"ჩემს ცოლს მეც და დედაჩემიც თავს ვევლებოდით, მაგრამ დედამთილი ვერაფრით შეიყვარა..."
"ჩემს ცოლს მეც და დედაჩემიც თავს ვევლებოდით, მაგრამ დედამთილი ვერაფრით შეიყვარა..."
ძალიან რომ არ მიჭირდეს და დაბნეული არ ვიყო, ალბათ ვერ გაგიბედავდით წერილის მოწერას, მაგრამ იმედი მაქვს, ვინმე გამომეხმაურება
და რაიმეს მირჩევს... თავს უიღბლოდ მივიჩნევ. 35 წლის კაცი ვარ და ვერა და ვერ ვეღირსე ნორმალურ ოჯახს. ქართლის ერთ-ერთ რაიონულ ცენტრში ვცხოვრობ. სახლიც მაქვს და კარიც. ვშრომობ და არაფერი აკლია ჩემს სახლ-კარს. ამ სამი წლის წინ ცოლად შევირთე ზუგდიდელი გოგო. თავიდან ბედნიერი ვიყავი, მომავალი მეიმედებოდა, მაგრამ გავიდა დრო და ცოლი შემომიჩნდა, -
ბინა ვიქირაოთ, ცალკე ვიცხოვროთო. არაფერი აკლდა, მეც და დედაჩემიც თავს ვევლებოდით, მაგრამ დედამთილი ვერაფრით შეიყვარა...

დედა რომ რაიმეში დამნაშავე ყოფილიყო, გავუგებდი... უარი ვუთხარი. ჩვენ შვილი არ გვყოლია, ამიტომ როცა წავიდა, არც გავკიდებივარ. ვფიქრობდი, თუ ჭკუაზე მოვიდოდა და დაბრუნდებოდა, ჩვეულებრივად გავაგრძელებდით ცხოვრებას, მაგრამ არ დაბრუნდა და
მეც ხელი ჩავიქნიე.

შარშან ერთი ბორჯომელი გოგო გავიცანი, თამუნა,  ძალიან მომეწონა. რამდენჯერმე შევხვდი, მშვენივრად გავუგეთ ერთმანეთს და ქორწილზეც შევთანხმდით. თამუნას ოჯახშიც ვიყავი სტუმრად ჩემს დეიდაშვილთან ერთად, ერთ თვეში ხელის მოწერას ვაპირებდით, რომ ერთ დღეს დამირეკა და აღელვებული ხმით მითხრა: - ახლა გამაგებინეს, რომ სამი ცოლი გყოლია, მე თურმე მეოთხე უნდა ვიყოო და ყურმილი დამიკიდა. საშინლად დამწყდა გული. მე მისთვის არაფერი დამიმალავს, ისიც იცოდა, რატომ დავშორდი პირველ ცოლს. დასანანია, რომ სხვის ბოროტ ენას აჰყვა. ცოტა ხანს აღარ დამირეკავს, მეგონა, მიხვდებოდა თავის შეცდომას და შემეხმიანებოდა, მაგრამ ლამის გული ლოდინით დამელია, ბორჯომში ჩავედი და კარს მივადექი. თამუნას ნათესავმა გამიღო კარი - დედამისმა ამ ცოტა ხნის წინ თავის ერთ ნაცნობ კაცს ძალით მიათხოვაო. კინაღამ გული გამისკდა...
აი, ასე უცებ დასრულდა ყველაფერი...
ასე მგონია, "ჩემს ქუჩაზე" აღარასოდეს მოვა გაზაფხული...
კ. თ.  

ნოა
13 იანვარი 2019 20:06
სყაყია არ წამიკითხია სათაურიდან გამომდინარე ვწერ, დედამთილის სიყვარული არ არის სავალდებულო, პატივისცემა და სითბო, არც მე მიყვარს ჩემი დედამთილი, მე დედაჩემი მიყვარს მარტო და სავსებით მყოფნის, უბრალოდ ერთმანეთის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ ადამიანებმა..
123
13 იანვარი 2019 12:49
რაღა "ჩემი ცოლის დაქალები" და რაღა ეს ისტორიები! კარგი მიგნებაა.
...
13 იანვარი 2019 09:26
ვფიქრობ თქვენი აქტიურობა მნიშვნელოვანია. არცერთი თავმოყვარე ქალი უკან თავისით არ დაგიბრუნდებათ თუ მინიმუმ თავად არ გადადგამთ პირველ ნაბიჯს. სახლში ჯდომით მხოლოდ უთავმოყვარეო ქალებს უნდა ელოდოთ. დეო კი მართლაც ისე სწრაფად გარბის და ცხოვრების გზაზე დაშვებულ შეცდომებს აღარ გვპატიობს. და კიდევ ერთი რატომ გარბიხართ თქვენი რაიონიდან შორს მეწყვილის საპოვნელად? მათაც გაუგეთ ქვეყანა სავსეა ბორორი ადამიანებით და მათ ენასაც სამწუხაროდ დიდი ძალა აქვს. იქნებ თქვენივე ნაცნობებით დაინტერესებულიყავით იქნებ ახლიშივე გელოდებათ სიყვარული და სიმშვიდე. თუ რასაც ამბობთ მართალია და წესიერი უზრუნველყოფილი ადამიანი ბრძანდებით მაშინ ცოლნაყოლის სტატუსი დიდად ხელისშემშლელი არ უნდა იყოს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?