"განა ყველას შეიძლება დედა ეწოდოს?!"
"განა ყველას შეიძლება დედა ეწოდოს?!"
ქეთი ძალიან განიცდიდა დედისგან უყურადღებობას, - გვწერს თეა გოცირიძე. - 7 წლის იყო, როცა მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ და იმ დღიდან დაიწყო მისი უბედურება.

ქეთის დედა, მარიკა, დედისერთა, თავნება გოგო 18 წლისა გათხოვილა. მალე ქეთიც შეეძინა. ახალგაზრდები ერთხანს სიდედრ-სიმამრთან ცხოვრობდნენ.  სამი წლის შემდეგ ოჯახი ცალკე გადავიდა. კოტეს ვიღაცამ ჩააწვეთა, შენს ცოლს საყვარელი ჰყავსო. კაცი გაშეშდა, მაგრამ ბოღმა გულში ჩაიკლა, ისე უყვარდა ცოლი, რომ ყოველი ჩხუბის შემდეგ ისევ თვითონ ურიგდებოდა, ბავშვიც ეცოდებოდა,
რომელიც სულ დედის ნატვრასა და მოლოდინში იყო, მაგრამ როცა ცოლს საყვარელთან გადააწყდა, იმავე საღამოს განუცხადა, უნდა გავიყაროთ, ოღონდ ქეთის არ გაგატანო. მარიკა დათანხმდებოდა კიდეც, რომ არა დედამისი. ბებიამ ერთი ამბავი ატეხა, ბავშვი წამოიყვანე, მე გავზრდიო...

მარიკა რაც ქმარს გასცილდა, უფრო მეტ დროს უთმობდა სარკის წინ
ტრიალს. შვილს იშვიათად ლოყაზე მოუცაცუნებდა ხელს და სულ ეგ იყო მისი დედობრივი სიყვარული. გოგონას შურდა თავისი თანატოლების, რომლებსაც დედები თავს დასტრიალებდნენ... მეოთხე კლასიდან რამდენიმე გოგონას დაგვიმეგობრდა. როცა თავის საწუხარს შემოგვჩივლებდა, დარდი ცოტათი უნელდებოდა. მეექვსე კლასში რომ გადავიდა, დედამისი მესამედ გათხოვდა. ბიჭი შეეძინა, მაგრამ არც ამ ბავშვზე იკლავდა თავს, დედამთილი უზრდიდა...
15 წლის ქეთის თავზარი დაეცა, როცა შინ მისულს დედა უცხო კაცთან დახვდა. მარიკაც დაიბნა, მაგრამ უკან მაინც არ დაიხია და შვილს უყვირა, - ასე ადრე რატომ დაბრუნდი, გაკვეთილებს ხომ არ აცდენო. იმ წუთებში ქეთიზე უბედური არავინ იყო. ბებოს წამლები მოხვეტა და ერთიანად ჩაიყარა პირში.  გონს საავადმყოფოში მოვიდა. ყველა თავს ეხვეოდა... დედის გარდა. 

მეცხრე კლასში სიყვარული ეწვია. გიგი ერთი წლით იყო ქეთიზე უფროსი. იმ საღამოს შეყვარებულები კინოდან ბრუნდებოდნენ. უცებ ბიჭმა ქუჩის გაღმა ვიღაცას მოჰკრა თვალი და გაფითრდა. = სირბილით გადაკვეთა ქუჩა. ქეთიც მიჰყვა. ბიჭი მანქანაში მსხდომთ მიუახლოვდა და კარი მოურიდებლად გამოაღო. კაცმა დაუყვირა, - რას ბედავ? შინ რომ მოხვალ, მერე ვილაპარაკოთო. გიგიმ - შინ ჩემი ფეხი მანამ არ იქნება, სანამ ამ ქალს თავს არ დაანებებო. მერე ქალიც გადმოვიდა მანქანიდან და... ქეთის თითქოს მიწა გამოეცალა ფეხქვეშ - მის წინ მარიკა იდგა.
- შენ რაღა გინდა აქ? შენც მითვალთვალებ? - შეჰყვირა დედამ.
გიგი შეცბა...

ქეთი ადგილს მოსწყდა და გაიქცა...
შინ ძლივს მივიდა. საწოლზე დაემხო და ხმამაღლა ატირდა. გულგახეთქილი ბებია ვერ მიმხვდარიყო, რა ხდებოდა შვილიშვილის თავს.

ქეთიმ ის ღამე თეთრად გაათენა. მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა - თავი უნდა მოვიკლაო. გათენებისას კი როგორც იქნა, ჩაეძინა. ბებომ ურჩია, სკოლაში რამდენიმე დღე ნუ წახვალ, შინ  იყავი და დაისვენეო. ასეც მოიქცა.
ერთი კვირის შემდეგ გიგიმ დაურეკა, - აჯობებს, დავშორდეთო.
ქეთის მამა  მოსკოვში მუშაობდა. მალე გოგონა მამასთან გაემგზავრა.
ძალიან დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ დედისგან მიყენებული სულიერი ჭრილობა რამენაირად მოეშუშებინა. მერე ერთ ოჯახში ძიძად დაიწყო მუშაობა. ოჯახის უფროსს ძმა ჰყავდა დასაოჯახებელი, ბიჭმა  ლამაზ ქართველ გოგონას ცოლობა სთხოვა...

ქეთის ორი შვილი ჰყავს, არაჩვეულებრივი ცოლი და დედაა, არ ივიწყებს თავისიანებს, არც მეგობრებს, ხშირად ჩამოდის თბილისში და გვნახულობს. დედას კი არც ეხმიანება, თუმცა მარიკას ეს სულ არ ანაღვლებს. სკოლაში რომ დავდიოდით,  ქეთიმ მითხრა, ასეთი დედის ყოლას, სჯობს სულ არ გყავდესო. მაშინ მისმა ნათქვამმა გამაოგნა, მაგრამ წლების შემდეგ თავად ვუთხარი,- ასეთ ქალს  დედას არც მე დავუძახებდი-მეთქი.
მკითხველის კომენტარი (11)
მერის
09 ივლისი 2018 16:38
ქმარმა რაც არ უნდა გააკეთოს ბავშვები არაფერ შუაში არ არიან როგორც ჩანს ბავშვები არ გყვარებია როგორც საკუთარი შვილები არამედ პატივს ცემდი როგორც ქმრის შვილებს, ქმარმა რომ არ გიერთგულამის შვილებზეც აგიცრუვდა გული, მაგრამ ბავშვები რომ გყვარებოდა როგორც საკუთარი სისხლი და ხორცი ისე შეგეხედა მათზე გული არ აგიცრუვდებოდა
Ann
14 მარტი 2017 21:07
Gmerto chemo, es reebi mesmis!
მერი
14 მარტი 2017 20:06
დედაჩემსაც არ ვაინტერესებდით არცერთი შვილი მთელი ცხოვრება რაღაც გულის გადასაყოლებელს ეძებდა (თვითონ ასე ამბობდა) არა დალაგება არა გარეცხვა არა საჭმელი არა დამლაპარაკებელი და გვერდში მდგომი.... ახლა რაც ჩემ ქმრის საყვარლის ამბავი გავიგე რამდენიმე თვეა მეც მასე მყავს ბავშვები (((((( რას ვეცე არ ვიცი, "გული რას გადავაყოლო" რო არ გავგიჟდე... ამით არ ვიცი რისი თქმა მინდა ძნელია ადამიანის გაგება, განსჯა ადვილი...
xatuna
14 მარტი 2017 19:10
Martalia yvela.deda deda ar aris...zogi.dedbis girsi ki ara shvilis gaubedurebisatvis aris.dedaa.
ეს რა კომენტარებია.სულ მიტოვებული,უპატრონო ბავშვების დარდი მქონდა.თურმე რამდენი ბავშვი ცოცხალი დედის ხელშიც უბედურია!!!??? ვაი დედებო ,გადაშენდით
14 მარტი 2017 18:36
ეს რა კოშმარია,ან რა კომენტარებია.ცოცხალი ,ჯანმრთელი დედის გვერდით ბავშვი თავს უბედურად რატომ უნდა გრძნობდეს!!! ვაი დედებო, თქვენით გადაშენდით.
Ven
14 მარტი 2017 15:51
Koshmaria dedas saetod ar vaitereseb guli mtkiva
mirela
18 ნოემბერი 2015 23:50
არის ერთი დედა ქუთაისში სამი შვილი გააჩინა სხვადასხვა ქმრისგან მხოლოდ ერთი ერგო გასაზრდელად და ისიც საგიზეთში დატოვა და მესამე ქმართან რომ არ ეყოლა შვილი ქალი აიყვანა და ტყუპებს ელოდება თანაც როგორ თამაშობს ტითქოს დიდი მორწმუნე იყოს
zamri
18 ნოემბერი 2015 22:49
მეხიც დასცემია ეგეტ დედას.სხვა ვერაფერი მიუსადაგე.
qet
17 აგვისტო 2015 14:20
ეგ რა არის დედაჩემი მეუბნებოდა ხოლმე რომ გათხოვდები ჩემი არსებობა დაგავიწყდება და ამიტომ შენზე ფულს ვერ დავხარჯავო.უპატრონო ზაგლივიტ ვიყავი სანამ იმის ხელში ვიყავი.ეხლა მეუბნევა შენტვის რომ ხელი შემეწყო და კარგად გეცხოვრა მერე მე რა ხეირიო
lali
08 დეკემბერი 2012 11:55
სამყარო მკაცრია,ამაზე უარესებიც ხდება,დედა თუ არ უვარგოდა,ბებომ უერთგულა,შემდგომში კი მამამ . . . ყველა ბედნიერ ვარსკვლავზე ვერ იბადება

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები