"ყველას აქვს ბედნიერების უფლება!" - კვირის პალიტრა

"ყველას აქვს ბედნიერების უფლება!"

რუბრიკაში - "თქვენთვის ქალბატონებო", დაბეჭდილ წერილს,“"ბედნიერებას თავად მივუხურე კარი"”რამდენიმე გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს.

ჩვეულებრივ, სხვისი ცხოვრებისა და საქციელის განსჯა ძალიან გვეიოლება და იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, რომ ყოველი სევდიანი ისტორიის მიღმა ცოცხალი ადამიანი დგას, თავისი სიხარულითა თუ  მწუხარებით. მე ამ ქალბატონს ვერ განვსჯი იმის გამო, რომ ქმრის მიტოვება და ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა, რადგან არავინ იცის, რამდენ ტკივილსა და დარდს ატარებს. ამასთან, მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, ბედნიერი იყოს. მთავარი ისაა, თვითონ რა არჩევანს გააკეთებს. რაკიღა ამ ქალბატონმა ჩათვალა, რომ მხოლოდ მოვალეობები უნდა ეტვირთა, მისი ცხოვრებაც შესაბამისად წარიმართა. თუმცა, ურიგო არ იქნებოდა, საკუთარ თავზეც ეფიქრა. ადამიანი, რომელიც მხოლოდ სხვებისთვის” ცხოვრობს, ვერასოდეს იცლის საკუთარი ბედნიერებისათვის. უბედური ქალი, კი, დამერწმუნეთ, არც ქმარს სჭირდება და არც შვილს...

პატივისცემით, ნ.ბ.