შემოდგომა - 2009 - კვირის პალიტრა

შემოდგომა - 2009

სასკოლო ციებ-ცხელება პირველ რიგში ტანსაცმლის შერჩევით და ახალი ნივთების შეძენით იწყება... ბევრი რამე ალბათ უკვე იყიდეთ, ბევრის ყიდვასაც აპირებთ, ამიტომ თქვენი გარდერობის გასაახლებლად რამდენიმე რჩევას მოგცემთ.

მაღალწელიანი "ბუტილკა'" შარვლები და მინი-ქვედაბოლოები კვლავ მოდაშია. აქტუალობას არ კარგავს გრძელი ზედატანები. 2009 წლის საშემოდგომო სამოსი უფრო კლასიკური და დახვეწილია. თუმცა, მიუხედავად მოდის ტენდენციებისა, თინეიჯერი კედების, ჯინსისა და ფერადი მაისურების გარეშე ვის წარმოუდგენია! მოდაშია როგორც "ტანგეტკა", ისე წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი, თუმცა არც უქუსლო კარგავს აქტუალობას. რაც შეეხება სეზონის ფერებს, დომინირებს  იასამნისფერი და ლურჯი.

ბიჭებისთვის წელსაც მოდურია სპორტული სტილი კლასიკური ელემენტებით. Aამ სეზონზე აქტუალური იქნება სამოსის ისეთი შერწყმა, როგორიცაა: პიჯაკი, ჯინსი და კედები. ბიჭებისთვის მოდაშია როგორც კეპი, ასევე პანამას ფორმის ქუდები. Aაქტუალურია კუბოკრული და ორნამენტებიანი სამოსი, მთავარია ფერთა შეხამებისას ზედმეტი არ მოგივიდეთ და თუთიყუშს არ დაემსგავსოთ. მათ, ვინც შავ ფერს ანიჭებს უპირატესობას, მგლოვიარეს რომ არ დაემსგავსონ, ვურჩევთ სამოსი ფერადი აქსესუარებით მორთონ. გაითვალისწინე, რომ ულამაზოა ქურთუკზე - შლაპა, კლასიკურ კაბაზე - შალის ნაქსოვი ქუდი და პალტოსთან - კეპი.