"სიმწრით გამოზრდილმა შვილმა სამუდამოდ დამივიწყა"
"სიმწრით გამოზრდილმა შვილმა სამუდამოდ  დამივიწყა"
მტერი იმდენ ავს ვერ გიზამს, რამდენსაც საკუთარი შვილი, - ამბობს 73 წლის ქალბატონი და თვალცრემლიანი მიყვება თავის სევდიან ამბავს...

იზო ადრე დაქვრივდა. მარტო ზრდიდა შვილს და ცდილობდა, ბიჭისთვის უმამობა არ ეგრძნობინებინა. პედაგოგიურ ინსტიტუტში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, კერძო გაკვეთილებსაც ატარებდა. ოთომ უნივერსიტეტში ჩააბარა. დედა გვიან მიხვდა, რომ გადამეტებულმა ზრუნვამ შვილი ეგოისტად აქცია. ბიჭს მიაჩნდა, რომ დედის დანიშნულება შვილის ცხოვრებით ცხოვრება იყო... ერთხელ, როცა მისი უყურადღებობით გულნატკენმა ქალმა უსაყვედურა, შვილმა
უტეხად მიუგო, - იმისთვის გამაჩინე, რომ გეზრუნა, აბა, დედა რისთვის არისო?  დედა-შვილს შორის ურთიერთობა მაშინ დაიძაბა, როცა იზოს შემოსავალმა იკლო. თან ასაკიც მოემატა, რუსულ ენაში მომზადებაც  აღარავის უნდოდა. სკოლაში გადაინაცვლა. მალე იქაც შეუმცირეს საათები... ოთომ, ვითომ ხუმრობით, დედას არაერთხელ უთხრა, - რაღა ახლა შემოგაკლდა ფული,
როცა ყველაზე მეტად მჭირდებაო. იზომ გადაწყვიტა, სადმე დამლაგებლად ემუშავა. ნაცნობის დახმარებით მუშაობა დაიწყო ერთ დიდ ორგანიზაციაში. განა შრომა ეთაკილებოდა, მაგრამ გული მაინც უკვდებოდა - საყვარელ საქმეს უნდა გამოსთხოვებოდა. როცა ოთომ დედის ახალი სამუშაოს შესახებ გაიგო, მაშინვე ის ჰკითხა, რამდენი გექნება ხელფასიო. იზომ ცრემლი ძლივს გადაყლაპა...

მალე ოთომაც დაიწყო მუშაობა, მაგრამ თავის ხელფასს საკუთარი სიამოვნებისთვის ხარჯავდა. შინ გვიან ბრუნდებოდა იზო, დამლაგებლად მხოლოდ ერთგან კი არა, უკვე სამგან მუშაობდა, მისი შემოსავალი სამჯერ აღემატებოდა მასწავლებლის მწირ ხელფასს... ორი წლის შემდეგ ოთომ დედას განუცხადა, - გოგო შემიყვარდა, ხვალ  გაგაცნობ, ოღონდ, არ უთხრა, რომ დამლაგებლად მუშაობო. შვილის სურვილი უსიტყვოდ შეასრულა დედამ.
ოთომ დედისერთა ნინო ცოლად შეირთო და საცხოვრებლადაც მასთან გადავიდა. ერთ შვილიშვილს მეორე მოჰყვა და იზო ბავშვების მოვლაში შეეშველა ახალგაზრდა ოჯახს - იმდენად დატვირთული აღარ იყო, მხოლოდ ერთგან დადიოდა დასალაგებლად, თუმცა მისი სამუშაო რძალთან, მძახლებთან და შვილიშვილებთან კვლავ გასაიდუმლოებული იყო. თუკი ვინმე დაინტერესდებოდა იზოს საქმიანობით, ოთო მშრალად პასუხობდა, - ბავშვებს ამზადებსო.

ერთ ღამეს ოთო მოულოდნელად თავს დაადგა დედას, ბიჭს ფერი არ ედო სახეზე. იზოს  გულმა ცუდი უგრძნო. შვილმა აკანკალებულმა უამბო, - კაცი გავიტანე და იქაურობა სასწრაფოდ დავტოვეო... იზოს თითქოს მიწა გამოეცალა ფეხქვეშ, გაოგნებულმა ესღა ამოთქვა: - იქნებ, ცოცხალია, როგორ მიატოვე, წამოდი, ვნახოთ და ვუპატრონოთო, მაგრამ ოთოს არაფრის გაგონება არ უნდოდა.

ტელევიზიით შეიტყვეს. რომ მოკლული 47 წლის იყო, სამი შვილის მამა. მკვლელს ეძებდნენ...
ოთომ კვლავ დედას მიაკითხა: - დედა, უნდა მიშველო, ერთი კაცი მოვძებნე, რომელიც  ოჯახიანად ამერიკაში გამიშვებს, ოღონდ, ძალიან დიდი ფულია საჭირო. სანამ ციხეში ამომიყვია თავი, გავყიდოთ ბინა, კლიენტიც მოვძებნეო... იზოს თავზარი დაეცა. განა ყველაფერი შვილისთვის არ უნდოდა, მაგრამ შვილის გეგმაში მისი სახელი არც გამკრთალა. ვერ მოითმინა და ჰკითხა, - მე რას მიპირებ, მოხუცებულს მარტოს მტოვებო? DAცრემლები წასკდა. ოთო Gგაცხარდა, - აბა, ციხეში ვიყურყუტო? ამერიკიდან  უფრო მოგხედავ, მთავარია, დროზე გავასწრო აქედანო...
იზომ გაყიდა ბინა. შვილმა პატარა ოთახი უყიდა და დანარჩენი ფულით ამერიკისკენ გაუტია...
მას შემდეგ 18 წელი გავიდა. ოთო ტელეფონითაც კი აღარ ეხმიანება დედას. იზოს კი შორეული ნათესავი უვლის, იმ იმედით, რომ მისი სიკვდილის შემდეგ,  პაწია ბინა დარჩება...

- რატომ დამივიწყა შვილმა? ამაზე პასუხი არ მაქვს, სირცხვილიც მტანჯავს, როგორი სათქმელია ერთადერთმა, სიმწრით გამოზრდილმა შვილმა სამუდამოდ რომ დამივიწყა. არ ვიცი, სად და როდის შევცდი. ალბათ, ბევრი არ უნდა მოინდომო შვილისთვის და პატარაობიდანვე უნდა აგრძნობინო, რომ  დედა უნდა უყვარდეს და მასზე ზრუნავდეს. - ნაღვლიანად ამბობს ქალბატონი იზო...
მკითხველის კომენტარი (24)
maka
10 აგვისტო 2017 12:31
არაფერია გმერდი ყველას გასცემს პასუხს მხოლოდ ბინა უნდად მედი არაფერი სედმეტია ყველაფერი არ უნდიხარ და ნურც გენდომება
nene
10 ნოემბერი 2016 11:44
ცუდად გყავთ გაზრდილი და იმიტომაც,თუმცა ზოგჯერ წვრთნაც არაფერს უშვება ზოგს,იმიტომ, რომ გენეტიკასაც აქვს მნიშვნელობა
eka
10 აგვისტო 2016 07:54
shvilebs dzalian ar unda gadayve.ufro metad afaseben gulgril mshivlebs shvilei.
Shorena
03 აგვისტო 2016 05:29
Ratom goniat ROM shetxzylia?dzalian bevri aseti tavxedi shvilebiz Arian samzuxarod.yfali gadayxdis samagieros.vinz dedas zixls kravs is yflisgan daisjeba
ციცი
17 აპრილი 2016 18:47
წამალდამოკუდებული იქნება,თუ მართალია ეს ამბავი,ვიცი რაც ხდება დიდ ამერიკაში,ქართველებს,ზოგს,თავის გასაჭირი აქს,მივუტევოთ...ისე კი, არ მჯერა ეს ამბავი
nino
17 აპრილი 2016 13:04
ციცოს მინდა უპასუხო, არასოდეს ტქვა არასოდესო გაგიგონია ეს ანდაზაა? და შეიჯლება ეს ქალბატონი ცჰვენზე უკეტესი დედა იყო, მაგრამ დამიჯერეტ არსებობს ასეტი შვილები. ,,შვილი გაზარდე მტრულადა , გამოგადგება მოყვრადაოოოოო.
da is sami svilisaaaaàaaaaaaaaaaaa
16 აპრილი 2016 23:23
im bavsvebs ra bedi ewiaaa ar ikiyxet walbatono izoooo inralod im bavsvebs mainc dauyovet eg binaàaáaaaaaa dautove anderzit senia da msvidobasi moicmare tqòòoòoo
ლია
16 აპრილი 2016 20:12
ვეტანხმები ცისანას, მარტლაც რომ ზალიან უმეტესად ტავისტავზე მზრუნველი და სჰვილებზე ნაკლებად მზრუნველები უფრო დაფასებულები არიააან, ეს ასეააა, ცუდია რომ დროს ვერ ვაბრუნებტ,
manana
16 აპრილი 2016 17:31
ar mjera ar arsebobs 18 wlis ganmavlobashi interesis gamo mainc darekavda ertxel rac arunda ugirsi ikos sheidzleba ragaca sheemtxvat cudi tu colshvilit wavida sheexmianos rdzlis axloblebs da matgan gaigebs ambavs sinamdvileshi ra moxda an rato daapara xeli shvils kaci rom gaitana gmertis ar eshiniat
lamzira
12 სექტემბერი 2015 22:26
chvils tan ar unda gadakve cheni hesadzlebloba ar unda achveno. mchoblebi vcde it. gmerti ikos kalfatono tkveni mfarveli

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები