"თამაშზე დიდი "კაიფი" "არ არსებობს!"
14-11-2016
"თამაშზე დიდი "კაიფი" "არ არსებობს!"
"ჟიურის წევრის კრიტიკის მოსმენა დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლაა. როცა მეუბნებიან, ეს არ გამოგივაო, მინდება საპირისპირო დავუმტკიცო. ამან გადამარჩინა"

ახმეტელის თეატრის მსახიობი ანდრია გველესიანი ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად 17 წლის ასაკში, პროექტ "ჯეოსტარში" გამოჩნდა და ხუთეულში მოხვდა. მოგვიანებით მონაწილეობდა უკრაინულ "X ფაქტორში", ბელორუსიაში, "სლავიანსკი ბაზარზე", "მესამე ადგილი დაიკავა. იმის მიუხედავად, რომ ცეკვაზე არასდროს უვლია, "ცეკვავენ ვარსკვლავები-2016"-ის"ფინალში გავიდა.

- მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, მაგრამ არა - უზრდელი. მიყვებიან, რომ ძიძა გავაქციე. მშობლებმა სპორტზე შემიყვანეს,­
დავდიოდი კიკბოქსზე, ცურვასა და ფე­ხბურთზე. იმდენად კარგად ვცურავდი, რომ 13 წლისას ეროვნულ ნაკრებში გადასვლის შანსი მქონდა. ოლიმპიადამდე დარჩენილ 4 წელიწადში თავისუფლად მოვა­სწრებდი მომზადებას, მაგრამ ფეხბურთის­ სიყვარულმა მძლია. ამასობაში მე და დედა ესპანეთში წავედით. 2 წელი იქ ვცხოვ­რ­ობდი, კოლეჯში დავდიოდი და თან ერთ-ერთ გუნდში ჯერ მესამე,
მერე მეორე დივიზიონში ვთამაშობდი.
ვნანობ, რომ ცურვას არ გავყევი. მადრიდში საცურაო აუზთან უცნობმა­ მწვრთნელმა მკითხა, რომელ კლუბში ხარო. მოვუყევი ყველაფერი. გაუკვირდა - ცურვას თავი როგორ დაანებეო. ახალ კლუბს ვაყალიბებ და ჩემთან გადმოდიო. ვარჯიშს სექტემბრიდან იწყებდნენ, მე კი საქართველოში დაბრუნება მომიხდა.

- დედაც და მამაც ოპერის მომღერლები­ არიან, ბუნებრივია, რომ შენც ამღერდი.

- 4 წლამდე ისე ვმღეროდი, გეგონებოდათ, ამ ბავშვს ყურზე სპილომ ფეხი დაადგაო. მამას ახლო მეგობარმა, გოგი დოლიძემ, ჩემს მშობლებს უთხრა, - ნუ ღელავთ, ანდრია ამღერდება და თან ძალ­ი­ან კარგადო.
ხუთი წლის ასაკში ასეც მოხდა. ყველგან ვმღეროდი. კარუზოსაც კი მეძახდნენ, გაკვეთილზე მერხზე შემოვდგებოდი და ისე ვმღეროდი. ნელ-ნელა მასწავლებლები შეეჩვივნენ და სიმღერისთვის სპეციალური მერხიც კი გამომიყვეს.
მერვე კლასამდე კარგად ვსწავლობდი, მერე "ავუშვი". ეგ იყო - ვწერდი. ყველა­ ლექსი და ჩანახატი შენახული მაქვს, მაგრამ კარადას დიდი ბოქლომი ადევს. მეგობრებთან ერთად პოეზიის საღამოებს ვმართავდი.

- განსაკუთრებულად რომელი სასკოლო ღონისძიება დაგამახსოვრდა?
- "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი".­ ზურიკელას როლი ჯერ ბაღში შევასრულე­, შემდეგ - სკოლაში. 11 წლისამ 51-ე სკოლის დარბაზში "ო სოლე მიო" ვიმღერე. არ დამავიწყდება მსმენელის ტაში. კონცერტის შემდეგ კონცერტმაისტერმა მითხრა: ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც გელოდებაო. Mმერე ჯანსუღ კახიძის კაპელაშიც ვმღეროდი.

- თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება­ როდის გადაწყვიტე?
- ესპანეთში ყოფნისას. კოლეჯში თეატრალური კლასი გვქონდა, სადაც სამსახიობო ოსტატობას ვეუფლებოდით. გარეგნულად ესპანელს ვგავდი, მაგრამ ჯგუფელებისგან მაინც გამოვირჩეოდი. უფროსკურსელები ჩემი მონოლოგების მოსასმენად გაკვეთილებზე გვესწრებოდნენ. ვიფიქირე, სულ მინდოდა მსახიობობა,­ ვოცნებობდი (და ვოცნებობ) "ოსკარზე", ხომ არ ვცადო-მეთქი.

- პროფესიის არჩევის შემდეგ იმედი ხომ არ გაგცრუებია?
- არა. სცენაზე მივხვდი, რომ თამაში­ "საწამლავია"."

- ბებიამ გამზარდაო, მითხარი. რას გსაყვე­დურობდა ყველაზე ხშირად?
- შინ დროზე დაბრუნდიო. საათებს­ ითვლიდა. გაფაციცებული იყო, რომ გზიდან არ გადამეხვია.
11 წლის ვიყავი, ღვინო­ რომ დავლიე. შინ მისულს მამიდისა და ბებიისთვის მითქვამს, მაგარი მთვრალი ვარ და ნერვები არ ამიშალოთ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ კარგი სიმთვრალე­ მაქვს. ადვილია ჩემი დატკბობაც და გაღიზიანებაც.

- ოდესმე შეგშინებია, რომ მშობლების ჩრდილში მოექცეოდი?
- არ მესმის, მშობლები კონკურენტებად რატომ უნდა აღიქვა, დედა და მამა ხომ შვილის ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან.

- როდის შეგიყვარდა პირველად?

- ბაღში. შემდეგ - სკოლაში. ის გოგო რამდენიმე ბიჭს მოგვწონდა. პირველი კოცნაც ბაღის პერიოდს უკავშირდება.

- თინეიჯერი იყავი, როცა "ჯეოსტარზე"­ გახვედი.

- ესპანეთიდან ჩამოსულმა, თეატრ­ა­ლურში ჩავაბარე, მოვიპოვე სტიპენდიაც.­ გადავწყვიტე, გამოცდილებისთვის "ჯეოსტ­არზე""გავსულიყავი. პირველ კონცეტრზე არ გვაფასებდნენ და სცენაზეც ლაღად ვგრძნობდი თავს. მოგვიანებით - ჩავიკეტე. ჟიურის წევრის კრიტიკის მოსმენა დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლაა. როცა მეუბნებიან, ეს არ გამოგივაო, მინდება საპირისპირო დავუმტკიცო. ამ თვისებამ გადამარჩინა.

- რას ეტყოდი თინეიჯერებს, რომლებსაც მსახიობობა სურთ?
- საქართველოში გარეკილი უნდა იყო, ენთუზიაზმზე რომ იმუშაო. მომღერალიც რომ არ ვიყო, მატერიალურად გამიჭირდებოდა. ასე რომ, თუ მზად ხართ პროფესიას თავი მიუძღვნათ, თამაშზე დიდი "კაიფი""არ არსებობს!

თათული ღვინიანიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით