სწავლა დაიწყო!!! - კვირის პალიტრა

სწავლა დაიწყო!!!

სექტემბერიც დადგა! დროა ჩვეულ "ფორმაში" ჩავდგეთ და სასკოლო ორომტრიალში ჩავერთოთ.

ახალ ტანსაცმელს, რა თქმა უნდა, უკვე შეიძენდით, მაგრამ საშემოდგომო გარდერობი ალბათ მთლიანად არ გაგიახლებიათ და ამაში ჩვენ დაგეხმარებით.

საგულდაგულოდ მომზადებულმა შეაბიჯე მონატრებულ სკოლაში, ერთბაშად უამრავი მეგობრის გარემოცვაში აღმოჩნდი და გიხარია... დაირეკა პირველი ზარი, დაიწყო პირველი გაკვეთილიც და მასწავლებლებიც  დაუზარებლად შეუდგნენ ჭკუის დარიგებას: ,,უკვე დიდები ხართ, რაც შარშან გეპატიებოდათ, წელს აღარ გეპატიებათ... მეტი მეცადინეობაა საჭირო  დასახული მიზნის მისაღწევად, ან თუნდაც - წლის ბოლოს  გამოცდები გექნებათ ჩასაბარებელი, ასე რომ, წინ რთული წელი გელით!'' .." შენ კი უსმენ, მაგრამ ერთი სული გაქვს, როდის დაირეკება შესვენების ზარი და როდის გამოკითხავ მეგობრებს ზაფხულის ამბებს...

თეკლე (17 წლის): "უკვე აბიტურიენტი ვარ. ვიცი, რომ სტუდენტობა ძალიან კარგი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბოლო ზარზე ბევრს ვიტირებ. ყოველთვის მიხაროდა არდადეგების შემდეგ სკოლაში დაბრუნება და იმაზეც ვზრუნავდი, პირველ დღეს ჩემთვის ყველას ეთქვა, რა ლამაზად გამოიყურებიო".

არიან ისეთი თინეიჯერებიც, რომელთაც არ უხარიათ სწავლის დაწყება. მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში სიზარმაცეა. ზოგს სწავლა ეზარება, ზოგსაც - დილით ადრე ადგომა. ჩვენ კი გირჩევთ, დაივიწყოთ სიზარმაცე და ყველაფერს სხვა თვალით შეხედოთ. სკოლის წლები ხომ განუმეორებელი ეტაპია ჩვენს ცხოვრებაში.

ნანკა (16 წლის): "საერთოდ არ მიხარია  სწავლის დაწყება. სკოლაში მხოლოდ იმიტომ დავდივარ, რომ მეგობრები ვნახო... მასწავლებლების რა მოგახსენოთ. მოკლედ, ტანჯვა იწყება, რა...".

ნიკა (15 წლის): "აუ, სკოლა ძაან მაგარია! მიყვარს, როცა მასწავლებელს ვაბრაზებ, თუმცა სემესტრის ბოლოს მე გამოვდივარ გაბრაზებული. ვთვლი, რომ პირველი დღე არაფრითაა განსაკუთრებული, მეგობრებს ისედაც ვხედავ".

მოკლედ, ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ!