"სიყვარულს განა ყოველთვის აქვს გამართლება?"
"სიყვარულს განა ყოველთვის აქვს გამართლება?"
წერილის, "კეთილისმსურველი ოჯახის მეგობარი", ავტორს უკვირს, რომ გოგონას მამისტოლა კაცი, რომელიც მისი მეგობრის მამაც იყო, შეუყვარდა და მერე ცოლადაც გაჰყვა. მე კი, იმის მერე, რაც ჩვენს მეზობლად მოხდა, აღარაფერი მიკვირს.

ზოგიერთი იტყვის, - რა ქნან, თუკი ერთმანეთი უყვართო! განა ყოველთვის აქვს სიყვარულს გამართლება? მე და ჩემი მეზობელი ეკა ვმეგობრობდით, ჩვენც თანატოლები ვართ და ჩვენი შვილებიც. მას მერე, რაც ეკას თავს დატრიალდა, იგი საქართველოდან გადაიხვეწა.

ეკა ქვრივი იყო. კარგი მეუღლე ჰყავდა,
ძალიან განიცადა მისი სიკვდილი. გოგონა ორი წლისა დარჩა. ეკას  თბილისის ცენტრში ოთხოთახიანი ბინა ჰქონდა. ერთადერთ ქალიშვილს მშობლები  გათხოვებას ურჩევდნენ, - Pჩვენ როდემდე ვეყოლებითო... ეკა კი, ხელებს ასავსავებდა, - თიკას მამინაცვალს შინ არ დავუსვამ, რა ვიცი, რა ხასიათს გამოიჩენს, თავიდან ხომ ყველა ანგელოზიაო.

გამოხდა ხანი. ერთმა
თაყვანისმცემელმა მოსვენება არ მისცა ეკას, დიდ ბედნიერებას და ქალიშვილზე ზრუნვას დაჰპირდა და მანაც გაბედა მეორედ გათხოვება. ეკა დილიდან საღამომდე დაკავებული იყო. მშობლები აღარ ჰყავდა. სამსახურის მერე ინგლისურში კერძო მოსწავლეებს ამეცადინებდა. შინ გვიან ბრუნდებოდა და გვიანაც გაიგო, რა უბედურებაც დასტყდომოდა თავს. იმ დღეს ქმარი არ დახვდა, "დარცხვენილი" შვილი კი დედას გამოუტყდა, კახისგან (ასე ჰქვია "მამიკოს") ვარ ორსულადო. წარმოიდგინეთ ეკას მდგომარეობა, ქალი კინაღამ გაგიჟდა. სხვას ვერავის უთხრა ეს სამარცხვინო ამბავი, ჩემთან კი გული მოიოხა... თუმცა, ასეთი ამბავი როდემდე დაიმალებოდა? ეკას ბევრი არ უფიქრია, მალევე გაყიდა ბინა, ნაწილი შვილს მისცა, - სადაც გინდათ, იქ იყიდეთ ბინაო, თვითონ კი ამერიკაში წავიდა. უკვე მეოთხე წელია, რაც იქაა. მართალია, ფინანსურად კარგადაა, მუშაობს და მეგობრებიც ჰყავს, მაგრამ ვიცი, ძალიან უჭირს. ხშირად მირეკავს, ქალიშვილს კი - არა... ვერც ვამტყუნებ. მას არც შვილიშვილის ნახვა სურს და არც ყოფილი ქმრის, ანუ ამჟამინდელი სიძისა.

ახლა მიპასუხეთ, სიყვარულს განა ყოველთვის აქვს გამართლება?

ანა ცხვედიანი, თბილისი
ლიკა
10 ნოემბერი 2019 08:59
არაფერი ტყუილი არ არის. ძალიან ხშირად ხდება მსგავსი ისტორია. ჩემს ახლობელს შეემთხვა იგივე. მან ქმარი გააგდო . შვილი და შვილიშვილი სახლში ყავს სხვათაშორის ძალიან კარგი და უკვე დიდი ბიჭია. ყველა დედა ფრთხილად უნდა იყოს ისეთ დროში ვცხოვრობთ სანდო აღარავინაა
masho
23 აგვისტო 2012 21:19
ზუსტად ეგეთი ამბავი მოხდა სულ ახლა ხანს ოზურგეთში.ქალი მეორედ გათხოვდა და ცოტა ხანში მისი ქმარი და ქალიშვილი გაიპარნენ და ახლა თბილისში ცხოვრობენ.
დევიდ აირონს
30 ივლისი 2012 06:18
და თქვენ ამას "სიყვარულს" ეძახით??? ღმერთო ჩემო! მართალია აქ ქალბატონების უმრავლესობა, რომლებიც სერიალებს და ევროპულ ლტოლვას აბრალებენ! ასეთი გარყვნილობა (სხვას ვერ უწოდებ!) ევროპაში არ ხდება! რამდენი წელია ევროპაში ვცხოვრობ და მსგავსი არ არსებობს!!! ვაი, ჩვენ დღეს... რა გვეშველება ხალხო? ალბათ მეორედ მოსვლა...

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები