიად დასაფიქრებელია! რადგან(!), რადგან(!) და რადგან(!) არ გამოელევა რუსეთს "საფრთხეები", მუდამ ამოეფარება მართლმადიდებლობას, მუდამ "გამოექომაგება" სხვა ქვეყანაში მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს და... მუდმივმოქმედი ომი არ დატოვებს ამ სამყაროს. ჩვენ და უკრაინამ რუსეთის "სამართლიანობა" საკუთარ თავზე სულ ახლახანს გამოვცადეთ და არავინ იცის, კიდევ რომელი ქვეყანაა რიგში ანდა როდის შემოტრიალდება ეს სამართლიანობის მედროშე კვლავ ჩვენკენ.

შეგახსენებთ, რომ ამბოხებულების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების დარღვევის შემდეგ სირიის სახელისუფლებო ჯარებმა ალეპოში სამხედრო ოპერაცია კვლავ განაახლეს.

ამ დრომდე, ორმხრივ შეტაკებებს დიდი ოდენობით მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აი, ახლა, ამ წამსაც რაღაც საშინელება ხდება ალეპოში, ამ მომენტში ვიღაც ალბათ სიცოცხლის უკანასკნელ წამებს ეთხოვება და ჩვენ, დანარჩენი სამყარო - ძლიერნი თუ სუსტები ერთსულოვანნი ვართ გაუგონარი სისასტიკის დაგმობის ამბავში და გვართიანებს ერთი მოცემულობა - ვერ (არ) ვუპირისპირდებით დაგეგმილ ტრაგედიას! და, მაინტერესებს, ამ ტრაგედიაში, რომელი მხარე უფრო მეტი დამნაშავეა, აგრესორი რუსეთი, რომელიც აღარც მალავს საკუთარ ნამოქმედარს თუ დანარჩენი პოლიტიკური და სამხედრო გაერთიანებები, რომელთაც სტატისტისა და სეირის მაყურებლის როლი აირჩიეს?

იხილეთ ასევე: "შესაძლოა ეს ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებიც იყოს... მეშინია, რომ მომკლავენ" - 7 წლის გოგონას მიმართვა ალეპოს ჯოჯოხეთიდან


მკითხველის კომენტარი (15)
მედეა
12 ოქტომბერი 2018 12:58
უკრაინის ეკლესიას რომ ავტოკეფალია ეკუთვნის, ამას რუსეთი არ უნდა უარყოფდეს. წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, რაც ეკუთვნის, მიიღო კიდეც. რუსეთს თუ მესამე რომი უნდა იყოს, მაშინ სამართლიანობა უნდა დაამკვიდროს და სიხარულით აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, ეს მას ღირსებას შესძენს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის თვალში და გზას გაუხსნის ლიდერობისკენ.
glaxuna
19 დეკემბერი 2016 17:58

ნაც-ები მოძულეებო,

ანუ ურუსეთის მეხოტბეებო-

თუ ქართული ენის მცოდნე ოსები,სომხები და უეროვნობო და უ ღ ი რ ს ი ,,გრუზინჩიკები,,-არა ხართ!

საქართველოს ძირძველ ტერიტორიაბზე,ანუ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ურუს-მონღოლთა საოკუპაციო ჯარი დგას,ვინც 1990-ანი წ ლ ე ბ ი დ ა ნ ქართველთა ეთნოწმენდები მოაწყვეს და იქ თავისი მოდგმის ხალხი დაასახლეს ჯარის ფორმით,ანუ ის გააკეთეს ,რაც ვერც ჯალალადინმა,ვერც თემულ ლენგმა და ვერც შახ-აბასმა ვ ე რ გააკეთეს და ეს თქვენმა ,,მმართმადიდებელმა,, ურუს-მონღოლბმა გ ა ა კ ე თ ე ს და არა- დასავლეთმა,აშშ-მ და ,,რეპტოლოიდებმა!

და რ ი ს თ ვ ი ს ესარჩლებით ურუსეთს?!


აბა განმარტეთ ?!

g
19 დეკემბერი 2016 12:24
მოკლეთ ბინძური პროპაგანდაა.რავარც გვარსარდავასახელებ და ქიმიური იარაღის საბაბით ქვეყანა არიეს ისე რუსეთს არამგონია გაუბედონ
glaxuna
18 დეკემბერი 2016 21:10
giorgi


მუდამ მენტალურად ავადმყოფი ურუსი ხალხივით მ ო ნ უ რ ი ყოფა ა რ სურს თანამედროვე ადამიანს და ა მ ი ტ ო მ დაიწყო აჯანყება თავიანთ ნათესაურ-კლანურ- რელიგიური ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ.

ა დ ა მ ი ა ნ ს ჭირდება თავისუფლება და პასუხისმგებლობით ცხოვრება,ანუ ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ვ გარემოში...სადაც მტკიცდება - საყოველთაო მშვიდობა და სადაც იქმნება საყოველთაო კეთილდღეობა !

ა რ ა ვ ი ს სურს ურუს-მონღოლებივით მ ო ნ უ რ-ქვეშემრდომულ-მორჩილ-ღ ა ტ ა კ ყოფაში ცხოვრება,
ანუ ,,მონების სამყაროში,, (!)

ესაა და მეტი არაფერი!

kona
მაგ პუწინის ,,მედიამ,, გითრხა ?!
ქეთი
17 დეკემბერი 2016 12:29
როდის აქეთ არის ქრისტიანობა ადამიანების და ბავშვების სიკვდილს სამართლიანად მიიჩნევს.ნეტავი თუ ესმის რას ლაპარაკობს რუსეთის ე.წ პატრიარქი.სირცხვილია, მთელი საქრისტიანოს სირცხვილი.
Dato
17 დეკემბერი 2016 12:22
კირილე ხომ პატრიარქი არ არის,ის კრემლის მონაა, მაგრამ ალეპოში ისეთი სიტვაციაა ვეღარ გაიგებ ტერორისტი ვინ არის და არა ტერორისტი,ისიც არ იციან სამშვიდობო კოლონას ტერორისტები მოყვებიან თუ მშვიდობოანი, მოსახლეობა,მოკლედ დედამიწაზე სანამ ნავთობის მარაგი იქნება, მანამდე მუსლიმი სახელმწიფოები სულ ცეცხლის ალში იქნება გახვეული,სწავლა განათლება გადაარჩენს ამ სამყაროს, და არა აკვნიდან კალაშნიკოვის ტარება
kona
17 დეკემბერი 2016 12:12
რუსეთი მართალია
qeti
17 დეკემბერი 2016 12:12
დანარჩენი სამყარო უუნაროა ამ სისასტიკის წინააღმდეგ!... და უმოწყალოდ ხოცავენ ადამიანებს ალეპოში, სნაიპერები ბავშვებს იღებენ მიზანში ... და იქ სრული ჯოჯოხეთია! ჰოდა, ჩვენ ქართველებს რისი ან ვისი იმედი გვაქვს? ამ უუნარო დასავლეთ - ამერიკის? გიფიქრიათ ამაზე მედასავლეთეებო?
mm
17 დეკემბერი 2016 11:31
ეს ნამეტანი შავის თეთრად აღიარებაა.მარტო რუსეთი აგრეშორი დადანარჩენი მშვიდობის მტრედი? მართლა რატომ არ გეშინიათ ღმერთის? თუ არ გწამთ არ გრცხვენიათ? თუმცა სირცხვილი თქვენთვის არაფერი ხილია. ღმერთის გეშინოდეთ!
giorgi
17 დეკემბერი 2016 11:24
ოეეეეეეე, თეაააააააა. რუსეთი 2015 წლის ოქტომბერში ჩაერთო ომში. ისმის კითხვა ვინ დაიწყო 2011 წელს ომი? ვინ წამოიწყო რევოლუციები, ხალხის ხოცვა? არაბული გაზაფხული ვინ დააფინანსა?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები