გენიალური ქიმიკოსი ანუ სიკვდილის ფორმულა ქართულად
გენიალური ქიმიკოსი ანუ სიკვდილის ფორმულა ქართულად
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მიყვარდა ბავშვობაში ქიმიის გაკვეთილზე ჩატარებული ცდები. არა, მოვიტყუები რომ ვთქვა ამ საგანზე ვგიჟდებოდი-მეთქი, სამწუხაროდ ქიმიის სწავლა სწორედ იმ კლასში დავიწყეთ, ხულიგნობის აქტიურ ფაზაში რომ შევედი და შესაბამისად, მხოლოდ ცდები მიტაცებდა. ცხადად მახსოვს წყალბადის გამოყოფა და ალბათ არც არასოდეს დამავიწყდება. თუმცა ეს ბლოგი ქიმიას, როგორც მეცნიერებას ან სასწავლო დისციპლინას ნამდვილად არ ეხება. სხვა რამეზე მინდა ვილაპარაკო. ამ სხვა რამეს კი მსუბუქი ნარკოტიკი ჰქვია. უფრო ზოგადად,
ნარკოტიკი. სანამ უშუალოდ თემას შევეხები ერთი კარგად ნაცნობი ფრინველიც უნდა ვახსენო, სირაქლემა ჰქვია. სწრაფად დარბის და საფრთხის მოახლოვებას რომ გრძნობს, ქვიშაში ყოფს თავს, აქაოდა მე რაკი ვეღარ ვხედავ საფრთხეს, საფრთხეც ვეღარ მხედავს მეო. ამ ფრინველის ასეთ სულელურ თავდაცვაზე, შეიძლება ბევრიც იცინო და აბა რა არის
ამაში გასაკვირი, უტვინო ფრინველებს რა დალევს, მაგრამ როცა მთელი საზოგადოება სწორედ ამ უტვინო ფრინველს ემსგავსება, ცოტა არ იყოს დამაფიქრებელია. რას გვერჩიო მკითხავთ, ჰოდა სულაც არ გერჩით, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ როგორც ყველაზე ძველი პროფესია მეძავობაა, ასევე კაცობრიობას უწყვეტ ხაზად გასდევს სიამოვნებისადმი (შინაურულად კაიფს რომ ვეძახით) თანდაყოლილი სწრაფვა. კაიფით კი სულ სხვადასხვანაირად კაიფობდნენ ადამიანები. კაიფის პიონერად შეგვიძლია ნოე ჩავთვალოთ. ყურძენი დაწურა, წვენი დალია და ისე დათვრა რომ შვილების დასაცინად გაიხადა თავი. ჰოდა ამ ნოემ თავში ხელები იმის გამო კი არ შემოირტყა, ეს რა დამემართა, როგორ დავთვერიო, შვილებს შემოსწყრა და კიდეც დაწყევლა ორი მათგანი. ჰო სწორედ ჩვენი სემი და ქამი. ბიბლიას თუ დავუჯერეთ ამით დაიწყო კაიფი და არც არასოდეს დასრულებულა. ვის ყურძენი ჰქონდა, ვის ყაყაჩო და ვის კიდევ მოსაწევი. ისე სხვათაშორის უნდა აღინიშნოს, რომ პირველი დაწერილი ცნობა მარიხუანის შესახებ, ჩინურ წყაროებში გვხვდება და ჩვ.წ.აღ-მდე 8 საუკუნით თარიღდება. ჰოდა ადამიანებიც კაიფობდნენ. მე სულაც არ მინდა ეხლა მაინც და მაინც მოვუწოდო მკითხველს გინდა თუ არა მიდით და იკაიფეთ-მეთქი, მაგრამ ადამიანი თუ ხარ რაღაცით კიდეც კაიფობ. შეიძლება ალკოჰოლით იკაიფო, ნარკოტიკით, ნძრევით, სექსით, მეზობელთან დაუსრულებელი ჩხუბით, მოკლედ კიდევ უფრო დიდი უცნაურობებიც შეიძლება გამოიგონო თვით ტორესას ფანტაზიასაც რომ გაცდება, მაგრამ მთავარი ის კი არაა რითი კაიფობ, მთავარია რომ ეს შენში თანდაყოლილად დევს, ამას ვერ შეეწინააღმდეგები, მთავარია მიხვდე რომ კაიფს არ უნდა გადაჰყვე. არ უნდა ჩამოყალიბდე ალკოჰოლიკად, წამალდამოკიდებულად, მეზობლებთან დავაც ადრე თუ გვიან უნდა დაასრულო, ონანისტად არ უნდა იქცე და სექსიც მოზომილად უნდა გქონდეს, შინაურის და გარეულის გარჩევა უნდა შეგეძლოს. მოკლედ უნდა იცოდე რომ კაიფს თავისი ადგილი აქვს, ესაა და ეს. რაც ყველაზე უცნაურია, როგორც არ უნდა აგიკრძალონ, ვერ მოიშლი, რაღაც ფორმაზე თუ არ მიგიწვდება ხელი, სხვა ფორმას მოძებნი. სამწუხარო ისაა, რომ რაც უფრო მეტად ეწინააღმდეგებიან მთავრობები ღმერთის მიერ ბოძებულ ბუნებრივ საშუალებებს, ადამიანი იძულებული ხდება მისი სულისა თუ ხორცისთვის, გაცილებით უფრო საშინელი რამეების გამოყენება დაიწყოს, რათა თავის თავში თანდაყოლილი სწრაფვა სიამოვნებისკენ დაიკმაყოფილოს. პროსტიტუციის შემთხვევაშიც ასეა. ღმერთო რა პირობებში აღარ გვიჟიმავია, სადარბაზოდან დაწყებული, მიტოვებული ქოხმახებით დამთავრებული, მერედა რატომ? იმიტომ რომ მავანს და მავანს ისე უჭირავს თავი, თითქოს ეს ყველა ჩვენგანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი არ იყოს და მხოლოდ თითო ოროლა გარყვნილი ადამიანის ახირებას ჰქონდეს ადგილი. სირაქლემობაა ეს ყველაფერი. სირაქლემობაა თუ ფიქრობთ რომ თქვენი მოზარდი შვილები მოსაწევს არ ეწევიან და არ ჟიმაობენ. სირაქლემობაა საქართველოს ყოფილი და ახლანდელი მთავრობების პოზიცია, ვებრძოლოთ ნარკოტიკს. ვებრძოლოთ დაუნდობლად. დავიჭიროთ და თავბედი ვაწყევლინოთ ყველას, ვინც გაბედავს და ერთ უწყინარ მცენარეს ღრმად შეისუნთქავს, მერე რა თუ ყველა ისუნთქავს. სინამდვილეში ამას აკეთებს ყველა, პოლიციელიც და მოქალაქეც, პრეზიდენტიც და პრემიერ მინისტრიც. დიქტატორების უმრავლესობას ახასიათებს სხვების კაიფისადმი, შეუგუებლობა. ჰიტლერი გავიხსენოთ, ეგ დამპალი ნაბიჭვარი, რა ქნა? რა ქნა და ყველას, ვინც კაიფობდა, მუსრი გაავლო. რატომ? კარგით რა რა გულუბრყვილოები ხართ, ადამიანს სიამოვნების საშუალებას რომ წაართმევ, სიყვარულზე კონტროლს რომ დაუწესებ და ამოსუნთქვის საშუალებას რომ არ მისცემ, გაგიჟებას იწყებს, ადამიანურ სახეს კარგავს და ნებისმიერ სისულელეზე დაიყოლიებ. აბა რა გგონიათ, მთელი ჩვენი ქვეყნის პრობლემა რა არის? სოფლებში პატარა ბიჭები ნძრევით კვდებიან, ბორდელები არ არის, ყველამ ყველაფერი იცის, არავინ არ იძლევა, მოსაწევზე გიჭერენ, ბოლოს და ბოლოს სადღაც ხომ უნდა ამოისუნთქო. ჰოდა ადგები და მომართული იქნები ირბინო პოლიტიკურ აქციებზე, იძახო მიშა, მერე ბიძინა, მერე დასტამბო, ჰოდა ერთია დალიო და დალიო, ამოიტრიალო ღვიძლი. სხვათა შორის ალკოჰოლი ყველაზე მავნებელი საკაიფო საშუალებაა. რატომ არის დაშვებული? ბევრ პრობლემას აგვარებს. გაცილებით მალე გკლავს და რაც მთავარია რაღაც ეტაპის შემდეგ გულგატეხილ, ცხოვრებაზე ხელჩაქნეულ ადამიანად გაქცევს. თუ ჩემი არ გჯერათ ჩავატაროთ ექსპერიმენტი, ორ ადამიანს ერთი თვის განმავლობაში ყოველ დღე ერთს დავალევინოთ, მეორეს მოვაწევინოთ. ერთი თვის შემდეგ ვნახოთ ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობაც და მეორისაც, ერთის გონებრივი შესაძლებლობებიც და მეორისაც. ექიმებს და მსოფლიო სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, მოსაწევის დიდი დოზით მკვდარი ადამიანი არ არსებობს. ალკოჰოლი? ჰაჰაჰაჰა. აი ეს სერიოზული პრობლემაა სხვათა შორის. მოკლედ რაღას მალაპარაკებთ, რეალურად თქვენც კარგად იცით რომ ეს ყველაფერი ესეა. ჰოდა ეხლა მინდა გითხრათ რითი კაიფობენ თქვენი შვილები, იმის გამო რომ ბუნებრივი საშუალებები აუკრძალეს, ნუ გგონიათ რომ ამას თქვენი შვილი არ აკეთებს, დამიჯერეთ ამაზე ზის ძალიან ბევრი ახალგაზრდა. რა არის ეს? ესაა მისი უდიდებულესობა "კრაკადილი". ეს არ გეგონოთ "კრაკადილი" გენა, ან რომელიმე ზღაპრის რომელიმე საყვარელი პერსონაჟი. ეს ურთულესი ქიმიური რეაქციის შედეგია, მიღებულ ხსნარს იკეთებთ ვენური ინექციის გზით და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა თუ გადარჩებით, თქვენ მდგომარეობას შეიძლება ეწოდოს კაიფი. ვისაც გაქვთ ნანახი ფილმი "ფორმულა 51", გაგახსენდებათ ინდოელი ფარმაცევტის ფრაზა: "ყველა ინგრედიენტი ლეგალურია, მთავარია როგორ შეაზავებ". მე არ ვიცი ვინ იყო ის ელმო მაკელროი, ვინც ეს ფორმულა მოიფიქრა, მერე არ შეშინდა და საკუთარ თავზე, ან ვინმე სხვაზე გამოცადა, მაგრამ დავიჯერო ესეთი ძნელია იმის შეგნება, რომ მაინც კაიფობს ხალხი, კაცობრიობის ისტორიაში არასოდეს არავის არ მოუხერხებია პროსტიტუციის და კაიფის გაქრობა, სანამ კაცობრიობა იარსებებს, ეს ყველაფერი იარსებებს, ჰოდა, დაანებეთ ამ ხალხს თავი, მოიყვანონ საკუთარი ხელით, საკუთარი შრომით ეს დალოცვილი ბალახი, მერე მოწიონ და იყვნენ ბედნიერები, თორე გაწყდა თაობა და გვიან იქნება მერე. თუმცა თქვენ რა, ფეხებზე არ გკიდიათ? თქვენი შვილები ხომ საზღვარგარეთ, პრესტიჟულ კოლეჯებში სწავლობენ, ჰოდა იქ აბა იმათ არც მოსაწევზე დაიჭერს ვინმე, არც "ელ ეს დე"-ზე და არც "ექსტაზზე", ჰოდა ფეხებზე არ გკიდიათ, სხვის შვილებს რა ემართებათ? სხვათა შორის ევროპული ღირებულებები ამის გარეშე არ არსებობს. ყველამ კარგად იცის რომ ევროპაში სადაც ოფიციალურად არაა ლეგალიზებული, დეკრიმინირებულია მსუბუქი ნარკოტიკი და ამის გამო არავის იჭერენ. ჩემთვის ეს დემოკრატიის ტესტია. ბერას არ მოუწევს "კრაკადილის" მოხარშვა, იმიტომ კი არა რომ კარგი ბიჭია და არ კაიფობს, გაცილებით უკეთესი, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საშუალებები აქვს საკაიფოდ. მაგალითად მამიკოს პოლიტიკურ აქციაზე მოსული 200000 კაცი, რომელიც საკუთარ ფანებად შეუძლია წარმოიდგინოს. საინტერესოა ბიძინა ისევე მოექცევა სხვის შვილებს, როგორც მიშა ექცეოდა? ჯერ-ჯერობით კი ეს დემოკრატიის ტესტი, ვერც ერთმა მთავრობამ ვერ ჩააბარა.
ლუკა
28 თებერვალი 2015 04:19
რაც დღეს ხდება საქართველოში, სრული სიგიჟეა. სპეციალურად აკეთებს ამას მთავრობა, რომ გააქციოს რაც შეიძლება მეტი ქართველი ამ ქვეყნიდან, რათა საქართველო უცხოელების შემდეგი ასე ვთქვათ "დაჩა" გახადონ. ამას არ ვიცი ვისი დაკვეთით აკეთებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი, მე ვგულისხმობ, შეზღუდვა ხალხის და ასე შემდეგ, გამოწვეულია სწორედ იმის გამო, რომ ქართველებს შეზიზღდეს აქ ცხოვრება და მოკლედ რომ ვთქვათ, დაიცალონ აქედან. რაც შეეხება კონკრეტულად "კაიფს". რაც მაღლა იყო ხსენებული, სწორედ იმას გავიმეორებ; ჩვენ ჩვენი თავის ბატონი და პატრონი ჩვენ თვითონ ვართ და არავინ არავის არ შეეკითხება ვინ რას მოიხმარს, ჩემი სხეულია და ჩემი ორგანიზმი, რასაც მინდა იმას ვიზამ. კანონი რატომ ირღვევა მაგით მე ვერ ვხვდები. რასაც დავთესავ იმას მოვიმკი, ვის რას დავაბრალებ რო? ალკოჰოლი კიდე ყველაზე დიდი უბედურებაა და ეს ყველაფერი იმიტომ აკრძალეს რომ დალიო, დალიო და დალიო.. დალევა დედას ტყნავს, უკაცრავად ამ სიტყვაზე, მაგრამ ასეა. ეს ყველამ იცის, მაგრამ, თვალებს ხუჭავენ, ვითომ, არ იციან არაფერი. მსუბუქი ნარკოტიკების შეძენა ლეგალური გზით რომ შეიძლებოდეს, აღარავის ექნებოდა ნევროზი, აღარავინ ივლიდა გაბოროტებული და პირიქით, ხალხი გამოცოცხლდებოდა და გახალისდებოდა. ამას ჰაერზე არ ვლაპარაკობ, ეს ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ, მეგობრების წრე მყავს ასეთი, ვისაც კაიფი უყვარს, მე ვარ ასეთი და ახლა როდესაც აღარაფერი გამაჩნია, ისეთ დეპრესიებში ვარ, რომ აღარანაირი ანტი-დეპრესანტი არ მშველის, შეყვარებულს დავშორდი, იმის გამო, რომ ფხიზელი გარეთ უბრალოდ არ შემიძლია სიარული, ხალისი არ მაქვს, ნერვოზი მაქვს.. და კაიფის გარდა ვიცი რომ არანაირი ვალიუმი ან რაიმე მსგავსი სისულელე არ მიშველის. ფსიქოლოგიურად დაბმული და შეწუხებული ვარ. მე თუ საკუთარმა ეგომ გამანადგურა, რაღა აზრი აქვს ასეთ სიფხიზლეს, გინდა იყო გინდა არ იყო... ორგანულად ვკვდები და სახალხო მტრები გვიყურებენ და უხარიათ, თუ როგორ იტანჯება ყველა ის ადამიანი ვისაც სიამოვნება უყვარს...
giorgi
11 ნოემბერი 2013 16:59
ერთი რამე მაინტერესებს, მე ადამიანს, ჩემი ცხოვრების 60-70 წლის განვალობაში, მაქვს თუარა უფლება მოვექცე ჩემ ფილტვს ისე როგორც მინდა?! პოლიციელს, მეზობელს ,ნათესავს და მღვდელს უნდა ვკითხო? ჩემზე კარგად რომელმა იცის მე რა მავნებს. აი ვინც იდზახის არუნდა მოხდეს დეკრიმინიზაცია იმის ოჯახის წევრებს უნდა ახდევინო ყოველ წელს 2000 ლარი და მერე მიხვდება.
მშვიდობა და სიყვარული
20 ივნისი 2013 17:04
ზომიერება ჩემო მეგობრებო ზომიერება ყველგან და ყველაფერში :კითხვა, მუსიკის მოსმენა, ალკოჰოლი, მოსაწევი, ფიზიკური შრომა, ვარჯიში, გონებრივი სამუშაო,კინო,თეატრი, სექსი(განსაკუთრებით საყვარელ ადამიანთან), მეგობრები, ღადაობა,გაჭირვებულების დახმარება, საყვარელი ადამიანებითვის სიურპრიზების კეთება, აღარ გავაგრძელებ. მე ეს ყველაფერი მიყვარს და ამით ვცხოვრობ :) გაილამაზეთ ცხოვრება :) ნუ დაჩამთ ერთმანეთს. ნუ დაუმალავთ ბავშვებს პირიქით ყველა კითხვაზე პასუხი გაეცით,ყველაფერი ასწავლეთ მხოლოდ განათლებული ახალგაზრდები შექმნიან ძლიერ სახელმწიფოს რომელშიც ყველა ადამიანი ჰარმონიულად იცხოვრებს. მაგრამ ეს შეუძლებელია თუ შენ ქუჩაში უცხო ადამიანის ჩაჩები გაღიზიანებს ან ვიგაც გრძელთმიანს ჩონჩხი მაისურზე. შეიყვარეთ ყველა და ყველაფერი ოღონდ ერთი ვინმე და ერთი რამე არა!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები