"ცხოვრება ბავშვობიდან ჯოჯოხეთად მექცა"
"ცხოვრება ბავშვობიდან ჯოჯოხეთად მექცა"
სიცოცხლე მაშინ გამიმწარდა, როცა მამამ მეორე ცოლი შეირთო, ვითომც იმ საბაბითა და გამართლებით, რომ მე, 12 წლის გოგოს, დედის სითბო არ მომკლებოდა. არადა, სწორედ ამის შემდეგ წავიდა ყველაფერი უკუღმა, - გვწერს თბილისელი ნანა ქურდაძე, - მამას რომ არ გადაეწყვიტა მეორედ დაოჯახება, მეც არ ვიჩქარებდი გათხოვებას და დღეს ამ დღეში არ ვიქნებოდი...

2 წლის ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა. =მამის მშობლები მზრდიდნენ. არაფერს მაკლებდნენ. 9 წლის ვიყავი, ბაბუა რომ გარდაიცვალა. ბებო ქმრის
სიკვდილს იმდენად არ სწუხდა, რამდენადაც ჩემზე დარდობდა, -  ჩემს ქმარს მეც მალე მივყვები და ნანუკას რა ეშველებაო...

მამას იმის გამო კი არ ვამტყუნებ, ცოლი რატომ მოიყვანა-მეთქი, მაგრამ როცა ხედავდა დედინაცვალი როგორ მექცეოდა, ხომ შეეძლო რაღაც ეღონა. დანახვა არ მინდოდა„იმ ქალისა, რომელმაც მამაც წამართვა, თავისუფლებაც და
მაიძულა, შინიდან წასვლაზე მეფიქრა. 15 წლის ვიყავი. ერთ "კაი ბიჭს" მოვწონდი. ერთ დღეს, როცა აცრემლებული გამოვედი შინიდან, სადარბაზოსთან დამხვდა. ბევრი აღარ მიფიქრია, ოღონდ კი სახლში აღარ დავბრუნებულიყავი, ცოლად გავყევი. მამა კარგა ხანს არ მელაპარაკებოდა, მერე ნათესავებმა უსაყვედურეს, - ცოდოა, თავისი გაჭირვება ეყოფა, რაიმით მიეხმარეო. ამის მერე გადაწყვიტა ბებია-ბაბუის დანატოვარი ოროთახიანი ბინა ეჩუქებინა, მაგრამ დედინაცვალმა ერთი ამბავი ატეხა, - მეც მყავს შვილი (ჩემი ნახევარძმა), მასაც ეკუთვნის წილიო და მამა იძულებული გახდა, ბინა გაეყიდა. თანხის ნახევარი მომცა.

ვიყიდეთ ერთოთახიანი და გადავედით. ლევანი მთელი დღეები ქუჩაში დაყიალობდა, ისიც არ ვიცოდი, რას აკეთებდა, ერთ დღესაც ციხეში ამოყო თავი.

ძალიან გამიჭირდა, განათლება მე არ მქონდა და სპეციალობა, ხან რას მივედე, ხან რას, არაფერს ვთაკილობდი, შვილები რომ მშიერი არ მყოლოდა. ჩემი ქმარი ციხიდან 7 წლის შემდეგ გამოვიდა, მაგრამ ცოტა ხანში ისევ დაიჭირეს, იქიდან კი ცოცხალი აღარც გამოსულა.
ჩემი ბიჭი ახლა 16 წლისაა, გოგონა - 9-ის. ძალიან ვწვალობ, მაგრამ პურის ფულს მაინც ვშოულობ.
გული მწყდება, რომ "ჩემს სასიკეთოდ"“მოყვანილმა ქალმა ერთ დროს მზრუნველ მამას ქალიშვილსა და შვილიშვილებზე ხელი ააღებინა...
nuca
10 იანვარი 2016 23:40
თუ ვინმეს რაიმე გაუჭირდა ყველაფერში სხვა როგორაა დამნაშავე,,,
sofo
15 იანვარი 2013 11:34
marika მაგჰარი გოგო ხარ ძალიან.აი ასეთი ძლიერიი უნდა იყოო ადამიანიი ყველანაირი ცხოვრებისეული სირთულის დროს. რაც შეეხება ამ წერილის ავტორს მინდა ვუთხრა რომ ჩემო კარგოო მამაშენი არ ვარგებულა კაცად და იმ ქალთან რა გინდა. შენმაა სისხლმა და ხორცმაა გაგყიდა ვიღაც მაწანწალა ქალისაგან რას ითხოოვ.მაგრამ ღმერთის ეშინოდეს ყველას, მოვა დრო და მამაშენსაც დასჭირდება შენი თავიი მაგრამ შეენც ისე უნდა მოიქცე როგორც მრიკა მოიქცა
lamzira
17 დეკემბერი 2012 22:48
marika
ყოჩაღ!!!!

წერილის გმირს კი უფალი შეეწიოს ორი შვილის გაზრდა-დაკვალიანებაში

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?