"სადედამთილოს გავუმხილე, რომ ქალიშვილი არ ვიყავი"
19-08-2013
"სადედამთილოს გავუმხილე, რომ ქალიშვილი არ ვიყავი"
მაკას ჩვენთან საუბარი ბოლო დროს ე.წ. "ქალწულობის ინსტიტუტთან" დაკავშირებულმა აჟიოტაჟმა გადააწყვეტინა.

მაკა:
- ხშირად ამბობენ, სადედამთილოებს მიჰყავთ სარძლოები ქალწულობის დასადგენ ექსპერტიზაზეო, მაგრამ, მგონი, გაზვიადებულია.  ეს როგორ უნდა მოაფიქრდეს რომელიმე სადედამთილოს, ან სარძლომ, ასეთი მოთხოვნის შემდეგ, მისი შვილის ცოლობა როგორ უნდა მოინდომოს. ნუთუ, ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი დედები კარგ ვაჟკაცებს ზრდიან?

მე ძალიან გამიმართლა, დედამთილი კი არა, მეორე დედა შემახვედრა განგებამ. როდესაც გასაჭირში ჩავვარდი, სწორედ მას ვთხოვე დახმარება. სანამ მის შვილს
ცოლად გავყვებოდი, სადედამთილოს გავუმხილე, რომ ქალწული არ ვიყავი... გაუკვირდა, - მე რატომ მეუბნები ამას, ეს ხომ შენი და ჩემი შვილის გადასაწყვეტია, როგორ ფიქრობ, საძინებელში შემოვვარდებოდი და თქვენს ზეწარს ვნახავდი შენს უბიწოებაში დასარწმუნებლადო? ავუხსენი, მიმძიმს ამის თქმა ვანიკოსთვის, არ ვიცი, გამიგებს თუ არა. არადა, მიყვარს და
მინდა მისი ცოლი ვიყო-მეთქი. სადედამთილომ, მაშინ ლიანა დეიდას ვეძახდი - მთავარია, ჩემს შვილს უერთგულო, ღირსეული მეგობრობა და ცოლობა გაუწიოო. მერე მითხრა, თუ ვანიკოს არაფერი უკითხავს, რა საჭიროა ამაზე ლაპარაკი. თუ კაცისთვის მნიშვნელობა აქვს ქალწულობას, ურთიერთობის დაწყებისთანავე გაარკვევსო...

ვანიკოს არასოდეს უკითხავს, ქალწული ხარ თუ არაო, მაგრამ როდესაც ლაპარაკი ჩამოვარდა ქორწინებამდე ურთიერთობაზე, თავი შორს დავიჭირე. ვუთხარი, მირჩევნია, ეს ქორწილის შემდეგ მოხდეს-მეთქი. არ უთქვამს, შე ჩამორჩენილოო, არც ტაში დაუკრავს, - კარგია, უბიწოებას რომ  ასე იცავო. გაიღიმა და მითხრა, როგორც გსურსო. იმის მერე ძალა არასოდეს დაუტანებია... მაშინ ვფრთხილობდი, არ მინდოდა, კიდევ ერთი შეცდომა დამეშვა...

- ბოლოს და ბოლოს, გაუმხილე საიდუმლო, თუ ქორწინების ღამეს დააყენე ფაქტის წინაშე?

- დედამისისგან გამხნევებულმა ქორწინებამდე ყველაფერი მოვუყევი, არაფერი შემილამაზებია. ჯერ დამცინა, - ნეტავ, როდის შეგიმოწმე ქალწულობაო, მერე ხელი მომხვია და მითხრა, - არ მანაღვლებს შენი წარსული. ჩვენ მხოლოდ საერთო მომავალი დაგვაკავშირებს, დანარჩენს რა მნიშვნელობა აქვსო... ვანიკო საოცარი ადამიანია, ძალიან თბილი. მისთვის არ არსებობს ცოლქმრობაში ქალისა და კაცის მოვალეობები. ჩვენ თანაბრად ვინაწილებთ ყველაფერს და ბედნიერად ვცხოვრობთ. ორი მაზლი მყავს. იმათაც ძალიან კარგი ცოლები ჰყავთ. სამივე რძალს შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს დედამთილთან. ისეთი ქალია, რომ არ გინდოდეს, მოგანდომებს, დედა დაუძახო, მიეფერო, ჩაეხუტო. ქალი კი არა, დედაბოძი ხარ-მეთქი, ვეუბნები.

- ვიღაც იტყვის, რომ თქვენი მიდგომა ტრადიციას ეწინააღმდეგება.
- ბედნიერება იქნებოდა, ყველა ქალს პირველსავე მამაკაცთან რომ უმართლებდეს, მაგრამ ცოტაა ისეთი ოჯახი, ქორწინების შემდეგ მალევე რომ ინგრევა? ამ დროს ქალი რა გამოდის, გარყვნილი?!

- დედას თუ გაუმხილე, რომ ქალწული არ იყავი?

- მას შემდეგ, რაც დედამთილს და ვანიკოს გავენდე და გული მომეცა, დედასაც ვუთხარი. გაგიჟდა, თავი მომჭერიო, აკივლდა და ზურგი შემაქცია. აქაც დედამთილი ჩაერია, - ხომ შეიძლებოდა, მაკას ადგილზე თქვენც ყოფილიყავით, მოგეწონებოდათ, დედა თქვენნაირად რომ მოგქცეოდათო? დედამ შეიცხადა, - მე მაგას არაფრით დავუშვებდი, დედაჩემი ხომ ცოცხლად დამწვავდაო. 

გამაგებინეთ, რატომ უნდა დავეწვი ვინმეს, კაცი რომ მიყვარდა და მივენდე?

სოფო გამრეკელი
123
03 მარტი 2018 04:10
მე რაც ვიცი,მეორედ გათხოვილი გოგოები,აქაოდა ქალიშვილები არა ვართო,კარგად იგულავეს (((ასე,რომ პრობლემა ამაშია,და არა ქალიშვილობაში?! წვებიან ყველა შემხვედრთან და მერე ვინც წაიყვანს ცოლად,იმას შერჩება...აი რაშია პრობლემა. არ დაიწყოთ ტყუილიაო,ზუსტად ვიცი,რამდენიმე,რქიანი ქმრები
ნინა
17 იანვარი 2017 01:27
ზურამ დამასწრო :) ჩვენ რაღაში გვაინტერესებს,თუ ყველაფერი კარგადაა,რიგითი ისტორიაა,რატო გვიყვებით? ))))))
19 დეკემბერი 2016 09:05
სხვის გაკილვას და ჭკუის სწავლებას არ ჯობია საკუთარ ცოდვებზე ვაგოთ პასუხი?!უფალმა თქვა ნუ განიკითხავ-ო და ჩვენ ვინ ვართ!

რედაქტორის რჩევით