როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს ომს უცხადებს
როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს ომს უცხადებს
ამბობენ, ერთმანეთისთვის ცოლ-ქმარი ყველაზე ახლობლები არიან, მაგრამ თუ წაიკიდნენ - ყველაზე დიდი მტრებიო. რატომ უნდა გადაემტერონ ერთმანეთს ოდესღაც მოსიყვარულე ადამიანები? ამაზე არაერთხელ დაწერილა და ფსიქოლოგებიც მუდმივად მუშაობენ. ასე ადვილი რომ იყოს დასკვნის გაკეთება, ეს თემაც ასე გაუცვეთელი არ იქნებოდა...

ერთმა ფსიქოლოგმა მითხრა, - ძალიან ხშირად, როცა კაცს ცოლისადმი გრძნობა უცივდება, შვილის მიმართაც გულგრილი ხდებაო. როცა ოჯახიც იშლება, ფიქრობს: აღარ ვარ მოვალე, შვილი (ან შვილები) ვარჩინო, ჩემმა ცოლმა განშორება გადაწყვიტა და
ჩემგან ნურაფერს მოელისო...

ეს ამბავი 9 წლის წინ დაიწყო.…ცოლ-ქმარს შორის "ცივი" ომი 3 წელია გრძელდება. რევაზი აჭარელია (მისი ნამდვილი ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებთ). ყველა ზღვისპირელი შორეულ ნაოსნობასა და კაპიტნობაზე ოცნებობს. გამონაკლისი არც რეზო იყო. Iსწავლის დასრულების მერე ბოცმანობით დაიწყო კარიერა, უკან არაფერზე იხევდა, თავისი საქმე
ძალიან უყვარდა და მიზანმიმართულად წინ მიიწევდა. 12 წლის შემდეგ აისრულა ოცნება - გახდა კაპიტანი. საკმაოდ მაღალი ხელფასი ჰქონდა. მისი დიდი ოჯახი - მშობლები, სამი და და ბებია-ბაბუა - რეზოს შემყურე იყო. გასაკვირია, მაგრამ არავის ეჩქარებოდა ერთადერთი ვაჟის დაოჯახება. ყYველა თავისთვის ფიქრობდა, რომ დაოჯახებული რეზო  ხელხვავიანი აღარ იქნებოდა. დDრო კი მიქროდა. უცხოეთის კომპანიები რეზოს საგანგებოდ ქირაობდნენ, როგორც გამოცდილ კაპიტანსა და თავისი საქმის კარგ მცოდნეს. 42 წლის რომ გახდა, მიხვდა, რომ თბილი კერა უნდოდა. ერთ ნათესავს გაანდო სურვილი. ისიც დატრიალდა და მალე გამოუძებნა საცოლე. ნინა კარგი ქალი აღმოჩნდა, მომხიბვლელი, განათლებული. ინგლისურ ენას ასწავლიდა სკოლასა და კოლეჯში, არც კერძო მოსწავლეები აკლდა. ბევრი აღარ უფიქრია რეზოს,  მივიდა ნინას ოჯახში და დანიშნა ქალი.  ცოტა ხანში ქორწილიც გადაიხადეს.

პირველი გოგო გაჩნდა, ორი წლის შემდეგ - ბიჭი. რეზო და ნინა ცალკე ცხოვრობდნენ. როცა რეზო შორეულ ნაოსნობაში მიდიოდა, ნინას ბავშვების გაზრდაში დედა და და ეხმარებოდნენ. უკვირდა ქალს, მაგრამ ხმამაღლა არაფერს ამბობდა. დედამთილი და მულები იშვიათად თუ მოინახულებდნენ, თუმცა დადარაჯებული თვალით უმოწმებდნენ ყველაფერს. ერთხელ უფროსმა მულმა ისიც კი უთხრა, - ჩვენი ძმა ბევრს წვალობს, რომ ორი ოჯახი არჩინოს, ამიტომ ჩამოწერე, რაში რამდენს ხარჯავო. ნინა არ მოელოდა ამას, მაგრამ უსიამოვნება არ უნდოდა და მულს თხოვნა შეუსრულა - დაიწყო ჩამოწერა... შინ დაბრუნებულ რეზოს ცოლმა არ დაუმალა, - ასე და ასე იყო საქმე, რატომ ერევიან შენიანები ჩვენს პირად საქმეშიო. რეზომ კი, - ჩემი პირადი მათი საქმეცაა და ეგ მეორედ აღარ თქვაო.
დედამ და დებმა რეზოს თანდათან გული ააცრუებინეს ნინაზე. ატყობდა ქალი, რომ ურთიერთობის გაფუჭებაში ლომის წილი სწორედ დედამთილსა და მულებს ედოთ, მაგრამ იმასაც გრძნობდა, როგორც უნდა ებრძოლა ოჯახის შესანარჩუნებლად, არაფერი გამოუვიდოდა.

ერთ მშვენიერ დღეს, რეზომ ცოლს გამოუცხადა, - ორი წლით გავაფორმე კონტრაქტი უცხოურ კომპანიასთან, შეიძლება ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დავბრუნდე საქართველოში, ამიტომ წინდაწინ დაგიტოვებ 2.000 დოლარს და გამოიზოგეო... ნინას რაღა ეთქმოდა? თვითონაც მუშაობდა და რამენაირად იმყოფინებდა ამ ფულს, თუმცა ისიც იცოდა, რომ ორჯერ მეტი მშობლებს და დებს დაუტოვა... საყვედური ამის გამო არ დასცდენია.  ორი წლის შემდეგ რეზომ ცოლს დაურეკა, - კონტრაქტი გამიგრძელეს, მაგრამ, შენთან ყოფნა აღარ მინდა, განქორწინებაზე ვიფიქროთო. ნინა გრძნობდა, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა. უსიტყვოდ მოაწერა ხელი უცხოეთიდან გამოგზავნილ საბუთებს და გაშორდნენ.

წლებია, უკვე მაღალანაზღაურებადი კაპიტანი შვილების რჩენაზე უარს ამბობს. ნინა დაიღალა ქმარყოფილის ახლობლებთან "ბრძოლით"... დღემდე ვერ გაუგია, რას ერჩოდნენ, რას ითხოვდნენ მისგან, რა არ მოსწონდათ და რას ემართლებოდნენ. თუკი რეზოსთან ყოფნის პერიოდში კონფლიქტზე თავს იკავებდა, განქორწინების შემდეგ კატეგორიულად მოითხოვა კუთვნილი: შვილები ჯერ კიდევ პატარები გვყავს, კეთილი ინებოს და ალიმენტი გადაიხადოსო... სწორედ ამის შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო... არც რეზო და არც მისიანები უკან არ იხევდნენ, ლანძღავდნენ და თათხავდნენ, უმადურსა და გაუმაძღარს უწოდებდნენ.

ეს დავა დღემდე გრძელდება. გამოცდილი კაპიტანი კი, ხან სადაა და ხან - სად. ბოლო სასამართლოზე რეზომ განაცხადა, - უმუშევარი დავრჩი და 300 ლარის მეტი არ შემიძლია გადავიხადოო. თუმცა, ნინამ შეიტყო, რომ მის ქმარყოფილს ერთ მსხვილ უცხოურ კომპანიასთან ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და მისი ხელფასი 4.500 დოლარია. რატომ არ უნდა მამას შვილების სარჩენად უფრო მეტის გაღება, ეს ნინასთვის გამოცანად რჩება.
მკითხველის კომენტარი (27)
მეა
09 მარტი 2016 23:05
დრო გავა, ბავშვები გაიზრდებიან, ეგ არაკაცი მიხვდება რა დაკარგა, რომ დაბერდება და მომვლელი დასჭირდება მიადგება თავის ცოლს და აი მაშინ მიიღებს საკადრისს( თიუ მაგ ქალს ჭკუა აქვს). ამიტომაა მერე მასეთები სიბერეში არავის რომ არ ჭირდებათ ხოლმე და უკვირთ. ეგ უნდა ჩაიხრჩოს იმ ზღვაში დედამისთან ერთად.
nini
09 მარტი 2016 19:38
ვინც თავის თავს ვერ მართავს მამაკაცი და ვერ აზროვნებს როგორ გაზომოს ეს პრობლემები ის კაცობაზედ თავს ნუ დადებს,
n.j.
09 მარტი 2016 09:48
თავიდან ბოლომდე ჩემი მტრები იყვნენ ქმარიც დედამთილიც და მულებიც ,მამამთილი რომ ხმას ამოიღებდა ჩემს დასაცავად ეგრევე ხმას აწყვეტინებდნენ ისიც გადაიბირეს . ჩემი ქმარი კი მიხვდა საბოლოოდ მაგრამ მერე დაიღუპა ასე სიმწარეში გამატარებინეს ცხოვრება.რატომ? იმიტომ რომ ეგოისტები არიან არ უყვართ რძალი მშობლები შვილების წინააღმდეგი ვერ მიდიან და არის ერთი გაუგებრობა რომელსაც იწვევს გოგო როცა ერევა ძმის და რძლის ცხოვრებაში.დავბერდი ქალი მაგათი მოსამსახურე ვიყავი საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა შენ ვინ გეკითხებაო.მეჯავრება ყველა შეუგნებელი ადამიანი.ამ კაცს კაპიტნობა რომ უსწავლია ოჯახის სიყვარული რატომ არ ისწავლა.
liluca
09 მარტი 2016 00:19
aseti martali istoriebi chvens cxovrebashi ukve ucxo ar aris.momravldnen vigindara kacebi.kacs tavisi azri unda gaachndes da ara dedis da debis.kvelas tavisi adgili unda miuchinos kacma
ლელა დ.
01 მაისი 2015 18:05
არცერთი ამბავი არაა გამოგონილი, ყველაფერი ჩვენს გვერდით ხდება. როდის დაამთავრებენ დედამთილები და მულები რძლების ჯიჯგვნას?!





lala
01 მაისი 2015 17:07
მეც მყავს მასეთი არაკაცი ქმარი,ვიცი,ჩემი და ჩემი შვილის ცოდვა მოეწევა როცა იქნება და ძალიან მწარედ გადაეხდება...
x
10 მარტი 2015 22:04
მეც მასე მომექცენ მული და დედამთილი , აქ მძევლად ვყავდით მე და ჩემი შვილი და ფულს აგზავნინებდნენ და აგზავნინებდნენ. ვერ გაძღნენ .... ახლა ისეთი ჰყავთ როგორიც ეკადრებოდათ ))))
maka
02 ივნისი 2012 02:18
ვირიდან ციხლი არ უნდა გეტკინოს არაკაცია და დედის ჩვარი მე თვითონ ბიჭის დედა ვარ და ჩემი შვილის ბედნიერების გამო მშიერიც რომ დავრჩე არ ვინანებ ჩემი შვილი იკოს ბედნიერი და კარგი გაზრდილი და ის თავის მხრივ არც დედას არ დაივიწყებს
mari
03 მარტი 2012 18:42
კაცს რომელსაც ასე იკცევა ის თავის თავს არ სცემს პატივს არ გაცნია საკუთარი აზრი ჯობია ცალკე იკოს კაცი იმას ჰქვია სიტყვა ეტკმის ოჯახსჰი მარლა კაცია ორივე მხარესტან მოაგვარებდა საკმეს ისე როგორც ტვიტონ იტკოტა
ucha
02 მარტი 2012 13:44
არაკაცი ხარ და მეტი არაფერი შენ რეზო..მე თვითონ მეზგვაური ვარ და მიკვირს გულცრფელად სად იზრდება რანაერ ოჯახებსში შენაერები .მარტო ქალაქის და სოფლის კიარა მთელი საქართველოს სირცხვილია შენაერი არაკაცები.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა