"სადედამთილოს გავუმხილე, რომ ქალიშვილი არ ვიყავი"
"სადედამთილოს გავუმხილე, რომ ქალიშვილი არ ვიყავი"
მაკას ჩვენთან საუბარი ბოლო დროს ე.წ. "ქალწულობის ინსტიტუტთან" დაკავშირებულმა აჟიოტაჟმა გადააწყვეტინა.

მაკა:
- ხშირად ამბობენ, სადედამთილოებს მიჰყავთ სარძლოები ქალწულობის დასადგენ ექსპერტიზაზეო, მაგრამ, მგონი, გაზვიადებულია.  ეს როგორ უნდა მოაფიქრდეს რომელიმე სადედამთილოს, ან სარძლომ, ასეთი მოთხოვნის შემდეგ, მისი შვილის ცოლობა როგორ უნდა მოინდომოს. ნუთუ, ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი დედები კარგ ვაჟკაცებს ზრდიან?

მე ძალიან გამიმართლა, დედამთილი კი არა, მეორე დედა შემახვედრა განგებამ. როდესაც გასაჭირში ჩავვარდი, სწორედ მას ვთხოვე დახმარება. სანამ მის შვილს
ცოლად გავყვებოდი, სადედამთილოს გავუმხილე, რომ ქალწული არ ვიყავი... გაუკვირდა, - მე რატომ მეუბნები ამას, ეს ხომ შენი და ჩემი შვილის გადასაწყვეტია, როგორ ფიქრობ, საძინებელში შემოვვარდებოდი და თქვენს ზეწარს ვნახავდი შენს უბიწოებაში დასარწმუნებლადო? ავუხსენი, მიმძიმს ამის თქმა ვანიკოსთვის, არ ვიცი, გამიგებს თუ არა. არადა, მიყვარს და
მინდა მისი ცოლი ვიყო-მეთქი. სადედამთილომ, მაშინ ლიანა დეიდას ვეძახდი - მთავარია, ჩემს შვილს უერთგულო, ღირსეული მეგობრობა და ცოლობა გაუწიოო. მერე მითხრა, თუ ვანიკოს არაფერი უკითხავს, რა საჭიროა ამაზე ლაპარაკი. თუ კაცისთვის მნიშვნელობა აქვს ქალწულობას, ურთიერთობის დაწყებისთანავე გაარკვევსო...

ვანიკოს არასოდეს უკითხავს, ქალწული ხარ თუ არაო, მაგრამ როდესაც ლაპარაკი ჩამოვარდა ქორწინებამდე ურთიერთობაზე, თავი შორს დავიჭირე. ვუთხარი, მირჩევნია, ეს ქორწილის შემდეგ მოხდეს-მეთქი. არ უთქვამს, შე ჩამორჩენილოო, არც ტაში დაუკრავს, - კარგია, უბიწოებას რომ  ასე იცავო. გაიღიმა და მითხრა, როგორც გსურსო. იმის მერე ძალა არასოდეს დაუტანებია... მაშინ ვფრთხილობდი, არ მინდოდა, კიდევ ერთი შეცდომა დამეშვა...

- ბოლოს და ბოლოს, გაუმხილე საიდუმლო, თუ ქორწინების ღამეს დააყენე ფაქტის წინაშე?

- დედამისისგან გამხნევებულმა ქორწინებამდე ყველაფერი მოვუყევი, არაფერი შემილამაზებია. ჯერ დამცინა, - ნეტავ, როდის შეგიმოწმე ქალწულობაო, მერე ხელი მომხვია და მითხრა, - არ მანაღვლებს შენი წარსული. ჩვენ მხოლოდ საერთო მომავალი დაგვაკავშირებს, დანარჩენს რა მნიშვნელობა აქვსო... ვანიკო საოცარი ადამიანია, ძალიან თბილი. მისთვის არ არსებობს ცოლქმრობაში ქალისა და კაცის მოვალეობები. ჩვენ თანაბრად ვინაწილებთ ყველაფერს და ბედნიერად ვცხოვრობთ. ორი მაზლი მყავს. იმათაც ძალიან კარგი ცოლები ჰყავთ. სამივე რძალს შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს დედამთილთან. ისეთი ქალია, რომ არ გინდოდეს, მოგანდომებს, დედა დაუძახო, მიეფერო, ჩაეხუტო. ქალი კი არა, დედაბოძი ხარ-მეთქი, ვეუბნები.

- ვიღაც იტყვის, რომ თქვენი მიდგომა ტრადიციას ეწინააღმდეგება.
- ბედნიერება იქნებოდა, ყველა ქალს პირველსავე მამაკაცთან რომ უმართლებდეს, მაგრამ ცოტაა ისეთი ოჯახი, ქორწინების შემდეგ მალევე რომ ინგრევა? ამ დროს ქალი რა გამოდის, გარყვნილი?!

- დედას თუ გაუმხილე, რომ ქალწული არ იყავი?

- მას შემდეგ, რაც დედამთილს და ვანიკოს გავენდე და გული მომეცა, დედასაც ვუთხარი. გაგიჟდა, თავი მომჭერიო, აკივლდა და ზურგი შემაქცია. აქაც დედამთილი ჩაერია, - ხომ შეიძლებოდა, მაკას ადგილზე თქვენც ყოფილიყავით, მოგეწონებოდათ, დედა თქვენნაირად რომ მოგქცეოდათო? დედამ შეიცხადა, - მე მაგას არაფრით დავუშვებდი, დედაჩემი ხომ ცოცხლად დამწვავდაო. 

გამაგებინეთ, რატომ უნდა დავეწვი ვინმეს, კაცი რომ მიყვარდა და მივენდე?

სოფო გამრეკელი
მკითხველის კომენტარი (49)
123
03 მარტი 2018 04:10
მე რაც ვიცი,მეორედ გათხოვილი გოგოები,აქაოდა ქალიშვილები არა ვართო,კარგად იგულავეს (((ასე,რომ პრობლემა ამაშია,და არა ქალიშვილობაში?! წვებიან ყველა შემხვედრთან და მერე ვინც წაიყვანს ცოლად,იმას შერჩება...აი რაშია პრობლემა. არ დაიწყოთ ტყუილიაო,ზუსტად ვიცი,რამდენიმე,რქიანი ქმრები
ნინა
17 იანვარი 2017 01:27
ზურამ დამასწრო :) ჩვენ რაღაში გვაინტერესებს,თუ ყველაფერი კარგადაა,რიგითი ისტორიაა,რატო გვიყვებით? ))))))
19 დეკემბერი 2016 09:05
სხვის გაკილვას და ჭკუის სწავლებას არ ჯობია საკუთარ ცოდვებზე ვაგოთ პასუხი?!უფალმა თქვა ნუ განიკითხავ-ო და ჩვენ ვინ ვართ!
ზურა
06 ოქტომბერი 2016 23:47
და ჩვენ რატო გვიყვები, თუ შენს ქმარს არ აინტერესებს შენი წარსული ჩვენ მითუმეტეს
ირინე
24 სექტემბერი 2016 00:10
ყველა თავისი სამრეკლოდან რეკავს...ლამაზი, განათლებული და ჭკვიანი დაქალი მყავს , ბევრს მოსწონდა, მაგარამ თვითონ სიყვარულის გარეშე გათხოვება არ უნდოდა,სიყვარულს ელოდა და მალე სიყვარულიც გამოჩნდა, გვიხაროდა რომ ღირსეულ ადამიანს შეხვდა,ყველა ქორწილს ველოდით, ირინას უნდოდა ჯვრისწერა მისი უბიწობით და სიწმინდით ყოფილიყო გაჯერებული და ზედმეტს არც ირაკლი აკადრებდა, და მოულოდნელად ირაკლი დაიკარგა ერთი კვირით, მერე გავიგეთ, რომ თავის ყოფილ საყვარელზე იქორწინა,რომელმაც მზითევში კ 16 წლის შვილი მოიყოლა, ირინკამ კი ერთი კაცის ღალატის გამო მთელ საკაცეთს ზურგი აქცია და მთლიანად თავის პროფესიულ საქმიანობაში გადაერთო და წარმატებული ადამიანია. აბა იღლიცინეთ ეხლა სექსი აუცილებელია და გაუტხოვრებს უსექსობა აშტერებსო, არ დაფიქრებულხარტ, იქნებ ზედმეტი სექსი გაშტერებთ ???
გოგიტა
07 სექტემბერი 2016 21:58
ტოიოტას ცენტრიდან გამოყვანილი მანქანანა ჯობია თუ ბაზარზე ნაყიდი ნაჩალიჩარი
ანი
28 მარტი 2016 10:26
ეჰჰჰ თქვენ რა გითხარით...ქალწულობა და ქალწული ეს თავისთავად არის გოგონას სიწმინდის საზომი..მოიყვანთ უამრავ მავალითს, რომ რეალურად ზოგჯერ( იმაზე ხშირად, ვიდრე გვგონია) არსებული ქალწულობ სრულიად არ არის გოგოს სულიერ ღირსების და პატიოსნების დასტური..ან პირიქით... მაგრამ , მე მაინც მგონია რომ გოგონას ქალწულობა არის მისი სისუფთავე, მისი ულამაზესი და ღვთაებრივი საჩუქარ, რომელსაც მასთან, ქორწინების უდიდესი საიდუმლოთი ხაკავშირებულ მამაკაცს უძღვნის და არა არის ამსისიფთავეზე აღმატებული,
viera
27 სექტემბერი 2015 11:00
როცა დზალას ხმარობენ და ქალსს აუპატიურებენ ასე დაკარგული ქალწულობა საპატიებელია მაგრამმამას რომ გოგო შეგნებულად ჩადისს და ვნების გამო კარგავს ქალწულობას საპატიებელი არ არის. ადამიანები მიტომ ვარტ და ცხოველებისგან იმიტ განვსხვავდებიტ რომ გავაანალიზოტ ჩვენი საქციელი. ქალწულობის აპკის დაკარგვის მერე რა მოხდება ყოველ შემხვერს ასე დანებდებააა?არც მამაკაცების იმ ქცევას ვამარტლებ ქალებს რომ იცვლისს . ამიტ ვენერიულლ დავადებებსს ავრცელებენ მოგალატე და ტავშეუკავბელი პიროვნებები. ყველა ზარალდება ოჯახის ქალიც მოღალატე ქმარი ბავსვებიც კი . ცოლ ქმრობა იმიტომ შექმნა უპალმა და ერტგულება მიტომ დააწესა რომ არ დააავადეტ და არ ვიტანჯოტ.
ქალწულობის აპკის არქონა კი ეჯვისს საბაბსს ბადებს.
kora
25 სექტემბერი 2015 17:34
ზოგს ნახმარი (მეორადი)ჩასაცმელი ურჩევნია ახალს, მითუმეტეს თუ ძალიან გაჭირვებულია.
qet
22 აგვისტო 2015 18:00
თუ ქალი ფულიანია არავის აინტერესებს როგორი მოყავს ცოლად ბების ტოლებიც მოყავთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები