და მაინც რა არის სკოლა? - კვირის პალიტრა

და მაინც რა არის სკოლა?

ზოგადად: ეს არის ცოდნის ტაძარი, სადაც ბავშვი უნდა აღიზარდოს, პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ამასთანავე, მიიღოს სათანადო ზოგადი განათლება და იქ ცხოვრების საუკეთესო წლები გაატაროს.

ეს დებულება იდეალურია, რომელსაც წესით, ყველა უნდა ვემორჩილებოდეთ. თუმცა, მოსწავლეთა გამოკითხვის შემდეგ ამ შეკითხვაზე შემდეგი პასუხები მივიღეთ:

სატანჯველი: სკოლა 12-წლიანი "ციხეა", რომლისგან გათავისუფლებასაც ყველანი ძალიან ვცდილობთ.

მასწავლებლები "ციხის" ზედამხედველები არიან, რომლებიც თან გვასწავლიან და თან ნერვებს გვიშლიან.

სასადილო ის ადგილია, სადაც შეიძლება გემრიელადაც ისაუზმო და მოიწამლო კიდეც.

ტესტირება და საკონტროლო უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლეთა ნერვულ სისტემაზე, რასაც "ზედამხედველები'' კარგად იყენებენ.

"ჟანდარმები'' და "ზედამხედველები" უკრძალავენ გაკვეთილზე მუსიკის მოსმენას და შატალოზე წასვლას.

გამონათებები: დღის განმავლობაში მხოლოდ ის განუგეშებს, რომ სკოლაში მეგობრებს ხვდები.

მოწყენილობის პიკის დროს შატალო ერთადერთი წამალია, როცა თავს დააღწევ სატანჯველი შენობის ნაცრისფერ (ზოგან ყვითელ) კედლებს.

შიში: მეორე დღისა, რომ ისევ იქ მოგიწევს დაბრუნება, საიდანაც გუშინ გამოიქეცი.

იშვიათი გამონაკლისებისთვის:

სკოლა მეორე სახლია, ძალიან კარგი ადგილი, სადაც ხარ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. უბრალოდ მიდიხარ,  ერთობი და ცოდნას იღრმავებ (ამათ ალბათ სახლში ცუდად ექცევიან და იმიტომ).

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით...