"ფეისბუკი" ოჯახს მინგრევს"
05-08-2013
"ფეისბუკი" ოჯახს მინგრევს"
- ბოლო დროს ჩემი ქმარი უცნაურად იქცევა. გვიან იძინებს. მე რომ დაძინებას დავაპირებ, ის წიგნს მოიმარჯვებს, თავის სავარძელში ჩაესვენება და კითხვას იწყებს. ვიცი, როგორც კი დამეძინება, კომპიუტერს მიუჯდება და "ფეისბუკში" ყოფილ შეყვარებულთან ჩათაობს. ეკრანზე გაშლილი აქვს უამრავი საიტი... თუ თავზე დავადექი, მყისვე აქრობს "ფეისბუკს" და სერიოზული სახით კითხულობს სამეცნიერო ტექსტებს. სამსახურის მასალები მქონდა წასაკითხი და აი, ისევ გვიანობამდე შემიყოლიაო, - წელზე ხელს მომხვევს და ყალბი ტექსტით "მეჟღურტულება". ახლა 5 თვის
ორსული ვარ. ორი შვილი უკვე გვყავს. მეათე წელი იწურება ჩვენი დაქორწინებიდან. ყოველთვის ბედნიერად ვცხოვრობდით, არასოდეს შემიტყვია ქმრისთვის, რომ არ ვუყვარდი, მაგრამ ახლა ყველაფერი თავდაყირა დადგა.

- იქნებ გეჩვენება, ან ძალიან ემოციურად აღიქვამ ამ ამბავს.
- არ მეჩვენება. რამდენიმე თვის წინ შემთხვევით გავიგონე, მეგობარს რომ ეუბნებოდა,
დღეს ქუჩაში სოფო დავინახე, მუხლები მომეკვეთა და ენა ჩამივარდა, მაგრამ მაინც მოვერიე თავს, მანქანიდან გადავედი და დავუძახე, მერე ძლივს მოვუყარე სათქმელს თავიო. მეგობარს გაეცინა, შენ ისევ ხომ არ გიყვარს ის გოგოო? ლევანმა უპასუხა, უკვე 11 წელი გავიდა, მაგრამ ვერასოდეს დავივიწყებო. ამ სიტყვების გაგონებაზე ავნერვიულდი და კარის სახელურზე მომიხვდა ხელი, ხმაურზე გამომხედეს და უხერხულად გაჩუმდნენ... საგონებელში ჩავვარდი, ვინ სოფოს შეხვდა? ე.ი. ვიღაც ჩემი სეხნია იყო.  სულ ამბობდა, რომ ეს სახელი განსაკუთრებით უყვარდა. ანანო რომ გაგვიჩნდა, მითხრა, შენ რომ სოფო არ გრქმეოდა, ანანოს დავარქმევდი ამ სახელსო. მაშინ ამის მოსმენა მსიამოვნებდა...

- ვის არ შეხვედრია ძველი სიყვარული, ან ენა ვის არ დაჰბმია ყოფილ შეყვარებულთან ლაპარაკისას. იქნებ ამუქებ ყველაფერს.

- არა, დამიჯერეთ, ზუსტად ვიცი, რაც ხდება. დავაკვირდი მისი მეგობრების სიას სოციალურ ქსელში. ვაკონტროლებდი ვინმე სოფოს თუ დაიმატებდა. ასეც მოხდა, მათ ურთიერთობა ინტერნეტში აღადგინეს. ძალიან სასიამოვნო გოგოა. მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ჩემი ქმარი იქცევა საშინლად.
მე მათ მიმოწერას ვნახულობ. ჩემი ქმარი აზრზე არ არის, რომ მისი პაროლი ვიცი. როდესაც შინ არ არის, ვხსნი მის გვერდს და ვკითხულობ. მიუხედავად იმისა, რომ ის გოგო ინტერნეტში დაუმეგობრდა, ძალიან თავშეკავებულად პასუხობს ლევანს. თავიდანვე მხურვალე წერილი მისწერა ჩემმა ქმარმა. სოფომ წაუყრუა. მნიშვნელობა არ მიანიჭა მის ემოციებს. ახლაც გამუდმებით აფრთხილებს, ცოლშვილიანი ხარ, კიდევ ბავშვს ელოდებით და შემეშვიო...

- იქნებ ეს ქალური ეშმაკობაა და ასე ცდილობს მეტად დააინტერესოს შენი ქმარი?

- არა მგონია. ეტყობა, ისედაც არ აკლია თაყვანისმცემლები და ამ ჩემი თითქმის სამშვილიანი ქმრისთვის რატომ უნდა გაგიჟდეს, მით უფრო, თავის დროზე დაშორდა, როდესაც ლევანს ოჯახი არ ჰქონდა.

- მაშ რაღა განერვიულებს?
- მოსვენებას არ აძლევდა ლევანი, შემხვდიო... ბოლოს შეხვდნენ. მანქანით ისეირნეს. ვაშლოვნის ნაკრძალი მოუვლიათ.  იმ გოგომ ნაკრძალში გადაღებული ფოტოები დადო თავის გვერდზე. მეგობრებმა კომენტარებში დაუწერეს, რა ლამაზად გამოიყურები, რა საოცარი ფოტოებიაო. იმან კიდევ ისეთი რამ დაწერა, რომ გული ლამის გამისკდა. როდესაც შეყვარებული კაცი გიღებს ფოტოებს, ლამაზად გხედავსო.

- გამოდის, თანაუგრძნობს ლევანს.
- ვფიქრობ, უბრალოდ კეკლუცობს, მოსწონს კაცის ყურადღება. დავფიქრდი, მე როგორ მოვიქცეოდი მის ადგილზე, ალბათ მასავით, მეც მომეწონებოდა კაცის გადამეტებული ყურადღება და სიამოვნებით აღვნიშნავდი ამას. ჩემი ქმარია გადარეული და მოსვენებას არ აძლევს.

- ხშირად ხვდებიან ერთმანეთს?

- არა, მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ. მას შემდეგ ჩემი ქმარი წერილებს სწერს, მაგრამ ის ხან დასცინის, ხან ჭკუას არიგებს. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ ლევანს მასთან, როგორც ქალთან გართობა უნდა და ამიტომაც ეჩალიჩება. რამე რომ ხდებოდეს, ქცევაზე ხომ უნდა ეტყობოდეს?

- რას გულისხმობ, შენთან ურთიერთობებში არ გაცივებულა?
- არა. როგორც იყო, ისევ ისეა. უბრალოდ გვიან იძინებს. სხვა მხრივ თითქმის არაფერი შეცვლილა. ბავშვების მიმართ ისევ ისეთი ყურადღებიანია. მეც არაფერს მაკლებს, მაგრამ ხომ ვიცი, ვიღაცას რომ ეარშიყება. ერთხელ მისწერა, ცოლი სახელის მიხედვით შევარჩიე და როდესაც მას მივმართავ, შენ მახსენდებიო. ეს რომ წავიკითხე, კინაღამ მოვკვდი.

- არ გინდა, რომ დაელაპარაკო? იქნებ დახმარება უნდა, რომ იმ ქალთან სიახლოვის სურვილი დასძლიოს?
- მეშინია, ვაითუ გაბრაზდეს, რომ მის მიმოწერას ვკითხულობ. იქნებ ამით უფრო გავაფუჭო საქმე.

- აბა რას აპირებ?

- ასე, ჩუმად უნდა ვაკონტროლო მოვლენები. თუ რეალურ საფრთხეს შევნიშნავ, რაღაცას ვიღონებ. ახლა კი ძალა არ მაქვს. ვკითხულობ ჩემი ქმრის სასიყვარულო წერილებს და გულს ვასკდები.

- ვერ გატყობს, რომ ნერვიულობ?
- კი. მკითხა კიდეც, რა გჭირსო? როდესაც განსაკუთრებული გრძნობით წერს წერილებს, იმ დღეს ადგილს ვერ ვპოულობ.  მეშინია მუცელში ბავშვს არაფერი მოვწიო. ფსიქოლოგთანაც კი მივედი. მითხრა, ეს პრობლემა შენს ქმართან ერთად უნდა განვიხილოთ, სხვანაირად არ მოგვარდებაო. მე კი, გამიგეთ, არ შემიძლია ქმარს ვუთხრა, რომ მისი საიდუმლო ვიცი. დავიჯერო, საბედისწერო შეცდომას ვუშვებ? ისიც ვიფიქრე, იმ გოგოს შევხვდები, დაველაპარაკები-მეთქი, მაგრამ რა ვუთხრა? ხომ მეტყვის, შენს ქმართან საქმე არ მაქვს, თვითონ ჩამომაცილეო? ლევანს ზოგჯერ დღეების განმავლობაში არ ეხმიანება. თურმე სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობს. ამ ყველაფერს კი ჩემი ქმრის საყვედურებით სავსე წერილებიდან ვიგებ.

P.S. ვიმედოვნებ, ჩვენი მკითხველი არ დაიზარებს სოფოსთვის რჩევების მიცემას და დაეხმარება დასძლიოს პრობლემა, რომელიც ჩემი აზრითაც, ქმართან გულწრფელი საუბრის შედეგად უნდა მოაგვაროს...
ganqorcineba.rAs elidebit da itanjavt tavs.
03 აგვისტო 2017 13:20
Gankorcineba.nu itanjavt tavs.
...
03 აგვისტო 2017 11:14
Chemo kargo vici dzalian dznelia da rtulia rasac dagarigeb magram ecade tavi aiyvane da yvelaferi kargad iqneba. Nu miaqcev saertod yuradgebas tu isev isetia tqvens mimart da ar aris shecvlili tqveni meugle damijere ar miaqcio yuradgeba da is tviton daamtavrebs im flerts. Damijere.da gaufrtxildi im pataras mucelshi rom gyavs. Gmertma mshvidobiani muxli mogayrevinos.
marina
03 აგვისტო 2017 10:00
წერილების კითხვით თავს უფრო დაიტანჯავთ, ეს საშინელებაა სჯობს თქვენ ქმარს უთხრატ რომ შემთვევით გაიგეთ , ტუნდაც მის მეგობარტან საუბარს მოკარით ყური, ამაზრზენია რომ ქმარი სხვა ქალზე ფიქრობს, გამოდის რომ შენ როგორც ქალი მისთვის არაფერს წარმოადგენ, გაარკვიეთ თქვენ ქმართან და მერე თავად გადაწყვიტეტ მოვლენებიდან გამოპმდიანრე როგორც გააგრძელოთ ცხოვრება

რედაქტორის რჩევით