"ტელეფონზე "კეთილისმსურველის" ზარი შემოვიდა, ამ მისამართზე მიბრძანდი და შენი ქმრის ღალატში დარწმუნდებიო"
"ტელეფონზე "კეთილისმსურველის" ზარი შემოვიდა, ამ მისამართზე მიბრძანდი და შენი ქმრის ღალატში დარწმუნდებიო"
მაკამ მოსკოვში ქმარს ჩააკითხა. რა დალევს ბოროტებს, იჭორავებენ, დაიღლებიან და თავს დაგვანებებენო, - ფიქრობდა გულში.

მაკას და ზაზას ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი. მაკას მამას კი სიძედ მეგობრის შვილი მოსწონდა... იმდენი ქნა, ნიშნობის დღეც კი დათქვეს, მაგრამ სტუმრების მოსვლამდე მაკა სახლიდან გაიპარა... როცა ემოციები დაცხრა და მაკას მამამაც გამოიდარა, პირველი შვილიშვილის დაბადების აღსანიშნავად სიძეს მანქანა აჩუქა. დათუნას შემდეგ თაკო გაჩნდა, რამდენიმე წლის მერე კი, ნაბოლარა მ
არიამი... სანამ მაკას მამა ცოცხალი იყო, გაჭირვება არ დასტყობია ახალგაზრდა ოჯახს, მისი სიკვდილის შემდეგ კი უცებ განიავდა ყველაფერი. მაკას უმცროსი ძმა ნასვამი მიუჯდა საჭეს და ორი ადამიანი გაიტანა. დედამ სახლი გაყიდა და ფეხზე დააყენა დაშავებულები, მაგრამ თავად ვეღარ გაიმართა წელში... ზაზამ მოსკოვში წასვლა გადაწყვიტა. წელიწადში ორჯერ ახერხებდა თბილისში ჩამოსვლას და მონატრებული ოჯახის
მონახულებას...

წლების შემდეგ, მაკამ უკვე წამოზრდილი შვილები იმედიანად დაუტოვა დედას და ქმართან გაემგზავრა. ჰოდა, ახლა ვიღაც ვაიგულშემატკივარი ტელეფონით ატყობინებდა: - კარგა ხანია, შენს ქმარს სხვა ქალი ჰყავსო. მაკა ფიქრობდა, ყველაფერს მოვუყვები ზაზასო, მაგრამ როცა ქმარმა დაურეკა, უჩემოდ ივახშმეო, ეჭვი შეუჩნდა. დედამთილის სიტყვებიც გაახსენდა: - თვალი თვალს რომ დაშორდება, გულიც გადასხვაფერდებაო... ორი დღის შემდეგ ისევ განმეორდა "კეთილისმსურველის" ზარი: ამა და ამ მისამართზე მიბრძანდი და შენი ქმრის ღალატში დარწმუნდებიო.
ვერ დავიჯერებ ზაზას ღალატს, ვიღაცას ჩვენი ურთიერთობის გაფუჭება უნდაო“- ერთსა და იმავეს იმეორებდა ქალი, მაგრამ მითითებულ მისამართზე მაინც მივიდა...

კარი ქალმა გაუღო. ღიმილით ჰკითხა, ვის ეძებთო? მაკას გულს ისეთი ბაგაბუგი გაჰქონდა, ხმა ვერც ამოიღო. მასპინძელმა კი ვიღაცას“გასძახა: შენ უნდიხარო. იმ ვიღაცამაც გამოიხედა და... იქით ზაზას წაეშალა“სახე, აქეთ - მაკას... უხმოდ გამობრუნდა და კიბეს ჩაუყვა. ზაზა წამოეწია: ქალი რომ მეყოლებოდა, რა გასაკვირია? ვიღაცას ჩვენი დაშორება უნდაო. - ერთი კვირაა შენთან ვარ და მაინც იმ ქალისკენ გაგიწია გულმა, - ცრემლად იღვრებოდა მაკა.

მეორე დღესვე მაკა თბილისში დაბრუნდა. მოგვიანებით გაიგო, რომ სვეტას ზაზა სამი წლის წინ გაუცნია და ყველაფერს აკეთებდა, რომ კაცს კომფორტულად ეგრძნო თავი. ხვდებოდა, რომ მის ქართველ რჩეულს ცოლიც უყვარდა და თავდაპირველად არ იმჩნევდა, რომ ეჭვიანობდა... როცა იგრძნო, რომ ზაზას თავი შეაჩვია, პრეტენზიები გაუჩნდა. ზაზა ერიდებოდა სვეტას თანდასწრებით მაკასთან ტელეფონით ლაპარაკს. როცა მაკა მოსკოვში ჩავიდა, სვეტამ \ნაცნობი ქართველი მოისყიდა და მაკასთან დაარეკვინა, სახლის მისამართიც მან უთხრა. მერე უკვე ის მოხდა, რაც უკვე გიამბეთ... ზაზამ სვეტასთან ურთიერთობა გაწყვიტა, მაგრამ მაკასთან მაინც ვერ აღადგინა...
მკითხველის კომენტარი (11)
ნინო
04 თებერვალი 2018 16:32
ჩემს ცხოვრებას ჰგავს ეს ამბავი, ჩემი ქმარიც წასული იყო უკრაინაში, ვითომ ოჯახის გულისთვის,დედამთილის რჩევით, 5 წლის ბავშვით ჩავაკითხე დონეცკში, დიდად არ გახარებია , იმ საღამოსაც საყვარელთან წავიდა, აი, აქ დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა სამუდამოდ, სამი წლის მერე იმ საყვარლის ქმრის მოკლული ჩამოასვენეს საქართველოში. დღემდე არასოდეს არ მინანია ჩემი გადაწყვეტილება, ჩემს თავს ვერასოდეს ვერ ვაპატიებდი რომ შევრიგებოდი, ან იმის თვალწინ ერთი ცრემლიც გადმომეგდო, მიმაჩნია, რომ მთავარია ღირსება და თავმოყვარეობა.
mzia
04 თებერვალი 2018 15:33
როდესაც საყვარლებს კალებად აგიკვამენ კაცები ხოლო ცოლებს მოსამსახურეებად ეს არის ცუდი
niania
11 მარტი 2017 01:30
მოსკოვში უმეტესობა ეგრე ცხოვრობს ,თბილისშიც ყავთ ცოლი და მოსკოვშიც ,რამდენიც გინდა და შეგუებულებიც არიან,მთავარია ქმარმა არ "მოაკლოს"არაფერი.საზიზღრობაა,ეგეთი კავი რა გასაჩერებელია?!
კაცები გაებმევიან და მერე თავს ვეღარ აღწევენ და ასე ხდეებიან "მრავალცოლიანი"იდიოტები!
მარია
25 ივლისი 2015 10:00
ჰმ
ქალებიც წასულები ვართ და გვიჭირს უკაცოდ ყოფნა
ჯანდაბას კაცს ფიზიკურად უფრო უჭირს უქალობა ვთქვათ
იმ ნაგავს ცოლი ერთი კვირის ჩასული ჰყავდა და ერთ კვირაში ორჯერ გაძვრა საყვარელთან
lali
24 ივლისი 2015 17:19
ქალი თუ კაცი სხვა ქვეყანაში, რომ წავა რა გიკვირთ პარტნიორს რომ გაიჩენს, აი აქ რომ ცოლიც ჰყავთ და სხვის ცოლებს დაზდევენ ისინი არიან არაკაცები. ასევე ითქმის ქალებზეც სხვის ქმრებს რომ დაზდევენ. რუსის ქალი, რომ გყავსთ გამოყვანილი ცუდათ, ქართველმა ქალებმა აჯობეს ყველა ერის ქელებს, ფულზე გაგიჟებული და ყალყზე თმა აფოფრილი ახტებიან კაცებს.
naTia
07 ივნისი 2013 22:48
დამთავრდა თქვენი ბატონობა კაცებო და უაზრობებს ნუ წერთ.ან თანასწორუფლებიანობას შეეგუეთ ან უფრო დაბლა ჩამოგსვავთ....
datiko48
24 მაისი 2013 08:39
"ნურავის განსჯი,და განსჯილი არ იქნები",ეს ოჯახის,უფრო სწორედ ბავშვების ტრაგედიაა,როდესაც მშობლები შორდებიან ერთმანეთს.ძნელია ღალატის აღთქმა,აქ ის ნაძირალაა დასაბეთქვი ვინც მაკას ურეკავდა,სვეტას კი არ უნდოდა დაეკარგა საყვარელი,იქნებ და ოჯახიც შევქმნაო,ფიქრობდა.ყველა ადამიანი საკუთარ ბედნიერებაზე ფიქრობს.არადა ძნელია როდესაც ახალგაზრდა კაცი ხარ უქალოდ ყოფნა,მისტურბაციას ხომ არ დაიწყებდა.ცოლიც მყავდა და შვილებიც,მაგრამ მყავდა საყვარლებიც,მოსკოვშიც და თბილისშიც.ისე სხვა ქალთან რომ დაწვები,შემდეგ ცოლს უფრო ეფერები,ასე რომ მაკა შეუნდე,და ნუ დაანგრევთ ოჯახს,შენ მოთმინე,კაცმა ვერ მოთმინა უქალობა,ბავშვებზე იფიქრე ჩემო კარგო და მათ მომავალზე,ყველაფერი დალაგდება და სიკეთის გზით ივლით.
მაია
23 მაისი 2013 17:51
zaza-ს, მართალი ხარ ზაზა,ეს ნორმაა, ქალები უნდა ავდეთ საშოვარზე წასულ კაცებს. ვინაიდან დღეს ქალები არინ წასული საშოვარზე, ვიდრე კაცები, ამიტომ ქალებიც არ უნდა იკლებდნენ კაცებს, ისინიც ადამიანები არიან, ასე რომ დაწყნარდით ,,კაცებო" დღეს როლები შეიცვალა.
nanuka
20 მაისი 2013 19:26
რა უაზროდ დაწერილი სტატიაა.
nana
20 მაისი 2013 13:00
ოჯახიდან დიდი ხნით წასულ კაცს,ვიღაც კი ეყოლება და ამაში გასაკვირი არაფერია,მაგრამ ცოლი რომ ჩავა მასთან და ცხოვრობს,ის კი მაინც სხვა ქალთან დადის,ეს უკვე ნაძირლობა და არაკაცობაა! ქართველ კაცთა უმრავლესობას(ყველას არ ვგულისხმობ რათქმაუნდა), სულაც არ სჭირდება ოჯახის დატოვება და წასვლა იმისთვის,რომ საყვარელი,ან საყვარლები ჰყავდეს და სწორედ ესაა პრობლემა! ეს ხომ ..ღირსეული" ქართული ტრადიციაა,ისე რა კაცი ხარ,ცოლს თუ უერთგულე და ერთ ქალს დასჯერდი ოჯახის შექმნის მერე? :)კაცი თუ ხარ,მრავალფეროვნება უნდა გიყვარდეს! ამასთან ერთად,ზოგიერთისთვის ემატება კიდევ,მარიხუანა,დასალევი,მეტრიანი ყანწების დაცლა და მჭერმეტყველური სადღეგრძელოები სუფრასთან,თუ როგორ უყვართ და აფასებენ ქართველი მამაკაცები მანდილოსნებს....ერთ-ერთი ასეთია ამ სტატიის პერსონაჟიც,რომლის გამართლებაც გამჩენისთვის მიმინდია....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები