რატომ ტოვებენ მამაკაცები ქალებს?
რატომ ტოვებენ მამაკაცები ქალებს?
ბევრი ქალი საყვარელ ადამიანთან განშორებისას ვერაფრით ხვდება, რატომ მიატოვა მამაკაცმა. მიზეზი, ცხადია, ნაირგვარია, თუმცა  მამაკაცთა აზრით, არსებობს განშორების რამდენიმე გავრცელებული მიზეზი. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს.

ქალი უინტერესო გახდა

მამაკაცებს მრავალფეროვნება სწყურიათ, ზოგ ქალს ეს არ შეუძლია, ან საერთოდ არ აღელვებს. კაცები კი აღიარებენ, რომ როცა ქალთან კავშირი ერთფეროვანი და უინტერესო ხდება და  სალაპარაკოც აღარაფერი აქვთ, ქალი მათ თვალში ფასს კარგავს.

განსხვავებულობა

მამაკაცსა და ქალს სრულიად განსხვავებული შეხედულებები აქვთ, რაც მათ თანაცხოვრებას
არ გამორიცხავს, თუმცა, პრობლემური ნამდვილად არის. კაცებს უყვართ ქალები, რომლებსაც საკუთარი თვალსაზრისი აქვთ, მაგრამ ამ თვალსაზრისს არავის და მით უმეტეს, საყვარელ მამაკაცს ძალით თავს არ ახვევენ.

ისტერიკიანი ქალი

ადრე თუ გვიან ყველა ქალი გამოთქვამს უკმაყოფილებას ამა თუ იმ მიზეზის გამო, მაგრამ უკმაყოფილების გამოხატვის ფორმა შეიძლება
განსხვავებული იყოს. მეტისმეტად ემოციური და თავშეუკავებელი მოქმედებები მამაკაცს აფრთხობს და ისიც ამჯობინებს ასეთი ქალისგან თავი შორს დაიჭიროს.

მამაკაცი თუ დაქალი

კაცს არ უყვარს, როცა ქალი მის საუკეთესო დაქალად გადაქცევას ცდილობს. კაცი მზად არის, იყოს დასაყრდენი, მაგრამ საუბრები იმაზე - ეს ფეხსაცმელი უფრო ეხამება ამ კაბას, თუ ის, რომელიც ლიკას აცვია, მას ძალიან აბნევს და აღიზიანებს.

მოუვლელი ქალი

ზოგჯერ, კაცის გულის მონადირებიდან გარკვეული ხნის შემდეგ ქალი საკუთარი თავის მოვლას წყვეტს. არადა კაცს, ვთქვათ ერთი წლის წინ ეშხიანი, შავთმიანი ლამაზმანი შეუყვარდა, ახლა კი იგი კუდიან დედაბერს ჰგავს გაჩეჩილი თმითა და უფორმო საშინაო სამოსით.

მერკანტილური ქალი

როცა კაცი ხვდება, რომ ქალს მასთან ურთიერთობა მხოლოდ მისი სქელი ჯიბის”გამო სურს, მაშინვე კარგავს ინტერესს რჩეულისადმი. კაცებისთვის გრძნობები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ქალებისთვის.

გათხოვების სურვილი

ბევრ მამაკაცს აფრთხობს დაქორწინების პერსპექტივა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქალი მიანიშნებს, რომ მის ცოლობაზე ოცნებობს. ასეთ შემთხვევაში მამაკაცი გაცლას ამჯობინებს.

ღალატი

მამაკაცი ქალზე გაცილებით იშვიათად პატიობს ღალატს და ეს მისთვის ძალიან სერიოზული მიზეზია ურთიერთობების გასაწყვეტად.
mako
06 აპრილი 2013 15:24
იოლად ის მიდის ვისაც არ შეუძლია დაიტიოს დიდი სიყვარული.............
lana
01 აპრილი 2013 21:52
და ქალები რატომ ტოვებენ კაცებს ნეტა...
რაც ამ ბოლო პერიოდში ზალიან გახშირდა......
ani
16 მარტი 2013 01:07
,,კაცის გული ისეთია,ვით მორევი შავი ზღვისა,რა გინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,მაინც ენატრება სხვისა"

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?