"ნაშვილები" მემკვიდრე
04-02-2013
"ნაშვილები" მემკვიდრე
ძვირფასო რედაქცია, მინდა ერთი ოჯახის ამბავი მოგითხროთ და რჩევაც გკითხოთ: როგორ უნდა მოქცეულიყო ღვიძლი შვილისგან უარყოფილი მამა - მხოლოდ ნაშვილებისთვის დაეტოვებინა ქონება თუ გაეყო?

ვერ შეიქმნა მათი ოჯახი.  ყოველი შეხლა-შემოხლის შემდეგ თინა მშობლებთან გარბოდა... პირველი გაქცევის მერე დათომ ცოლს მიაკითხა, მაგრამ როცა თინამ მოუხშირა თავისიანებთან სირბილს, კაცმა ხელი ჩაიქნია. მერე უკვე თინა თავისით ბრუნდებოდა ქმრის ოჯახში. ამბობდა, - არ მინდა გიგა უმამოდ გაიზარდოსო... დათოს მოჰბეზრდა ცოლის წინ და უკან სირბილი,
ამიტომ მორიგი უთანხმოების შემდეგ უთხრა: ნუღარ დაბრუნდებიო.

რამდენიმე წლის შემდეგ დათომ მეორე ცოლი შეირთო. გაცხარებულმა თინამ და მისმა ნათესაობამ განაცხადეს, - ბავშვს გვარს შევუცვლით და თვალითაც არ დავანახებთო... გვარი არ შეუცვლიათ, მაგრამ მართლაც არ ანახებდნენ. გიგას  ეზოში მარტოს არ  უშვებდნენ, სკოლაში კი ბებია დაჰყვებოდა. რამდენჯერაც
დათო შეეცადა შვილის მონახულებას, გიგა იმდენჯერ გაექცა. მამის დანახვაზე ნერვიულობდა, ამიტომაც გადაწყვიტა, - გაიზრდება, ყველაფერს მიხვდება და ჩემთან ურთიერთობას აღადგენსო...

გავიდა დრო... დათოს მეორე ცოლთან შვილი არ შეეძინა. თეა ძალიან განიცდიდა უშვილობას, დათოსგან წასვლაც უნდოდა, მაგრამ ქმარმა უთხრა, - მიყვარხარ და არსად გაგიშვებო.
გამოხდა ხანი. გიგა სტუდენტი გახდა. დათომ გადაწყვიტა, სასწავლებელში მიეკითხა და შვილისთვის უნივერსიტეტში ჩარიცხვა მიელოცა. გიგამ ცივად მიიღო - ახლა გაგახსენდიო? - აჯახა მამას. დათოს უნდოდა ეთქვა, - ახლა კი არა, წლები შენს ნატვრასა და მოლოდინში გავატარე, ხშირად გაკითხავდი, მაგრამ შენს სიმშვიდეს ვუფრთხილდებოდი და ამიტომაც ახლოს არ გეკარებოდიო...  გიგას არაფრის გაგონება არ სურდა.

ერთ საღამოს აფორიაქებულმა თეამ დათოს უთხრა: - მეგობარმა გამაგებინა, რომ უდედმამოთა სახლში ობოლი გოგონა მიუყვანიათ, იქნებ გვეშვილაო... დიდხანს არ უფიქრია დათოს და წლინახევრის თამუნა  აიყვანეს. თინამ და მისმა მშობლებმა ეს რომ გაიგეს, ხელახლა აბობოქრდნენ - ღვიძლ შვილს არ პატრონობს და სხვისას ზრდისო?!

ერთ მშვენიერ დღეს, 14 წლის თამუნა შინ ატირებული დაბრუნდა. დათოს ყოფილმა სიდედრმა სკოლის წინ, მეგობრების თანდასწრებით ერთი ამბავი დააწია გოგონას: - შენ ვინა გდიხარ? სამადლოდ გაგზარდეს, ის ბინა კი, სადაც ცხოვრობ, ჩემი შვილიშვილისაა და დროა, იცოდეო...
გიგა ისედაც ალესილი იყო მამაზე და ახლა მთლად გადაირია, - მემკვიდრეობა მე მეკუთვნის და არა ვიღაც ნაშვილებსო... შვილისგან უარყოფილი მამა კი დარწმუნებულია, რომ სწორად მოიქცა...
nana
22 თებერვალი 2013 21:24
saziagari sidedri ar unda etqva gogonastvis nashvilebiao. axla moundat mama? sad ikvnen amden xans/
nati86
06 თებერვალი 2013 16:39
არ მესმის "ნაშვილები" ბავშვს შენ ზრდი და სხვისად რატო ითვლება? იმიტომ რომ (ბოდიშით) მის შექმნაში არ მიიღე მოანწილეობა?? ის კაცი რომ დასდევდა თავის შვილს და იმ დებილმა რომ "ცხვირი აუბზუა" მაშინ არ იყო მამამისი?? ან სად აქვს ამ ბიჭს თავმოყვარეობა. რად მინდნა იმ კაცის ქონება თუ ის არ მიღირს რამედ? კაი უთავმოყვარეოა ის ბიჭი. დედა და ბებია ხომ საერთოდ... წყალს წაუღია.
ქონება მორალური თვალსაზრისით გოგოს ეკუთვნის ე.წ. "ნაშვილებს" და არა ღვიძლ, უმადურ, და დაუნახავ ბიჭს.
an
05 თებერვალი 2013 21:57
ასეტი ხარბი ხალხი ყველაფრის ღირსია! ეს კაცი აქამდე არ უნდოდატ და მის ბინა უნდატ? სატოფეზე არ გაიკარო! შენი სვილი ისაა ვისზეც ამაგი გაქვს! ნაშვილები რას მიქვია?
იმ საზიზღარ ქალს კი სიდედრს ვუჩივლებდი და პასუხს ვაგებინებდი!
ვერ წარმომიდგენია ადამიანის ისე როგორ უნდა დაეცეს რომ მატერილაური ამჯობინოს სულიერს! ესენ ზუსტდა ესეტები არინა! კაცი არ უნდატ და მისი სახლი უნდატ! გაა*ვან! ანუ
გიგას ვირის ტავფეხი, და ტამუნას კი ყველაფერი,. რამეტუ ეგაა შენი შვილი! ის რომლიც შენ აღზარდე! და არა ის ვინც გააკეტე მხოლოდ! ასე რომ დაახვიონ ! სულიტ მატხოვრები ეგენი

div>
რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?