თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მიყვარდა ბავშვობაში ქიმიის გაკვეთილზე ჩატარებული ცდები. არა, მოვიტყუები რომ ვთქვა ამ საგანზე ვგიჟდებოდი-მეთქი, სამწუხაროდ ქიმიის სწავლა სწორედ იმ კლასში დავიწყეთ, ხულიგნობის აქტიურ ფაზაში რომ შევედი და შესაბამისად, მხოლოდ ცდები მიტაცებდა.