მშობლებს მოვატყუე, რომ "მხედრიონელებმა" გამაუპატიურეს
08-07-2013
მშობლებს მოვატყუე, რომ "მხედრიონელებმა" გამაუპატიურეს
წელმოწყვეტილს ჩანთით ჩემი შვილის გვამი მიმქონდა

"საშინელება ყოფილა ტკივილით  ცხოვრება, რომელიც 20 წელზე მეტია, მაწვალებს. გადავწყვიტე, გაგენდოთ. წერილი რედაქციის მისაღებში დავტოვე, ვერ გავბედე ჟურნალისტთან შეხვედრა", - გვწერს ლიკა.

17 წლის ვიყავი. უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ინგლისურ ენაში ვემზადებოდი. იქ ნანა გავიცანი, ძალიან თავისუფალი გოგო იყო. ქალაქში ყველაზე სიმპათიურ ბიჭებთან მეგობრობდა... მშობლები არ ეკითხებოდნენ, სად დადიოდა... ერთ დღეს მეგობრის დაბადების დღეზე დამპატიჟა. დედას მოვატყუე, - კლასელი გოგონას დაბადების დღეა და ღამით მასთან დავრჩები-მეთქი...
დათქმულ ადგილზე ნანა მანქანით მოვიდა, რომელიც ბიჭებით იყო გატენილი. ცოტა კი შემეშინდა, მაგრამ უარის თქმა ვეღარ შევძელი...

ტაბახმელაში, ვიღაცის სახლში მივედით. უზარმაზარ ოთახში სუფრა იყო გაშლილი და მუსიკა ღრიალებდა. იქ უამრავი გოგო-ბიჭი ირეოდა, ყველა უცნობი იყო. უხერხულობის მოსახსნელად სასმელს მივეძალე. ცეკვის დროს დავინახე, ოთახში ის
ბიჭი შემოვიდა, ვისზეც ნანასთვის არაერთხელ მითქვამს, - ძალიან მომწონს-მეთქი. ნანა მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა, - სიურპრიზი მოგიწყვეო. ასე გამაცნო ბადრი, რომელიც მერე სასმელს მაძალებდა. მალე საშინლად დავთვერი და ნანას ვუთხარი, შინ წასვლა მინდა-მეთქი. რა დროს სახლია, მეორე სართულზე საძინებელია, დაწექი და გამოიძინე, როცა წასვლას დავაპირებთ, გაგაღვიძებო... ღონეწართმეული დავეცი ლოგინზე. ბუნდოვნად მახსოვს, ნანას გასვლიდან მალე კარი გაიღო და ვიღაც შემოვიდა, ჩემთან დაიხარა და კოცნა დამიწყო... ვინ ხარ-მეთქი, - ვეკითხებოდი და ვცდილობდი, მომეგერიებინა, მაგრამ არ შემეძლო წინააღმდეგობის გაწევა... ის ვიღაც - ბადრი იყო. გამაუპატიურა, თუმცა, ეს არ იკმარა და თავის მეგობრებსაც, ხუთ კაცს გააუპატიურებინა ჩემი თავი. ვხაოდი, მაგრამ მუსიკა ანგრევდა მთელ სახლს და ვინ გაიგონებდა?..

მეორე დღეს განადგურებული მივლასლადი შინ. არ ვიცოდი, ვისთვის გამემხილა, რა უბედურებაც დამატყდა თავს.
...ნანა ისე წასულა, არც ვუკითხავვარ. მოგვიანებით გავიგე, აღვირახსნილი და უზნეო ყოფილა...
ამ საშინელი ძალადობის შედეგად დავორსულდი. მეშინოდა, არ ვიცოდი, რა მეთქვა მშობლებისთვის. ვერც აბორტის გაკეთება მოვახერხე... რაც შემეძლო, მუცელს ვიკრავდი. საშინელი ტკივილები მქონდა. დღესაც ვერ ვხვდები, როგორ მივაღწიე შვიდ თვემდე. ერთ საღამოს აბაზანიდან რომ გამოვედი, დედა საძინებელში შემომყვა და მიბრძანა, პირსახოცი შემოიხსენიო... მუხლებში ჩავუვარდი, არასოდეს დამავიწყდება, როგორ მცემდა. ღრიალებდა, - ვისი ნაბიჭვარი დაგყავს მუცლითო. ვუთხარი, - შეიარაღებულმა "მხედრიონელებმა" გამაუპატიურეს, არ ვიცი, ვინაა ჩემი უბედურების მიზეზი-მეთქი... სირცხვილის დასამალავად ოჯახმა გამომიცხადა, სანამ არ იმშობიარებ, შინიდან ფეხს ვერ გადგამო... მძულდა ნაყოფი, რომელსაც მუცლით ვატარებდი, ვერ წარმომედგინა, რომ იმ ავადგასახსენებელ ღამეს ღვთის ნებით ჩამესახა ბავშვი.

მშობიარობა ვადაზე ადრე დამეწყო. მაშინ მობილურები არ იყო, მშობლები კი სოფელში იყვნენ და ხმას ვერ მივაწვდენდი. სასწრაფოს გამოძახებაც ვერ გავბედე, - შემეშინდა, მეზობლებმა არ გაიგონ-მეთქი. მარტომ ვიმშობიარე, ჩვილი მკვდარი დაიბადა. როცა ბავშვს დავხედე, გული მომიკვდა - მინდოდა, გადარჩენილიყო, მაგრამ ვერ ვუშველე...

ის ღამე კოშმარში გავატარე...
მეორე დღეს ძლივს ავითრიე წელი, ბავშვი ცელოფანში გავახვიე, დიდ ჩანთაში ჩავდე და დაღამებას დაველოდე... მერე შინიდან ჩუმად გავედი, როგორმე სასაფლაომდე უნდა მიმეღწია. მაშინ გავიარე ჩემს სიცოცხლეში ყველაზე საშინელი გზა. მივდიოდი ჯანდაბაში, წელმოწყვეტილი, მაკანკალებდა, ჩანთით საკუთარი შვილის გვამი მიმქონდა... სასაფლაოსთან მივედი თუ არა, ჩანთა დავაგდე და გამოვიქეცი, მაგრამ მერე მივბრუნდი... ღამით სასაფლაოზე საკუთარ დაბადებას ვტიროდი. ვნატრობდი, ვინმეს მოვეკალი. მესაფლავის ჯიხურთან თოხი და ბარი ვნახე. ერთ მეტრამდე სიღრმის საფლავი გავუთხარე ჩემს უბედურ შვილს... ალბათ წარმოგიდგენიათ, რას განვიცდიდი ამ დროს 18 წლის გოგო, ახალნამშობიარები...

გამთენიისას მივლასლასდი შინ.
ჩემს მშობლებს გაუხარდათ, რომ ჩვენი ოჯახის სირცხვილი ვერავინ გაიგო... მერე ორი კვირა მომაკვდავი ვეგდე, მაღალი სიცხეები მქონდა. დედაჩემმა გინეკოლოგთან არ მიმიყვანა, - შენ შესახებ იმაზე მეტი არ უნდა იცოდნენ, ვიდრე საჭიროაო... მოკლედ, დედობის უნარი სამუდამოდ წამერთვა. ახლა ჩემი მშობლები ცოცხლები აღარ არიან. ოთხი წლის წინ გავიცანი ერთი ქვრივი კაცი, რომელმაც ძალიან შემაყვარა თავი. პატარა ქალიშვილი ჰყავს. ისე მივენდე, რომ ყველაფერი ვუამბე. ძალიან განიცადა ჩემი უბედურება. მითხრა, ცოლად წამომყევი და შევეცდები, ყველა დარდი დაგავიწყოო. ასეც ხდება, ის ჩემი ტკივილების წამლად იქცა...
ახლა ჩემი ქმრის გოგონას თვალისჩინივით ვუფრთხილდები, მინდა, ისე აღვზარდო, რომ ვერავინ შეძლოს მისთვის გულისტკენა...

სოფო გამრეკელი
მართალი
15 თებერვალი 2018 16:25
ასეთი საქციელი არ ეპატიება ქალს მითუმეტეს ქართველ მანდილოსანს.
, ალბათ მის გაზრდაში მისმა მშობლებმა შეცდომა დაუშვეს.(გავიხსენოთ გამზრდელი)
გაუგებარია, როგორ ჩაჯდა იმ მანქანაში, ან როგორ მიეძალა სასმელს, რას ნიშნავს ეს, ან ის მეგობარი ცუდი გზისა
ყოფლაო რაა ... ვერ ატყობ, მეგობარი თუა რისი მაქნისია?

მაინც მე არ განვიკითხავ ღმერთმა შეუნდოს მითუმეტეს თვითონ თუ ხვდება ამას, უბრალოდ, სხვისთვის რომ არ იქცეს ასეთი დაუფიქრებელი საქციელი გამართლებულად, ამ სტატიას ხომ უამრავი ახალგაზრდა კითხულობს...
Tiko
15 თებერვალი 2018 09:08
Bedniereba da siyvaruli ar mogklebodes
ლევანი
15 თებერვალი 2018 01:00
სახში უნდა დაჯდე და არა მშობელი ატყუო გართობა მოგინდეს ამიტო არუნდა მოხვდე ისეთ გარემოში სადაც უკვე გამოსავალი არარსებობს რომ შეამჩნევ გარემო არის ისეთი სადაც საფრთხეა იმ წამსვე უნდა მოშორდე იქაურობას

რედაქტორის რჩევით