"პატიებას ვითხოვ..."
"პატიებას ვითხოვ..."
"პატიებას
ვითხოვ..."

შარშან თათიას მეგობარმა, ნინომ, დაბადების დღეზე დამპატიჟა. იქ ყველაზე უფროსი მე ვიყავი. რატომღაც ყურადღების ცენტრში მოვექეცი. ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, სასმელს რომ არ მივძალებოდი. თავი დავკარგე, თათიას  თანაკლასელი საცეკვაოდ გავიწვიე. ცეკვის შემდეგ აივანზე გავედით და არც კი მახსოვს რაზე, მაგრამ კარგა ხანს ვსაუბრობდით, სანამ ნინომ წყრომით არ მითხრა, - თათია მიდის და  შეაჩერეო. მე სულელმა კი,  უდარდელად მივუგე, ცოტას გაივლის, გულს გაიგრილებს და დაბრუნდება-მეთქი. აღარ მობრუნებულა, მე კი, აღარც
მახსოვს, ვინ მიმიყვანა შინამდე.

მეორე დილით გამახსენდა, რაც ჩავიდინე და ძალიან შემრცხვა. მივედი თათიასთან ბოდიშის მოსახდელად, მაგრამ ახლოსაც არ გამიკარა. ტელეფონზეც დავურეკე, შეხვედრა ვთხოვე და კვლავ ცივი უარი მივიღე. იმის შემდეგ რა აღარ გავაკეთე, მაგრამ ჩემი ხმის გაგონებაც არ უნდა. ვერ დავიჯერებ, რომ ასე მალე
გადამიყვარა. გული ვატკინე, შევარცხვინე, მაგრამ ძალიან მიყვარს და მასზე მეტად ვერავის შევიყვარებ. გულწრფელად ვნანობ და თქვენი მეშვეობით სახალხოდ ვუხდი ბოდიშს.

იმედს არ ვკარგავ, რომ ჩემი საყვარელი გოგონა დაუფიქრებელ საქციელს მაპატიებს და თქვენი დახმარებით შემირიგდება...

თათია, მიყვარხარ...

პატივისცემით,
ზურაბ მიქაშავიძე

@@@
27 ივლისი 2017 10:05
განსჯის უფლება მოგვცა ღმერთმა, როცა გონება გვაჩუქა და თან აზროვნების უნარი დაურთო, ხოლო არ განსაჯოო--ეს იმ ადამიანების მოგონილია,ვის მდგომარეობასაც განსჯა დისკომფორტს უქმნის და მათ კეთილსინდისიერებას ეჭვქვეშ აყენებს, ღმერთი ამ ადამიანებს არამარტო განსჯის და განიკითხავს, სჯის კიდევაც, რაც მეტი ძალაუფლება აქვთ, მეტად დაიჯებიან.
Luna Luna
25 აპრილი 2017 10:03
Qeds vixri shenairi chkviani gogoebis winashe..sworad moiqeci.ertxel ROM gigalatebs meoredac aucileblad gaimeorebs..gamocdilebit geubnevi..mogalates arasdros un da apatio da daubrunde..
vika
24 აპრილი 2017 01:49
Ai tavmoyvare gogo..arasdros ar sheidzleba aseti vitom da daufikrebeli sakcielis patieba

რუბრიკის სხვა სიახლეები