როგორ გავიხალისოთ მოსაწყენი დღეები - კვირის პალიტრა

როგორ გავიხალისოთ მოსაწყენი დღეები

შემოდგომა ძალაში შედის და იწყება ბევრისთვის მოსაწყენი და ერთფეროვანი ამინდების სეზონი. ცუდი ამინდი რომ უარყოფითად

მოქმედებს ადამიანის განწყობაზე, საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ მოდი, ჩვენ თვითონ ვცადოთ ჩვენი გუნება-განწყობილების გაუმჯობესება... და როგორ შეგვიძლია ეს?  ყურადღება არ მიაქციოთ ცივსა და ღრუბლიან ამინდს. თუ საქმე არ მოითხოვს, შინ დარჩით და ხალისიან მუსიკას მოუსმინეთ ან კარგ ფილმს უყურეთ, თუ სამსახურში მიგეჩქარებათ, მაშინ ჩაიცვით  ამინდის შესაბამისად, ოღონდ აუცილებლად შემატეთ თქვენს ჩაცმულობას რაღაც ახალი ან გამახალისებელი დეტალი, თუნდაც იყოს ის ფერადი მძივი, საყურე, ჩანთა ან ყელსახვევი. წვიმიან დღეს, როცა ცა ისედაც მოქუფრულია და თქვენც გული გაქვთ დამძიმებული, მუქი ფერებით ნუ დაიტვირთებით. შეიძინეთ ფერადი ქოლგა, სასურველია წითელი, მწვანე ან სხვა ხასხასა ფერის. ყველაზე საუკეთესო ვარიანტი კი კლასიკური ფერი, თეთრი გახლავთ, რომელიც თქვენს დამღლელ და ხშირ შემთხვევაში ერთფეროვან ყოველდღიურობაში ნათელ შტრიხს შეიტანს. თეთრი ხომ მიჩნეულია იმედისა და სიკეთის ფერად.  თქვენც ამ ფერით გაიხალისეთ საშემოდგომო დღეები.