"შეყვარებული მყავს, მაგრამ სხვა გოგონაც მომწონს"
28-03-2016
"შეყვარებული მყავს, მაგრამ სხვა გოგონაც მომწონს"
"კვირის პალიტრის" მკითხველი უკვე ორი თვეა, თინეიჯერების დახმარებას ცდილობს. ამჯერად 18 წლის დემეტრემ მოგვწერა: შეყვარებული ჰყავს, მაგრამ მეორე გოგონაც მოსწონს. ბიჭს არჩევანის­ გაკეთება უჭირს.

დღეს ალბათ უცნაურად ჟღერს, მაგ­რამ კითხვა მიყვარს. მახსენდება გი დე მოპასანის ფრაზა: "თუ ორი ქალი გიყვარს, მეორე აირჩიე, რადგან პირველი რომ ნამდვილად გყვარებოდა, მეორე აღარ შეგიყვარდებოდა".

ლენუკასთან 5 წელი ვმეგობრობდი. ის ჩემი ცხოვრების განუყ­ოფელ ნაწილად იქცა. ბოლო ორი თვეა, შეყ­ვარებულები გავხდით. მასთან თავს კარგად ვგრძნობ, ორივენი
მხიარულები და ერთი შეხედვით უდარდელები ვართ. ლენუკასთან ყოველთვის შემეძლო გულის გადაშლა და შევეჩვიე კიდეც. ბედნიერი უნდა ვიყო, მაგრამ ჩემს გონებაში სრული ქაოსია. კლუბში ბარბარე გავიცანი და დანახვისთანავე მომეწონა. ღრმა, მეტყველი, ულამაზესი, მწვანე თვალები აქვს. ჩემთვის ქალურობის სიმბოლო­ ამოზნექილი ლავიწებია, მას ასეთი აქვს. სიმაღლითაც კი შევეფერებით
ერთმან­ეთს. საუბარი რომ დავიწყეთ, ხუთმა საათმა შეუმჩნევლად გაიარა. არ მინდოდა გათენებულიყო. განათლებული და ჭკვიანი­ გოგოს შთაბეჭდილება დამიტოვა. ძალიან განსხვავდებოდა სხვებისგან, ლენუკასგანაც კი. რა თქმა უნდა, ბარბარესთვის არ გამიმხელია, რომ შეყვარებული მყავს. ურთიერთობა გავაბით, ერთმანეთს მთელი დღე ვწერდით, ხანდახან ვურეკავდი კიდეც. შემეშინდა, არ შემყვარებოდა და უკან დავიხიე. თუმცა მაინც შევდიოდი ბარბარეს სოციალურ გვერდზე, ვერ ვითმენდი და მესიჯს ვწერდი. მინდოდა მის სიახლოვეს მდგარი ნებისმიერი ბიჭი მეცემა. ამ გოგოს დანახვისას გულისცემა­ მიჩქარდება. გაიგო, რომ შეყვარებული მყავს. მითხრა, მომწონხარ, მაგრამ, როგორც ჩანს, არაფერი გამოგვივაო. დამბლოკა და ნომერიც გამოცვალა. ეჭვი მაქვს, რომ ლენუკამ ჩემს მობილურში ბარბარეს ორი სურათი იპოვა. ეტყობა, ვიღაცამ ენაც მიუტანა, მაგრამ არ იმჩნევს, ხანდახან სიტყვას გადამიკრავს ხოლმე.
ბარბარე მენატრება. მასზე ბევრს ვფიქრობ, მაგრამ ლენუკა მიყვარს. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე? შეყვარებულს დავშორდე­ და ბარბარესთვის ვიბრძოლო? შეუძლებელია, ორივე ერთად მიყვარდეს?

თათული ღვინიანიძე
ანანო
17 აგვისტო 2016 23:08
ჩემი აზრით ბარბარესთან უნდა წახვიდე და შეყვარებული დატოვო იმიტომ რომ თუ ორი ქალი გიყვარს, მეორე აირჩიე, რადგან პირველი რომ ნამდვილად გყვარებოდა, მეორე აღარ შეგიყვარდებოდა.
maimai :(
20 მაისი 2016 19:12
oxxxxxxxxxxxxxx es kacebi raaaaaa :( kargad gaerkviet sakutar tavshi ra gindat da mere midit ase axlos qalis gultan ra :( macopebs kacis tvini!!!

რედაქტორის რჩევით