"დროთა განმავლობაში ძლიერ და თავდაჯერებულ ქალად ჩამოვყალიბდი"
"დროთა განმავლობაში ძლიერ და თავდაჯერებულ ქალად ჩამოვყალიბდი"
"მასწავლებლებს გამუდმებით ოინებს ვუწყობდი"

თიკა ჯამბურია ბავშვობიდან სცენაზეა. კარიერის დასაწყისშივე დათო ხუჯაძესთან ერთად კლიპიც გადაიღო. მისი სიმღერები ჰიტებად იქცა, განსაკუთრებით "ჯეირანი" და "ცისარტყელები"."მოგვიანებით თიკა ბექა ხოფერიას გაჰყვა ცოლად - მათ 7 წელი უყვარდათ ერთმანეთი. შეეძინათ ქალიშვილი, ნინა, მაგრამ ოჯახი მალე დაენგრათ. მომღერალმა იმიჯი შეიცვალა­ და მონაწილეობა მიიღო პროექტ "ცეკვავენ­ ვარსკვლავებში", სადაც პლასტიკითა და ახალი უნარით მოხიბლა მაყურებელი,­ თანაც­ გახდა - თვეში 18 კგ დაიკლო.

თიკა: - "არ ვიყავი საკუთარ თავში ჩაკეტილი მოზარდი,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რომელიც საზოგადოებას გაურბის და დეპრესიაშია. პირველი კლასიკური გიმნაზია დავამთავრე. სკოლაში მასწავლებლებს გამუდმებით ოინებს­ ვუწყობდი, კლასელები კი "შატალოზე" დამყავდა. ერთხელ ბავშვები მეორე­ სართულიდან გადავაპარე. კიდევ კარგი, ჩემმა ექსპერიმენტმა ტრავმების გარეშე ჩაიარა. სასაცილო ის არის, რომ "შატალ­ოზე" წასულს ქუჩაში დედა შემხვდა და მოვატყუე, - შინ მივდივარ-მეთქი.
ჩემი ჰობი თხილამურებით სრიალია. ამ სპორტით ჩემმა დამ დამაინტერესა. ერთხელ, გუდაურში, სრულიად მარტო ვსრ­იალებდი. ფეხი ვიღრძე და სასტუმროსკენ გამოვბრუნდი, მაგრამ მოსახვევი შემეშალა და გაუკვალავ თოვლში აღმოვჩნდი. გარშემო არც ერთი შენობა არ იდგა. ძალიან შემეშინდა, ბევრი ვიარე,
ბოლოს წავიქეცი. უცხოელმა ტურისტებმა მიპოვეს და სასტუმრომდე მიმიყვანეს. თინეიჯერობისას დატვირთული გრაფ­იკი მქონდა, თითქმის ყოველდღე კონცერტებში ვმონაწილეობდი. 13 წლის ვიყავი,­ ფილარმონიაში ჩემი სოლო კონცერტი რომ გაიმართა. სცენაზე გასვლის არ მეშინოდა..."

თიკა აღნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ძლიერ და თავდაჯერებულ ქალად ჩამოყალიბდა. წარსულში არაფერს შეცვლიდა, რადგან შეცდომების ხარჯზე გამოცდილება შეიძინა. თინეიჯერებს ურჩევს, რომ ყოველთვის გონებით იმოქმედონ და არა გრძნობით, ასე იმედგაცრუებას აიცილებენ თავიდან.

თათული ღვინიანიძე
მკითხველის კომენტარი (5)
nana
15 მარტი 2016 10:26
რამ გაგამხეცათ ხალხო, ანგელოზივით გოგოა თიკა, უწყინარი, ლამაზი და ნიჭიერი...ძალიან უყვარხარ, თიკა, მაყურებელს და მსმენელს, მაგრად იყავი, ჩვენთან არ უყვართ ნიჭიერი ადამიანები...
daa
13 მარტი 2016 18:03
კაი გოგო იკო რა გაამცარეს ესეტი
866
13 მარტი 2016 17:29
ბევრს გგონია შენსავით, მაგრამ ეს ასე არ არის, აქაც იტყუები.
датуна
13 მარტი 2016 16:48
ამისი ნამღერი არ გაიშვა
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.