რას ეუბნება მამაკაცი ქალს და რას ფიქრობს სინამდვილეში - კვირის პალიტრა

რას ეუბნება მამაკაცი ქალს და რას ფიქრობს სინამდვილეში

გთავაზობთ მამაკაცების ყველაზე გავრცელებულ ფრაზებს საპირისპირო სქესთან ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპზე.

ამბობს: "შენ მართლაც ძალიან კარგი ადამიანი ხარ".

ფიქრობს: "მეტად ვეღარ მნახავ".

ამბობს: "მოდი, მეგობრებად დავრჩეთ".

ფიქრობს: "შენნაირი გოგოები არ მომწონს, მეგობარს ხომ არ გამაცნობდი?"

ამბობს: "დაგირეკავ".–

ფიქრობს: "ოდესმე შეიძლება მართლაც დაგირეკო".”

ამბობს:"ძალიან მომწონხარ".

ფიქრობს: "მგონი, შეყვარებული ვარ, მაგრამ თუ ამას გეტყვი, უკან დასახევი გზა აღარ მექნება".

ამბობს:"ყველაფერი რიგზეა, თავს კარგად ვგრძნობ".”

ფიქრობს: "ვიცი, გინდა იმაზე ვილაპარაკოთ, როგორ ჩაიარა დღემ, მაგრამ ახლა მირჩევნია ვჭამო და ტელევიზორს ვუყურო".

ამბობს: "იქნებ ცოტა დავმშვიდდეთ?".–

ფიქრობს: "იქნებ ცოტა დამშვიდდე?".

ახლა ვნახოთ, როგორ იგებს მამაკაცი, როცა ქალი ეკითხება:

ეკითხება: "რას საქმიანობ?"

იგებს: "საინტერესოა, საკმარისად გამოიმუშავებ, რომ შემინახო, როცა დავქორწინდებით?".

ეკითხება: "ეს საღამო როგორ გავატაროთ?"

იგებს: "მინდა მთელი დარჩენილი ცხოვრება ერთად გავატაროთ".

ეკითხება: "ძვირფასო, როდის ვილაპარაკოთ?".

იგებს:"მინდა ვილაპარაკო, ვილაპარაკო, ვილაპარაკო..."

ეკითხება: "როგორ გამოვიყურები?". – იგებს: "მინდა, საათში ერთხელ ამიხსნა სიყვარული!"

ეკითხება: "სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?"–

იგებს: "ძალიან, ძალიან მინდა გათხოვება და სწორედ შენზე!"