მართლმადიდებლობით შენიღბული, რუსეთის "მესამე რომად" ქცევის ამბიცია და დემოკრატიის მედროშე დანარჩენი სამყაროს უუნარობა
16-12-2016
მართლმადიდებლობით შენიღბული, რუსეთის "მესამე რომად" ქცევის ამბიცია და დემოკრატიის მედროშე დანარჩენი სამყაროს უუნარობა
აი, ახლა, ამ წუთას სირიაში, ალეპოში ვიღაცას სტკივა, ვიღაცას ეშინია, ვიღაც სულაც კვდება და არსაიდან იმედი, ხსნა და საშველი არ არის! ახლა აზრი ნამდვილად აღარ აქვს, რა და რატომ ხდება, ალეპოს რომელ ქუჩაზე ვისი ინტერესები გადაიკვეთა, რომელი მხარის სიჯიუტემ და ამბიციამ მიიყვანა ქვეყანა აქამდე, შედეგი საგანგაშოდ შემაძრწუნებელია!

ახლა შედეგის "გაპრავებაღა" დარჩა და რაოდენ სამწუხაროა, რომ ზესახელმწიფომ, რუსეთმა ამისთვის არც მეტი, არც ნაკლები, პატრიარქი კირილი შეარჩია. დიახ, სწორედაც რომ შეარჩია, რადგან
კრემლს ნამოქმედარის გასამართლებლად, პოლიტიკური თუ დიპლომატიური არგუმენტები უბრალოდ ა(ღა)რ დარჩა.

"ის, რაც ახლა ხდება თითქოსდა შორეულ სირიაში, რომელიც სინამდვილეში არც ისე შორსაა - ფაქტობრივად, ის ჩვენი მეზობელია - ეს არის სამშობლოს დაცვა. ამიტომ ეს ომი
თავდაცვითია. ჩვენი სამხედროები მონაწილეობენ ამ საომარ მოქმედებებში და ეს ომი თავდაცვით ხასიათს ატარებს, ის გამართლებული და სამართლიანია. ისეთი ქმედება, რომელსაც შესაძლოა, ადამიანის სიკვდილი მოჰყვეს, ხანდახან გამართლებულია", - აი, ამას რომელიმე ცივსისხლიანი რუსი გენერალი კი არა, თვით პატრიარქი, ჯვარსა და ქრისტეს ამოფარებული უწმინდესი კირილი ამბობს. (იხილეთ)

საინტერესოა, რატომ დასჭირდა კრემლს ნამოქმედარის შედეგებისთვის პატრიარქისგან პირის მოწმენდა? "ჩვენ გამოუცხადებელი ომი გამოგვიცხადეს. ახლა სირიის მაგალითზე ვხვდებით, რა სურს მოწინააღმდეგეს. მათ სურთ რუსეთის, როგორც მართლმადიდებლობის ფორპოსტის განადგურება", - აცხადებს კირილი და ამ განცხადებაში ახლაც რუსეთის, როგორც "მესამე რომად" გადაქცევის ამბიცია და სურვილი იკითხება, მაგრამ ფაქტია, ეს მხოლოდ ყურადღების გადასატანი მანევრია, რეალური დანაშაულისგან თავის არიდება, გაღმა შედავების პოლიტიკით საკუთარი დანაშაულის სამართლიანობად წარმოჩენის მცდელობა და დანარჩენი სამყაროსთვის თვალებში ნაცრის შეყრაა. საბედნიეროდ, უსუსური მცდელობა გამოვიდა, თუმცა არც საპირისპირო ჩანს რამე და ვერც დანარჩენი სამყარო იჩენს პრინციპულობასა და სიმტკიცეს. მყიფე რევერანსებმა - სანქციებმა კი როგორც ასწავლა რუსეთს ჭკუა, კი ჩანს.

ის, რაც დღეს სირიაში ხდება, ააშკარავებს არა იმდენად დამნაშავის სახეს, რამდენადაც მშვიდობის, დემოკრატიისა და სამართლიანობის მედროშე დანარჩენი სამყაროს უუნარობას, რაც ამ უკანასკნელს უნდა თუ არა, დანაშაულის თანამონაწილედ აქცევს. ნატო, გაერო, ყველა სამხედრო თუ სამოქალაქო გაერთიანება მთელი თავისი იდეოლოგიური შემართებისა თუ ზემძლავრი იარაღის ფლობის მიუხედავად უძლურია უაიარაღო პატრიარქის ნაბოდვარის წინაშეც კი და ესეც ფრიად დასაფიქრებელია! რადგან(!), რადგან(!) და რადგან(!) არ გამოელევა რუსეთს "საფრთხეები", მუდამ ამოეფარება მართლმადიდებლობას, მუდამ "გამოექომაგება" სხვა ქვეყანაში მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს და... მუდმივმოქმედი ომი არ დატოვებს ამ სამყაროს. ჩვენ და უკრაინამ რუსეთის "სამართლიანობა" საკუთარ თავზე სულ ახლახანს გამოვცადეთ და არავინ იცის, კიდევ რომელი ქვეყანაა რიგში ანდა როდის შემოტრიალდება ეს სამართლიანობის მედროშე კვლავ ჩვენკენ.

შეგახსენებთ, რომ ამბოხებულების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების დარღვევის შემდეგ სირიის სახელისუფლებო ჯარებმა ალეპოში სამხედრო ოპერაცია კვლავ განაახლეს.

ამ დრომდე, ორმხრივ შეტაკებებს დიდი ოდენობით მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აი, ახლა, ამ წამსაც რაღაც საშინელება ხდება ალეპოში, ამ მომენტში ვიღაც ალბათ სიცოცხლის უკანასკნელ წამებს ეთხოვება და ჩვენ, დანარჩენი სამყარო - ძლიერნი თუ სუსტები ერთსულოვანნი ვართ გაუგონარი სისასტიკის დაგმობის ამბავში და გვართიანებს ერთი მოცემულობა - ვერ (არ) ვუპირისპირდებით დაგეგმილ ტრაგედიას! და, მაინტერესებს, ამ ტრაგედიაში, რომელი მხარე უფრო მეტი დამნაშავეა, აგრესორი რუსეთი, რომელიც აღარც მალავს საკუთარ ნამოქმედარს თუ დანარჩენი პოლიტიკური და სამხედრო გაერთიანებები, რომელთაც სტატისტისა და სეირის მაყურებლის როლი აირჩიეს?

იხილეთ ასევე: "შესაძლოა ეს ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებიც იყოს... მეშინია, რომ მომკლავენ" - 7 წლის გოგონას მიმართვა ალეპოს ჯოჯოხეთიდან


glaxuna
19 დეკემბერი 2016 17:58

ნაც-ები მოძულეებო,

ანუ ურუსეთის მეხოტბეებო-

თუ ქართული ენის მცოდნე ოსები,სომხები და უეროვნობო და უ ღ ი რ ს ი ,,გრუზინჩიკები,,-არა ხართ!

საქართველოს ძირძველ ტერიტორიაბზე,ანუ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ურუს-მონღოლთა საოკუპაციო ჯარი დგას,ვინც 1990-ანი წ ლ ე ბ ი დ ა ნ ქართველთა ეთნოწმენდები მოაწყვეს და იქ თავისი მოდგმის ხალხი დაასახლეს ჯარის ფორმით,ანუ ის გააკეთეს ,რაც ვერც ჯალალადინმა,ვერც თემულ ლენგმა და ვერც შახ-აბასმა ვ ე რ გააკეთეს და ეს თქვენმა ,,მმართმადიდებელმა,, ურუს-მონღოლბმა გ ა ა კ ე თ ე ს და არა- დასავლეთმა,აშშ-მ და ,,რეპტოლოიდებმა!

და რ ი ს თ ვ ი ს ესარჩლებით ურუსეთს?!


აბა განმარტეთ ?!

g
19 დეკემბერი 2016 12:24
მოკლეთ ბინძური პროპაგანდაა.რავარც გვარსარდავასახელებ და ქიმიური იარაღის საბაბით ქვეყანა არიეს ისე რუსეთს არამგონია გაუბედონ
glaxuna
18 დეკემბერი 2016 21:10
giorgi


მუდამ მენტალურად ავადმყოფი ურუსი ხალხივით მ ო ნ უ რ ი ყოფა ა რ სურს თანამედროვე ადამიანს და ა მ ი ტ ო მ დაიწყო აჯანყება თავიანთ ნათესაურ-კლანურ- რელიგიური ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ.

ა დ ა მ ი ა ნ ს ჭირდება თავისუფლება და პასუხისმგებლობით ცხოვრება,ანუ ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ვ გარემოში...სადაც მტკიცდება - საყოველთაო მშვიდობა და სადაც იქმნება საყოველთაო კეთილდღეობა !

ა რ ა ვ ი ს სურს ურუს-მონღოლებივით მ ო ნ უ რ-ქვეშემრდომულ-მორჩილ-ღ ა ტ ა კ ყოფაში ცხოვრება,
ანუ ,,მონების სამყაროში,, (!)

ესაა და მეტი არაფერი!

kona
მაგ პუწინის ,,მედიამ,, გითრხა ?!

რედაქტორის რჩევით