"იმ ქალის მსხვერპლი გავხდი, ვინც ჩემი "მოჩანგლული" მეგონა"
15-07-2013
"იმ ქალის მსხვერპლი გავხდი, ვინც ჩემი "მოჩანგლული" მეგონა"
"ექიმმა მითხრა, სტერილური ხარ, ქალს ვერ დააორსულებო"

"ერიდე სამსახურებრივ რომანს, თორემ ერთხელაც საბედისწერო ქალს გადაეყრები და თავ-ბედს გაწყევლინებს, - მაფრთხილებდა მამაჩემი. გული მიგრძნობდა, ამის მწარე გამოცდილება ჰქონდა. ფაქტობრივად, ამიხდა მამაჩემის წინასწარმეტყველება, მაგრამ დღეს მჯერა, რომ ეს შეხვედრა უნდა მომხდარიყო. მან ჩემი ცხოვრება შეცვალა", - მიყვება თორნიკე...


სამსახურებრივი რომანები ცხოვრებას მიხალისებდა. მაგარი განცდაა - სამსახურში მას უნდა შეხვდე, მერე რა, რომ გუშინ მთელი საღამო ერთად გაატარეთ, კარგა ხანს ისიყვარულეთ... მეორე დღეს
ისე იქცევი, თითქოს წინადღეს არაფერი მომხდარა. ის ღიზიანდება, გამომწვევად იქცევა...

ერთხელაც მივხვდი, რომ ასე თამაშ-თამაშით ხაფანგში გავები, მაგრამ ვერ ვახერხებდი თავის დაღწევას. იმის მსხვერპლი გავხდი, ვინც ჩემი "მოჩანგლული" მეგონა. ანასთან დაახლოება იმიტომ მოვინდომე, რომ გავიგე, უფროსის ნასაყვარლარი იყო. მისთვის ინფორმაციის დატყუება მინდოდა, რაღაც გეგმები მქონდა
- წინა რომანით იმედგაცრუებული ქალი ყველაფერს მეტყვის ყოფილ საყვარელზე-მეთქი. შევცდი. გაწაფულ მოთამაშეს გადავეყარე და გვიან მივხვდი, რომ იმედგაცრუებული ანა კი არა, სწორედ ის უფროსი იყო... ანას "კოლექციის" ყველა "ნიმუში", ანუ ყველა იმ კაცის ვინაობა გავარკვიე, ვისთანაც ოდესმე კავშირი ჰქონია. მეგონა, ეს დამეხმარებოდა, რომ მასზე გულის აცრუებაში. ამაოდ. უფრო ვხელდებოდი, ისიც უფრო აზარტში შედიოდა და მაგიჟებდა. გამირბოდა, მემალებოდა... ყველა ნაბიჯს ვუკონტროლებდი, არავის ვაკარებდი ახლოს. არ ვიცი, რა მჭირდა, მიყვარდა? ალბათ არა. მაგრამ მსურდა, მხოლოდ ჩემი საკუთრება ყოფილიყო...

ერთ დილას რაღაც მოუსვენრობამ შემიპყრო. ვერ გამეგო, რა მჭირდა. დავურეკე, მაგრამ დუმდა. მერე მეგობარს დავურეკე, ანა სად არის-მეთქი. არ გაამხილო, რომ მე გითხარი, აბორტის გასაკეთებლად წავიდაო. არასდროს მიფიქრია შვილზე, ოჯახზე, არ მაინტერესებდა ასეთი "ტვირთი" 28 წლის სიცოცხლით სავსე კაცს. ალბათ ოდესმე ოჯახსა და შვილებზეც ვიფიქრებდი, მაგრამ არა იმ ცუნდრუკა ქალებთან, ვისთანაც მანამდე მქონია საქმე... წამებში გავიაზრე, რაც ხდებოდა... ორსულად ვისგან არის-მეთქი>, - ვიყვირე. რა თქმა უნდა, შენგან, თვითონაც ხომ იცი, სათოფეზე არავის აკარებო. კინაღამ გავგიჟდი, მამა უნდა გავმხდარიყავი და ამას არც მიმხელდა ჩემი შვილის მუცლით მატარებელი ქალი და ჩუმად აპირებდა ბავშვის მოკვლას. იცი, სად წავიდა-მეთქი? ხათუნამ კლინიკის მისამართი და ექიმის ვინაობა მითხრა. არ მახსოვს, რა სისწრაფით მივქროდი მანქანით და როგორც იტყვიან, აბორტმახერის მაშებს გამოვსტაცე შვილი. უნამუსო დედამისი კი ჩემი ხელით ჩამოვათრიე გინეკოლოგიური მაგიდიდან. ექიმი გაოგნებული გვიყურებდა.

არ ვიცი, როგორ გადავწყვიტე ეს, ან როგორ შევძელი ანას დაყოლიება, მაგრამ იმ დღესვე მოვაწერეთ ხელი და ცოლად შევირთე. ძლივს გავიდა აუტანელი შვიდი თვე, სანამ ბავშვი გაჩნდა, ანა გამუდმებით ცდილობდა, საფრთხე მოეწია თავისი თავისთვის, რომ ორსულობა ნაადრევად შეწყვეტილიყო. Mმე კი ბავშვის მცველად ვიქეცი, ღამეებიც კი არ მეძინა. 9 თვემდე ცოტა აკლდა, მშობიარობა რომ დაეწყო. ჩემი ლაშა სუსტი ფილტვებით დაიბადა, ძლივს ამოაღებინეს ხმა, მაგრამ მალე მდგომარეობა გართულდა და აპარატზე შეაერთეს. 6 ღამე ვათიე რეანიმაციაში მასთან ერთად. მერე ექიმმა მითხრა, ბავშვის გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობსო. დავიჟინე, აპარატიდან გამორთვის უფლებას არ მოგცემთ-მეთქი. დედაჩემმა მთხოვა, რომ მღვდლის მოყვანას მაინც დავთანხმებულიყავი. მანამდე ურწმუნო ვიყავი... შვილო, ხშირად ნათლობა სასწაულებს ახდენსო, M- მევედრებოდა დედა. მეც თავში ჩამებეჭდა, რომ ნათლობას სასწაული უნდა მოეხდინა. მართლა მოხდა სასწაული... ლაშა გადარჩა, ახლა ის 12 წლისაა და მამის თვალისჩინია. 6 თვის იყო, მე და ანა რომ გავიყარეთ. ვთხოვე, ბავშვს მე დავიტოვებ-მეთქი. კი ბატონოო, - მითხრა და მალე საზღვარგარეთ წავიდა. დღემდე შვილთან ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორც კარგ ნაცნობს. რატომღაც ლაშას დედამ ვერ გაიღვიძა მასში...

ერთი სასწაულიც უნდა გითხრათ. ლაშას დაბადებიდან მალევე დამიდგინდა პროსტატის ანთება და კიდევ სხვა, ცუდი დაავადება, რაზეც ლაპარაკი არ მინდა. შოკის მომგვრელი იყო გამოკვლევების პასუხი - ექიმმა მითხრა, დიდი ხანია სტერილური ხარ და მამა ვერ გახდებიო. აბა, ბავშვი როგორ გაჩნდა-მეთქი, - ამოვიხავლე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ლაშა ჩემი შვილი იყო. ექიმი დაიბნა. არ იცოდა, შვილი რომ მყავდა...

დნმ-ის ტესტმა კიდევ ერთხელ დაადსტურა ჩვენი მამაშვილობა. ჩემი სტერილურობა კი სხვა კვლევებმაც აჩვენა. თურმე დაავადება რამდენიმე წელი ჩუმად მიდიოდა ორგანიზმში, რის გამოც ბავშვი არანაირად არ უნდა ჩასახულიყო...

სოფო გამრეკელი
12 იანვარი 2018 00:34
გთხოვთ მიპასუხოთ, ჩემი რჩეული მსოფლიო როდის რომელი ტომით მთავრდება?
გავაზელი
11 მაისი 2017 18:21
რა მზეობაა
lia
11 მაისი 2017 11:58
რომ წავიკითხავ- ვინაა ავტორი - სტატიებს აღარ ვკითხულობ :)

რედაქტორის რჩევით