"შვილი ფეხზე მყავს დასაყენებელი, ცოლად რომ შეგირთო, ცოლყოფილი შვილის დანახვას ამიკრძალავსო"
"შვილი ფეხზე მყავს დასაყენებელი, ცოლად რომ შეგირთო, ცოლყოფილი შვილის დანახვას ამიკრძალავსო"
"მას შემდეგ, რაც ყოვლისშემძლე ინტერნეტი გაჩნდა, გაცნობა-დამეგობრება ერთობ გაიოლდა.  ბევრი ოჯახი შეიქმნა ინტერნეტის წყალობით, თუმცა ბევრიც იმედგაცრუებული დარჩა. მამიდაშვილის ნუციკოს  შესახებ მინდა მოგითხროთ.

ნუციკომ და დათომ ერთმანეთი სკაიპით გაიცნეს. ქალი 30-ს გადაცილებული იყო, ვაჟი -  3 წლით უფროსი. ნუციკოს ყოველთვის უჭირდა ადამიანებთან დაახლოება,  დათოსთან კი უცებ გააბა ინტერნეტდიალოგი.  დათო რაიონიდან იყო, ადრე დაოჯახდა, შეეძინა ვაჟი, ვერ შეეწყო ცოლს და გაეყარა. "დიდი ხანია, ერთად აღარ ვართ", - უთხრა დათომ ნუცას პირველ
შეხვედრაზე. დათო ნიადაგ იმას უმტკიცებდა, თავდავიწყებით მიყვარხარო, მაგრამ როცა დაოჯახებაზე ჩამოუგდებდა სიტყვას, ხან რას იმიზეზებ
და და ხან რას - შვილი ფეხზე მყავს დასაყენებელი, ცოლად რომ შეგირთო, Mცოლყოფილი შვილის დანახვას ამიკრძალავს, ამიტომ ჯერჯერობით დროს მივენდოთო. ნუცას ერთ დღეს შევაპარე, - იქნებ სულაც არ არის ცოლს გაყრილი და გატყუებს-მეთქი. ამან ძალიან შეაშფოთა და დათოს უთხრა, - თუ  ცოლთან ხარ და მატყუებ, ჩემი სახელის ხსენება არ გაბედოო. დათომ კი  გულს ნუ მტკენ შენი ეჭვიანობითო...
სიყვარულმა ჩემი მამიდაშვილი რეალობას მოსწყვიტა. ყველას აგვიკრძალა დათოზე ლაპარაკი. არადა, უკვე 41 წლისაა, ვერც დათოს ანებებს თავს და დრო კი თვალსა და ხელს შუა ადნება.
მაია გ-ძე"


natia
24 ოქტომბერი 2016 07:29
Dzaan uazrod da ushinaarsoa dasasruli xom saertod rogor 11weli is ver gaigo kaci coliani iyo isev tu ara?unichod shetxzuli zgaparia
me
02 ოქტომბერი 2015 22:37
kekes-14clis cin mqonda kompi ogond skaipi mqonda tu mesenjeri ar maxsovs.icq -c mqonda☺
კეკე
19 ნოემბერი 2012 21:16
დავიჯერო, 11 წლის წინ კომპიუტერი ჰქონდათ და სკაიპით ჭიკჭიკებდნენ? ისიც რაიონში მცხოვრებთან. დავიღალეთ ამდენი გამოგონილი ისტორიებით...არადა, მაინც მეკითხვინება და ვკითხულობ.ისე, ეცადეთ, ლაფსუსები არ გაგეპაროთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები