შეყვარებული ბაბუა ალექსანდრე
როდესაც იტყვიან ხოლმე, სიყვარულს ასაკი არ აქვსო, თიკას  ბაბუა მახსენდება - არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ბატონი ალექსანდრე შვილიშვილს და მის მეგობრებს ყოველთვის გვანებივრებდა.

გვიყვარდა მათთან სტუმრობა - ნაირ-ნაირ ნუგბართან ერთად საინტერესო ამბებსაც არ გვაკლებდა. ერთხელ, შინ მისულებს ნასვამი დაგვიხვდა და სიყვარულზე იმდენი გველაპარაკა, პირდაღებული მივჩერებოდით. მერე თიკამ სიცილით გვითხრა, - მგონი, ბაბუაჩემი შეყვარებულია და ეს ბებიამაც იცისო. მთლად პატარა ბიჭად გადაიქცა თმაშევერცხლილი აკადემიკოსი (მაშინ 65 წლის იყო),
ხან სამიჯნურო ლექსებს ამბობდა, ხან ცნობილ შეყვარებულ წყვილს და მათ ცხოვრებას იხსენებდა, ფორტეპიანოზეც უკრავდა და რომანსებს გვიმღეროდა. ცნობისმოყვარეობამ გვძლია და თიკას ვთხოვეთ, - თუ იცნობ ალექსანდრე ბაბუას "გულის კოკორს", იქნებ შორიდან მაინც დაგვანახოო. უარი არ უთქვამს, - სამსახურში ვესტუმროთ და გაგაცნობთ, მისი ახალგაზრდა მდივანიაო. მეორე დღესვე მივედით. მისაღებ ოთახში
გაზაფხულივით მშვენიერი, კოხტა გოგო დაგვხვდა. პირდაღებული მივჩერებოდით. სანამ ბატონი ალექსანდრე ჩვენთვის მოიცლიდა, ნათია (მდივანი) ყავით და შოკოლადით გაგვიმასპინძლდა. თითქმის ჩვენი ტოლი იყო, სამი წლის ბიჭი ჰყავდა, ქმარი ავტოავარიაში დაინვალიდებია. აკადემიკოსი ყველანაირად ხელს უწყობდა და ეხმარებოდა ახალგაზრდა დედას.

იმ დღეს ბატონმა ალექსანდრემ მცხეთაში დაგვპატიჟა. მშვენიერი დრო გავატარეთ. აკადემიკოსს მართლა არ ეტყობოდა ასაკი, აღტაცებული შეჰყურებდა ნათიას. ნათია ატყობდა, მისდამი რომ რაღაც "სხვა" გრძნობა ჰქონდა აკადემიკოსს, მაგრამ არ იმჩნევდა... მათი ურთიერთობა ბოლომდე ასე გაგრძელდა - "შორი ტრფობით".
ბატონი ალექსანდრეს დაბადების დღეს ახლა უმისოდ აღვნიშნეთ. საფლავზე მისულთ მუდამ გვხვდება ულამაზესი ვარდები - ცხადია, რომ ჩვენამდე მას ნათია "ულოცავს" დაბადების დღეს...
ქეთი არველაძე, თბილისი
pkeria
21 ნოემბერი 2012 23:25
ოჰჰჰჰჰჰჰჰ ეს მორალისტები! ნეტა ვინგეკითხებათ ვის როდის და რა ასაკში უნდა უყვარდეს. იქნებ არც ისე დიდი სიყვარულითიარეს მთელი ცხოვრება ცოლ ქმარმა.....
tamari
10 ნოემბერი 2012 04:36
ვერ ვიტყვი, რომ ლამაზი ისტორიაა. 65წლის ჭარმაგ აკადემიკოსს, რომელსაც მეუღლეც ჰყავს,ახალგაზრდა,თითქმის შვილიშვილის ტოლი ქალი შეუყვარდა.....თან "ბებიამაც იცისო"
qartveli-evropeli
05 ნოემბერი 2012 13:27
ისე როდესაც ნახევარი ცხოვრებას ერთ ქალთან გაატარებ რომელსაც შენი მეუღლე და მეორე ნახევარი ჰქვია, სხვა ქალი რატო უნდა შეგიყვარდეს? ეს ხომ თვითონ შენი მეუღლის უპატივცემულობაა? იმ მეუღლისა რომელმაც შენთან ერთად ჭირშიც და ლხინშიც ზიდა ცხოვრების უღელი. ყველაზე დიდი ძმაკაცი და მეგობარი იყო.
თუ შენი გული არ გახსენი და უცხო არ შემოუშვი ისე სიყვარული ციდან ხომ არ ჩამოვარდება? ანუ ეძებ და მზად ხარ ახალ თავგადასავლების, თორემ როგორ შეიძლება ადამიანი დაინახო, ან თუნდაც დაელაპარაკო და შეგიყვარდეს? თუ მეუღლე გიყვარს და აფასებ, მაშინ სხვა მანდილოსნებს როგორც ქალებს - მუშტრის თვალით არ უნდა უყურო. საკუთარი გული არ უნდა გაუღო.
არ შეიძლება უბრალოდ შეგიყვარდეს თუ თვითონ არ შემოუშვი გულსა და გონებაში.

********

წუთისოფელი რასაც მოგვცემდა,
ჩვენ გავიყოფდით თანაბრად მუდამ,
სიხარულს, ნაღველს, ლამაზ ოცნებას,
შვილის სიყვარულს და თოვლის გუნდას.

სადმე ჭალაში გაგონილ აუს,
მთვარეს, თხილის გულს, მოწამლულ ისრებს,
და როცა ჩემზე გეტყოდნენ აუგს,
მოიღერებდი ამაყად კისერს.

ახლა მასწავლე როგორ გავიყო,
შენი ტკივილი და სნეულება,
როგორ გავიგო შენი თვალები,
რატომ არაფერს არ მეუბნება?

შენ არასდროს გივლია კენტად,
და თუ გოლგოთა საწოლზე დაგცემს,
იმ ყაჩაღივით ვიქნები შენთან,
იესოს გვერდით ჟვარზე რომ აცვეს!

რუბრიკის სხვა სიახლეები