ნეხვი, რაც ქართულ პოლიტიკაში ზედაპირზე ტივტივებდა ამდენი წლის განმავლობაში, გაიჟღინთა და წყალქვეშ გაუჩინარდა და თუ ჩვენი უბედურებების მთავარ მიზეზებს, თვალნათლივ ვხედავდით, ახლა წყალქვეშ, ხელების ფათურით მოგვიწევს ძებნა. მარიონეტებს პასუხს ვერ მოთხოვ, რადგან მარიონეტის ჩანაცვლება ძალიან ადვილია, ამიტომ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ პოლიტიკური გარემო კი არ გაუმჯობესდა, არამედ მნიშვნელოვნად გაუარესდა და დგება პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ეპოქა, როცა პასუხს თხოვ ვიღაცას, ვინც ოფიციალურად პასუხისმგებელია შენ წინაშე, მაგრამ ამავდროულად პასუხს ვერ აგებს, რადგან გადაწყვეტილება, რომლის გამოც აკისრებ პასუხისმგებლობას, დამოუკიდებლად არ მიუღია. შესაბამისად, ჩემი აზრით მნიშვნელობაც არ აქვს ამ ორ შორის რომელი მარიონეტი იქნება გამარჯვებული, რადგან უპასუხისმგებლობა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, მძიმე შედეგებს მოიტანს.