"ტელეფონზე "კეთილისმსურველის" ზარი შემოვიდა, ამ მისამართზე მიბრძანდი და შენი ქმრის ღალატში დარწმუნდებიო"
20-05-2013
"ტელეფონზე "კეთილისმსურველის" ზარი შემოვიდა, ამ მისამართზე მიბრძანდი და შენი ქმრის ღალატში დარწმუნდებიო"
მაკამ მოსკოვში ქმარს ჩააკითხა. რა დალევს ბოროტებს, იჭორავებენ, დაიღლებიან და თავს დაგვანებებენო, - ფიქრობდა გულში.

მაკას და ზაზას ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი. მაკას მამას კი სიძედ მეგობრის შვილი მოსწონდა... იმდენი ქნა, ნიშნობის დღეც კი დათქვეს, მაგრამ სტუმრების მოსვლამდე მაკა სახლიდან გაიპარა... როცა ემოციები დაცხრა და მაკას მამამაც გამოიდარა, პირველი შვილიშვილის დაბადების აღსანიშნავად სიძეს მანქანა აჩუქა. დათუნას შემდეგ თაკო გაჩნდა, რამდენიმე წლის მერე კი, ნაბოლარა მ
არიამი... სანამ მაკას მამა ცოცხალი იყო, გაჭირვება არ დასტყობია ახალგაზრდა ოჯახს, მისი სიკვდილის შემდეგ კი უცებ განიავდა ყველაფერი. მაკას უმცროსი ძმა ნასვამი მიუჯდა საჭეს და ორი ადამიანი გაიტანა. დედამ სახლი გაყიდა და ფეხზე დააყენა დაშავებულები, მაგრამ თავად ვეღარ გაიმართა წელში... ზაზამ მოსკოვში წასვლა გადაწყვიტა. წელიწადში ორჯერ ახერხებდა თბილისში ჩამოსვლას და მონატრებული ოჯახის
მონახულებას...

წლების შემდეგ, მაკამ უკვე წამოზრდილი შვილები იმედიანად დაუტოვა დედას და ქმართან გაემგზავრა. ჰოდა, ახლა ვიღაც ვაიგულშემატკივარი ტელეფონით ატყობინებდა: - კარგა ხანია, შენს ქმარს სხვა ქალი ჰყავსო. მაკა ფიქრობდა, ყველაფერს მოვუყვები ზაზასო, მაგრამ როცა ქმარმა დაურეკა, უჩემოდ ივახშმეო, ეჭვი შეუჩნდა. დედამთილის სიტყვებიც გაახსენდა: - თვალი თვალს რომ დაშორდება, გულიც გადასხვაფერდებაო... ორი დღის შემდეგ ისევ განმეორდა "კეთილისმსურველის" ზარი: ამა და ამ მისამართზე მიბრძანდი და შენი ქმრის ღალატში დარწმუნდებიო.
ვერ დავიჯერებ ზაზას ღალატს, ვიღაცას ჩვენი ურთიერთობის გაფუჭება უნდაო“- ერთსა და იმავეს იმეორებდა ქალი, მაგრამ მითითებულ მისამართზე მაინც მივიდა...

კარი ქალმა გაუღო. ღიმილით ჰკითხა, ვის ეძებთო? მაკას გულს ისეთი ბაგაბუგი გაჰქონდა, ხმა ვერც ამოიღო. მასპინძელმა კი ვიღაცას“გასძახა: შენ უნდიხარო. იმ ვიღაცამაც გამოიხედა და... იქით ზაზას წაეშალა“სახე, აქეთ - მაკას... უხმოდ გამობრუნდა და კიბეს ჩაუყვა. ზაზა წამოეწია: ქალი რომ მეყოლებოდა, რა გასაკვირია? ვიღაცას ჩვენი დაშორება უნდაო. - ერთი კვირაა შენთან ვარ და მაინც იმ ქალისკენ გაგიწია გულმა, - ცრემლად იღვრებოდა მაკა.

მეორე დღესვე მაკა თბილისში დაბრუნდა. მოგვიანებით გაიგო, რომ სვეტას ზაზა სამი წლის წინ გაუცნია და ყველაფერს აკეთებდა, რომ კაცს კომფორტულად ეგრძნო თავი. ხვდებოდა, რომ მის ქართველ რჩეულს ცოლიც უყვარდა და თავდაპირველად არ იმჩნევდა, რომ ეჭვიანობდა... როცა იგრძნო, რომ ზაზას თავი შეაჩვია, პრეტენზიები გაუჩნდა. ზაზა ერიდებოდა სვეტას თანდასწრებით მაკასთან ტელეფონით ლაპარაკს. როცა მაკა მოსკოვში ჩავიდა, სვეტამ \ნაცნობი ქართველი მოისყიდა და მაკასთან დაარეკვინა, სახლის მისამართიც მან უთხრა. მერე უკვე ის მოხდა, რაც უკვე გიამბეთ... ზაზამ სვეტასთან ურთიერთობა გაწყვიტა, მაგრამ მაკასთან მაინც ვერ აღადგინა...
ნინო
04 თებერვალი 2018 16:32
ჩემს ცხოვრებას ჰგავს ეს ამბავი, ჩემი ქმარიც წასული იყო უკრაინაში, ვითომ ოჯახის გულისთვის,დედამთილის რჩევით, 5 წლის ბავშვით ჩავაკითხე დონეცკში, დიდად არ გახარებია , იმ საღამოსაც საყვარელთან წავიდა, აი, აქ დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა სამუდამოდ, სამი წლის მერე იმ საყვარლის ქმრის მოკლული ჩამოასვენეს საქართველოში. დღემდე არასოდეს არ მინანია ჩემი გადაწყვეტილება, ჩემს თავს ვერასოდეს ვერ ვაპატიებდი რომ შევრიგებოდი, ან იმის თვალწინ ერთი ცრემლიც გადმომეგდო, მიმაჩნია, რომ მთავარია ღირსება და თავმოყვარეობა.
mzia
04 თებერვალი 2018 15:33
როდესაც საყვარლებს კალებად აგიკვამენ კაცები ხოლო ცოლებს მოსამსახურეებად ეს არის ცუდი
niania
11 მარტი 2017 01:30
მოსკოვში უმეტესობა ეგრე ცხოვრობს ,თბილისშიც ყავთ ცოლი და მოსკოვშიც ,რამდენიც გინდა და შეგუებულებიც არიან,მთავარია ქმარმა არ "მოაკლოს"არაფერი.საზიზღრობაა,ეგეთი კავი რა გასაჩერებელია?!
კაცები გაებმევიან და მერე თავს ვეღარ აღწევენ და ასე ხდეებიან "მრავალცოლიანი"იდიოტები!

რედაქტორის რჩევით