რუსეთი ოკუპანტია !
"სოფლიდან გამაგებინეს, გათხოვდაო. თავის მოკვლაც კი მინდოდა, მაშინ გავუსინჯე პირველად ნარკოტიკს გემო..."
"სოფლიდან გამაგებინეს, გათხოვდაო. თავის მოკვლაც კი მინდოდა, მაშინ გავუსინჯე პირველად ნარკოტიკს გემო..."
ვის უფრო დიდი და ძლიერი სიყვარული შეუძლია - ქალს თუ მამაკაცს? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის მოძებნა ძალიან ძნელია...

ეს წერილი ერთ-ერთმა ჩვენმა მკითხველმა მამაკაცმა გამოგვიგზავნა და გულახდილად გვიამბო ის, რაც მრავალი წელია აწუხებს:
"გურიის ერთ-ერთი ულამაზესი სოფლიდან გახლავართ. მეათე კლასში ვიყავი, როცა ჩვენს სკოლაში სასწავლებლად გადმოვიდა მშვენიერი გოგონა, მაკა. შემიყვარდა. სულ მის ახლოს მინდოდა ყოფნა. ყველაფერს ვაკეთებდი მაკას გულის მოსაგებად. მეგობრები მაქეზებდნენ, სიყვარულში გამოუტყდიო, მე კი ვერ ვუბედავდი... ერთ საღამოს,
როცა ამხანაგის დაბადების დღის შემდეგ მაკა შინამდე მივაცილე, როგორც იქნა, ვუთხარი: იცოდე, ჩემსავით ვერავინ შეგიყვარებს-მეთქი. მოვხვიე ხელი და ვაკოცე. სიკვდილამდე არ დამავიწყდება ეს პირველი კოცნა. ახლაც, ხანმოყრილი და ათას ჭირვარამგადატანილი გავიხსენებ თუ არა იმ ტკბილ წუთებს, ჟრუანტელი მივლის. ენით არ გამოითქმის ის გრძნობა, რასაც მაკას
მიმართ ვგრძნობდი და რაც დღემდე მომყვება.

მერე სამხედრო სავალდებულო სამსახურმა მომიწია. მოსკოვის ოლქში გამგზავრების წინ მაკამ ერთგულება შემომფიცა... ჯარში დღეებს თითებზე ვითვლიდი. სანიმუშოდ ვიქცეოდი, რომ შვებულება მოეცათ და გურიაში ჩასულს ცოტა ხნით საშუალება მქონოდა უსაყვარლესი ადამიანის ახლოს ყოფნისა. მართლაც, 8 თვის მერე ორი კვირით შინ გამიშვეს. მაშინვე მის სანახავად გავეშურე, მაგრამ მაკა ცივად შემხვდა. ვერ გამეგო, რა მოხდა იმ მოკლე დროში. ვეკითხებოდი და პასუხად მხოლოდ მხრებს იჩეჩდა. გულმოკლული დავბრუნდი ჯარში. ცოტა ხნის მერე სოფლიდან გამაგებინეს, მაკა გათხოვდაო. ცა ჩამომექცა, თავის მოკვლაც კი მინდოდა. იქაური მეგობრები მდარაჯობდნენ, რომ საბედისწერო ნაბიჯი არ გადამედგა. მერე უფროსობას ავღანეთში გაგზავნა ვთხოვე. უარი მითხრეს. მაშინ გავუსინჯე პირველად ნარკოტიკს გემო...

ჯარიდან 1986 წლის მიწურულს გავთავისუფლდი. მაკა აღარ მინახავს. რა აზრი ჰქონდა? რამდენიმე ხნის მერე ცოლი შევირთე. ქალ-ვაჟი შეგვეძინა, მაგრამ მაკა ვერც გონებიდან და ვერც გულიდან ვერ ამოვიგდე. ვფრთხილობდი, რომ ცოლისთვის მაკა არ დამეძახა... ისევ ნარკოტიკს მივეძალე. ვერ ვიტყვი, ნარკოტიკმა მაკა დამავიწყა-მეთქი (არადა, სწორედ ამიტომ ვიკეთებდი წამალს), მაგრამ მტკივნეულად არ მახსენდებოდა, პირიქით, წარსულს ვუბრუნდებოდი, როცა ბედნიერები ვიყავით და ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით.

გავიდა 20 წელი. ხანდახან მაკას ქუჩაზე გავივლიდი ხოლმე იმ იმედით, რომ წუთით მაინც მომეკრა თვალი... ერთ დღესაც ჩვენმა საერთო მეგობარმა დამირეკა და მაკაზე დამიწყო ლაპარაკი. ლამის გული ამომივარდა. მერე მისი ტელეფონის ნომერი მომცა და... დავურეკე ჩემს მაკას... ასე აღდგა ჩვენ შორის ურთიერთობა. მაკას დაჟინებული თხოვნით, მე უარი ვთქვი ნარკოტიკებზე. ფარულად ვხვდებოდით ერთმანეთს. იმ დროს უბედნიერესი კაცი ვიყავი. არც ვფიქრობდი, როდემდე ან როგორი სახით გაგრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა... მერე ვიღაცამ ამბავი მიუტანა მის ქმარს და მაკა კვლავ ჩამომშორდა. ეს მეორე დაშორება უფრო მტკივნეულად გადავიტანე. ამ პერიოდში ჩხუბი მომიხდა და 5 წელი მომისაჯეს. სამი წლის შემდეგ გავთავისუფლდი. მალე აგვისტოს ომი ატყდა. მაკამ გაიგო, რომ საბრძოლველად ვაპირებდი წასვლას. შევუთვალე, - გთხოვ, წასვლისას მნახე, ვინ იცის, ცოცხალი აღარც დავბრუნდე-მეთქი. არ მნახა... მალე გამაგებინეს, მაკას ქმარი გარდაიცვალაო. ეტყობა, ჩვენი სიყვარული და ურთიერთობა ბედისწერაა. ჩვენ ისევ დავუახლოვდით ერთმანეთს. ვერ გეტყვით, რა იქნება მომავალში, მაგრამ დღეს ისევ ბედნიერი ვარ, რადგან საყვარელი და უძვირფასესი ადამიანი გვერდით მყავს.
ერთგული მკითხველი სოსო".
Marine
10 ნოემბერი 2017 10:34
Miyvars aseti siyvaruli uzlieresi adamiani yopilxar, tumca narkotokis gasinjvas ver mogiconeb , samcuxarod siyvaruls aqvs erti cudi damaxasiatebeli tviseba, roca zlieri siyvarulit giyvars sxvaze agar piqrob, mat shoris arc colshvilze, me bednierebas vusurveb tqvens ojaxs piradad tqven ki am siyvarulis gagrdzrlebas radgan oxmxrivi siyvaruli befnierebaa
nino
16 დეკემბერი 2009 11:05
ვფიქრობ, რომ ქალს ბევრჯერ შეუძლია სიყვარული. კაცმა თუ შეიყვარა სამუდამოა. ვერავის განსჯი. ან განსასჯელი რაა? ბედნიერების უფლება ყველას აქვს. თუ ცოლი არ უყვარს ის ცოლი ბედნიერია? მარტო გვერდით ყოფნა ხომ არაა?
shorena
15 დეკემბერი 2009 11:14
არ ვამართლებ სიყვარული ყველას ვერ გაუღიმებს რაც არ უნდა გაღიმებული შეხვდნენ მას..ნარკოტიკებით დავიწყება ადამიანის და ვითომ ტკივილის შემსუბუქება ეს უბრალოდ მიზეზია.თუ გიყვარს უნდა იბრძოლო მისთვის, იბრძოლო სიყვარულისთვის...თქვენ განგებამ და იღბალმა შეგახვედრათ ერთმანეთს ისევ...იმედია ბედნიერები იქნებით,მაგრამ ეს მიზანი უფრო იქნებოდა თქვენთვის ვიდრე მისი სიყვარული ..სიყვარულს გაფრთხილება უნდა თორემ ეს ლამაზი და უნაზესი გრძნობა უსასტიკეს გრძნობად შეიძლება გადაიქცეს,...ბედნიერებას გისურვებთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე?