"პატიებას ვითხოვ..." - კვირის პალიტრა

"პატიებას ვითხოვ..."

"პატიებას

ვითხოვ..."

შარშან თათიას მეგობარმა, ნინომ, დაბადების დღეზე დამპატიჟა. იქ ყველაზე უფროსი მე ვიყავი. რატომღაც ყურადღების ცენტრში მოვექეცი. ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, სასმელს რომ არ მივძალებოდი. თავი დავკარგე, თათიას  თანაკლასელი საცეკვაოდ გავიწვიე. ცეკვის შემდეგ აივანზე გავედით და არც კი მახსოვს რაზე, მაგრამ კარგა ხანს ვსაუბრობდით, სანამ ნინომ წყრომით არ მითხრა, - თათია მიდის და  შეაჩერეო. მე სულელმა კი,  უდარდელად მივუგე, ცოტას გაივლის, გულს გაიგრილებს და დაბრუნდება-მეთქი. აღარ მობრუნებულა, მე კი, აღარც მახსოვს, ვინ მიმიყვანა შინამდე.

მეორე დილით გამახსენდა, რაც ჩავიდინე და ძალიან შემრცხვა. მივედი თათიასთან ბოდიშის მოსახდელად, მაგრამ ახლოსაც არ გამიკარა. ტელეფონზეც დავურეკე, შეხვედრა ვთხოვე და კვლავ ცივი უარი მივიღე. იმის შემდეგ რა აღარ გავაკეთე, მაგრამ ჩემი ხმის გაგონებაც არ უნდა. ვერ დავიჯერებ, რომ ასე მალე გადამიყვარა. გული ვატკინე, შევარცხვინე, მაგრამ ძალიან მიყვარს და მასზე მეტად ვერავის შევიყვარებ. გულწრფელად ვნანობ და თქვენი მეშვეობით სახალხოდ ვუხდი ბოდიშს.

იმედს არ ვკარგავ, რომ ჩემი საყვარელი გოგონა დაუფიქრებელ საქციელს მაპატიებს და თქვენი დახმარებით შემირიგდება...

თათია, მიყვარხარ...

პატივისცემით,

ზურაბ მიქაშავიძე