ტესტი: ეჭვიანი ხართ? - კვირის პალიტრა

ტესტი: ეჭვიანი ხართ?

შეეცადეთ, უპასუხოთ  ტესტის ყველა კითხვას და გაიგებთ, თქვენთვის პრობლემა არის თუ არა ეჭვიანობა.

1. ამ ბოლო დროს თქვენი რჩეული სამსახურიდან შინ ხშირად გვიან ბრუნდება.

ა) თქვენ ცდილობთ, გაარკვიოთ, ხომ არ აქვს სამსახურებრივი რომანი;

ბ)  თვლით, რომ გადაუდებელი საქმის გამო რთულია, განკუთვნილ გრაფიკს მოერგოს;

2. პარტნიორი გთავაზობთ, რომ შვებულება გაატაროთ თქვენი სურვილისამებრ.

ა)  დაეჭვდებით, რომ იგი გამოიყენებს შესაძლებლობას და მარტო გაემგზავრება, რათა თავისუფლება შეიგრძნოს;

ბ) დაეთანხმებით მას - არაჩვეულებრივი იდეაა ერთმანეთისაგან დასვენება;

3. სიზმარში ის სხვა ქალის სახელს ახსენებს. როგორ იმოქმედებთ?

ა) გააღვიძებთ მას და მოსთხოვთ ახსნა-განმარტებას;

ბ) სიტუაციის გამუქება არ გიყვართ. ყველაფერი შეიძლება დაგესიზმრათ;

4. შემთხვევით ნახეთ წერილი, რომელიც განკუთვნილია მისი რჩეულისთვის. როგორ მოიქცევით?

ა) ფრთხილად გახსნით და წაიკითხავთ;

ბ) იმედოვნებთ, რომ ის თვითონ მოგიყვებათ;

5. თქვენი რჩეული ამ ბოლო დროს დიდ დროს უთმობს საკუთარ გარეგნობას. როგორია თქვენი რეაქცია?

ა) გაგიხარდებათ, რომ, ბოლოს და ბოლოს, გაითვალისწინა თქვენი რჩევები და დაიწყო საკუთარი თავის მოვლა;

ბ) იფიქრებთ, რომ მას გასართობი გამოუჩნდა;

6. თქვენი რჩეულის ოფისში სტაჟირებას იწყებს ახალგაზრდა სიმპათიური მანდილოსანი. როგორია თქვენი რეაქცია?

ა) როდესაც თქვენი პარტნიორი გიყვებათ მის შესახებ, არ აქცევთ ყურადღებას და ხუმრობთ მასზე;

ბ) შეეცდებით, გაიგოთ მის შესახებ სრული ინფორმაცია და დაანახოთ თქვენს რჩეულს მისი უარყოფითი მხარეები;

7. თქვენ შემთხვევით პოულობთ წერილს, საიდანაც შეიტყობთ, რომ თქვენს პარტნიორს შეხვედრა აქვს დანიშნული. როგორია თქვენი რეაქცია?

ა) კოლეგების ხუმრობა გგონიათ;

ბ) საშინელ ჩხუბს მოუწყობთ.

ქულების დათვლა

1. ა – 2; ბ – 3;

2. ა – 1; ბ – 2;

3. ა – 0; ბ – 3;

4. ა – 0; ბ – 3;

5. ა – 3; ბ – 1;

6. ა – 2; ბ – 0;

7. ა – 3; ბ – 2;

9 ქულამდე: ძალიან ეჭვიანი ხართ.  ყოველ ქალში კონკურენტს ხედავთ. უმჯობესია, არ გაართულოთ ცხოვრება არც თქვენთვის, არც თქვენი რჩეულისთვის.

9-დან 15 ქულამდე: კარგად გესმით, რომ ეჭვიანობას აზრი არ აქვს, მაგრამ თავის ხელში აყვანა არ შეგიძლიათ. საერთოდ, არ ფიქრობთ, რომ ეჭვიანობამ შეიძლება გაგილამაზოთ ცხოვრება.

16-დან 19 ქულამდე: ძალიან გაწონასწორებული და თავდაჯერებული ხართ. თქვენი ნებისყოფა და გამოცდილება ოჯახური ბედნიერების გარანტიაა.