როცა არჩევანის გაკეთება გიჭირს
როცა წერილი, "სიყვარული არავის არაფერს ეკითხება" წავიკითხე, თვალწინ დამიდგა ჩემი ახლობლის ამბავი. იგი დღეს 50 წელს არის გადაცილებული და ორი შვილიშვილი ჰყავს.

დედის გარდაცვალების შემდეგ მამიდამ გამზარდა. ჩემი მამიდაშვილის, სერგოს ცოლი, ლია, დასავით მიყვარდა. ადრე სერგოს ერთი გოგონა უყვარდა, რაღაცის გამო დაშორდნენ ერთმანეთს. მერე ნინო მალე გათხოვდა...
რას ვიფიქრებდი, რომ ჩემი მამიდაშვილის სანაქებო ოჯახს ნინოს სახით რამე დაემუქრებოდა...

როცა სერგოსა და ნინოს ურთიერთობის ამბავი გახმაურდა, ვთხოვე, მითხარი, რა ხდება-მეთქი. რა
ვქნა, ნინოს გარეშე ვერ ვიცოცხლებ, მაგრამ ლიაც მიყვარს და მიჭირს მისი მიტოვება, არადა, არ ვიცი, როდემდე უნდა ვიცხოვრო ასეო... მერე ნინოს ამბავი მიამბო. თურმე მისი ქმარი უცხოეთში ბედის საძებნელად წასულა და დაკარგულა. სამ წელზე მეტი იყო, რაც ცოლ-შვილს აღარ ეხმიანებოდა. სერგო ნინოს მატერიალურადაც ეხმარებოდა... ხომ
იცით, ასეთი რამ არ რჩება შეუმჩნეველი და ლიამაც გაიგო ყველაფერი.

არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, მეცოდებოდა სერგო, რადგან ვხედავდი, ძალიან იტანჯებოდა, არადა, მისი ოჯახი დასანგრევად მენანებოდა. მაინც ოჯახისკენ შემობრუნება და მისი შენარჩუნება ვურჩიე. სერგომ ნინო არჩია. ძალიან განიცადეს მამის წასვლა შვილებმა, უფროს გოგონას მისი სახელის ხსენებაც კი არ უნდოდა.
გავიდა ორი წელი და ლიას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა... სერგო ძალიან შეწუხდა, ვეღარ გაჩერდა ნინოსთან, ცოლს პატიება სთხოვა და ოჯახს დაუბრუნდა. ლია და სერგო ახლა ერთად არიან, მაგრამ ვიცი, რომ ჩემს მამიდაშვილს ამდენი წლის შემდეგაც უყვარს ნინო...
ქ.რ. თბილისი
qet
17 აგვისტო 2015 15:12
ძველი რომ გიყვარდეს ეგეტ დროს სხვაზე არ დაოჯახდებოდი.უბრალოდ მაგ დროს ვნებების ჭკუაზე დადიან და სიყვარული ჰგონიათ.მხოლოდ ვნებების გამო იჭერენ საქმეს ძველ საყვარელთან რატომაც არ უნდა გავეტო კიდევო.მაგრამ თვიტონაც სიყვარული ჰგონიათ რადგან ვერ ელევიან ესეიგი მიყვარს და იმიტომო.სინამდვილეში ის ძველი დასავიწყებელი და უვარგისია ამიტომ ჩნდება მატ შორის ადამიანი რომელზეც ქორწინდებიან
maia
11 ოქტომბერი 2012 15:18
დასანანია ასეტი დასასრული...
maia
11 ოქტომბერი 2012 15:17
ნაცნობი ისტორიაა და დასანანია,რომ ხშირად ვხვდებით მსგავს მდგომარეობაში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?