"მათი ამბავი მართლაც ზღაპარივითაა" - კვირის პალიტრა

"მათი ამბავი მართლაც ზღაპარივითაა"

გულმა არ მომითმინა, არ გამოვხმაურებოდი წერილს "მე ისევ მის მარადიულ ძმაკაცად ვრჩები".

ვკითხულობდი ამ წერილს და ასე მეგონა, ჩემი კლასელების ამბავს გიყვებოდათ ვიღაც. მე, ლევანი და კიდევ ორი კლასელი საბავშვო ბაღიდან ვმეგობრობდით. მეოთხე კლასში ვიყავით, როცა ქეთი სხვა სკოლიდან გადმოვიდა და მალე "შემოვიერთეთ". ერთხელ ქეთიმ გაგვიმხილა, ერთი ბიჭი მოტაცებით მემუქრებაო. მაშინ მეცხრე კლასში ვიყავით, ძალიან შევშფოთდით, განსაკუთრებით ლევანი ღელავდა. ის ბიჭი ჩვენზე უფროსი იყო და ჩვენმა ბიჭებმა აღარ იცოდნენ, რა ექნათ. მასთან ლაპარაკი არ გამოუვიდოდათ, ამიტომ ლევანმა თავის ახალგაზრდა ბიძას სთხოვა დახმარება. "მოლაპარაკება" შედგა, ქეთის თაყვანისმცემელმა გაიკვირვა, - მე გოგოს არ ვაწუხებ, არ ვიცი, თქვენ რატომ შემოგჩივლათო. ასე იყო თუ ისე, ვნებათაღელვა ჩაცხრა, მაგრამ ქეთი მაინც ნერვიულობდა, - იტყუება, აშკარად მითვალთვალებსო. ლევანი გვერდიდან აღარ სცილდებოდა ქეთის. ქეთის სჯეროდა, რომ ლევანი მისი საუკეთესო მეგობარი იყო, ლევანიც არაფერს იმჩნევდა...

მერე ბიჭები ჯარში წავიდნენ. ქეთი კი იმ თაყვანისმცემელმა მოიტაცა. ჯარიდან დაბრუნებულ ლევანს ქეთი უკვე ბავშვით დახვდა. ვატყობდით, რომ დარდობდა, მაგრამ ცდილობდა, არაფერი შეემჩნია. ქეთის ქმარი უჟმური და უხეში ადამიანი აღმოჩნდა. ლევანი ამას ძალიან განიცდიდა. ერთხელ მითხრა, - ჩემგან არ ეწყინოს და შენ უთხარი, რომ არ ღირს იმ კაცთან ცხოვრებაო. უნებურად გამეღიმა. ლევანს ეს არ გამოჰპარვია და სწორედ მაშინ გამიმხილა ამდენი ხნის დამალული. მიამბო, როგორ განიცდიდა ქეთის წარბის შეხრასაც კი, რომ მაშინ იყო ბედნიერი, როცა ქეთი იცინოდა, გათენება იმიტომ უხაროდა, რომ ქეთის ნახავდა... კი ვატყობდით ლევანს "სხვანაირ" გრძნობას ქეთის მიმართ, მაგრამ ასე უსაშველოდ თუ უყვარდა, ნამდვილად არ მეგონა და გაოგნებული ვუსმენდი.

რამდენიმე ხნის შეEმდეგ, როცა ქეთი ჩემთან ატირებული მოვიდა და მითხრა, ქმარს უნდა გავცილდეო. მეც  მოვუწონე განზრახვა. ქეთი მშობლებთან დაბრუნდა. ერთ დღესაც მივედი მასთან და ლევანზე დაველაპარაკე. განცვიფრდა, - საუკეთესო მეგობრად ვთვლიდი და თურმე ის სულ სხვა თვალით მიყურებდაო... ახლა ამაზე მორთო ტირილი. ლLევანმა იცოდა, რომ ქეთის ველაპარაკე მასზე და გაურბოდა ქეთისთან შეხვედრას.

ერთხელ, ზღვაზე ყოფნისას, ბავშვი გაუხდა ავად. იIქაურმა ექიმებმა ბავშვის თბBილისში წაყვანა ურჩიეს. აAრც კი დაფიქრებულა, ისე დაურეკა ლევანს და დახმარება სთხოვა. რამდენიმე საათში ლევანი ქობულეთში იყო... ბავშვი აქ მალევე გამომჯობინდა. ცოტა ხანში კი ქეთი და ლევანი დაქორწინდნენ. მათი ამბავი მართლაც ზღაპარივითაა. ზღაპარში ხომ ყველაფერი კეთილად სრულდება. ლევანი და ქეთი საუკეთესო მეგობრებიც არიან და ძალიან კარგი მეუღლეებიც.

ანა ხელაშვილი, თბილისი