პირველი სიყვარული... - კვირის პალიტრა

პირველი სიყვარული...

ნაომი კემპბელი, ოცდაცხრამეტი წლის, ინგლისელი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შავკანიანი. პირველად გამოჩნდა ბობ მარლის კლიპში, მას შემდეგ უამრავი პოპულარული მომღერლის კლიპში გადაიღეს.

ნაომი ოცდაცხრამეტი წლისაა! დაუჯერებელია, ხომ?!

თვრამეტი წლის ვალერია კემპბელი ქმარმა ორი თვის ჩვილით ხელში მიატოვა. დედამ ნაომის საკუთარი გვარი მისცა და სამუდამოდ აუკრძალა მამის ნახვა.

ათი წლის ნაომი ქორეოგრაფიულ სკოლაში დადიოდა და ცეკვას სწავლობდა. სწორედ იქ გაიცნო პირველი სიყვარული, ბერძენი ედუარდო ილიადისი. ის ნაომის ცეკვის მასწავლებელი იყო. ახალგაზრდა, სულ რაღაც ოცდაორი წლის, თუმცა მეტისმეტად დიდი - პატარა ნაომისთვის.

გოგონას, ალბათ, სწორედ ეს მოეწონა. მას ხომ არასოდეს უგრძნია მამის სითბო და ძალიან სჭირდებოდა უფროსი მამაკაცის მზრუნველობა. ედუარდოში მან ორივე ერთად დაინახა და შეუყვარდა.

ედუარდომ ნაომისთან ნახევრად თამაში-რომანი გააბა. ისინი ხელჩაკიდებულნი დადიოდნენ ქუჩებში და კაფეებში, გოგონას პირველი კოცნაც სწორედ ამ ბიჭს ხვდა წილად.

თუმცა, ამ თამაშს მან დიდხანს ვერ გაუძლო. სამი კვირის შემდეგ ისინი აღარ დადიოდნენ ერთად. თამაში დამთავრდა...

- ჩვენ ერთად ვუყურებდით მულტფილმებს მის სახლში, - ამბობდა შემდეგ ნაომი და ამტკიცებდა, რომ ის ნამდვილად არ ყოფილა მისი საყვარელი. - ძალიან ადვილია ვთქვა, რომ ჩვენ საყვარლები ვიყავით, ეს მშვენიერ სკანდალს შექმნიდა ჩემ გარშემო, მაგრამ ეს ერთადერთი ამბავია, რომლის შესახებაც მინდა, ხალხმა სიმართლე იცოდეს.

ალბათ, ეს მართლაც იყო პირველი სიყვარული, რომელიც ფაქიზ მოგონებად დარჩა ნაომის სკანდალურ და მყვირალა ცხოვრებაში.

(იბეჭდება შემოკლებით)