გვიყვარდეს ერთმანეთი - კვირის პალიტრა

გვიყვარდეს ერთმანეთი

ჩვენთან ერთი ძალიან თბილი წერილი, უფრო სწორად, სურვილი შემოვიდა, რომელსაც ჩვენც ვეთანხმებით და არ შეგვიძლია, თქვენც არ გაგაცნოთ:

"მინდა, ერთმანეთი ყველას ძალიან გვიყვარდეს! რომ ერთმანეთს სიამაყის გამო არ ვკარგავდეთ. ისედაც ერთხელ მოვდივართ ამქვეყნად და... ეს დრო მეგობრობასა და ფერებაში უნდა გავლიოთ. ვოცნებობ, ყველას ვუყვარდე! კიდევ იცით, რა მინდა?

რომ ერთმანეთს უანგაროდ ვეხმარებოდეთ ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს ველოდეთ. მგონი, ბევრი არაფერი მინდა, არც შეუძლებელს ვითხოვ. ამ ქვეყანაზე ყველაზე ადვილი სიყვარულია. ჰოოოდა, ჩვენც გვიყვარდეს ერთმანეთი. მე ყველანი ძალიან მიყვარხართ.

პ.ს. გოგონებო, თქვენც ძალიან მიყვარხართ, კიდევ უფრო მეტად იმიტომ, რომ ასეთი ნიჭიერები ხართ. მეც ჟურნალისტობაზე ვოცნებობ და ვფიქრობ, ამ ოცნებას ნამდვილად ავიხდენ! თქვენ კი უსაზღვრო წარმატებებს გისურვებთ.... სიყვარულით, მეგი ხოჯავა (აი, ეს არის ჩემი სურვილი)".

მეგი, დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. დარწმუნებული ვართ, ამ ლამაზ ოცნებას მართლა აიხდენ. ხშირად მოგვწერე.