"დედამისი საქვეყნოდ ღრიალებდა, - შვილი ბოზმა დედაკაცმა მომიკლაო"
14-10-2013
"დედამისი საქვეყნოდ ღრიალებდა, - შვილი ბოზმა დედაკაცმა მომიკლაო"
"ახლა ის ქალი, რომელმაც თავისი შვილი მოინელა, მთხოვს, შვილიშვილთან ურთიერთობის ნება მივცე?"

"ამ რუბრიკას ხშირად ვკითხულობ. ვხედავ როგორ კარგავენ ადამიანები დროს ერთმანეთის განკითხვაში, როგორ ასწავლიან ჭკუას წერილების გმირებს - ვინ როგორ იცხოვროს, ვის როგორ ან ვინ უყვარდეს, მაგრამ არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ადამიანმა თავად უნდა აირჩიოს ის, რაც გააბედნიერებს.

როდესაც სწორედ ჩემთვის და ჩემი სიყვარულისთვის სასარგებლო არჩევანი გავაკეთე, არ მოგვიწონეს "მოკეთეებმა" და ჩემი სიყვარულიც ტრაგიკულად დასრულდა. მინდა გიამბოთ ჩვენი ამბავი,
რომ იქნებ სხვებისთვის სამაგალითო გახდეს და არავის მისცენ ცხოვრების დანგრევის უფლება", - გვითხრა ეკამ, რომელიც ახლა მარტოხელა დედაა და იმ სიყვარულის ნაყოფს, მშვენიერ ეკატერინეს ზრდის.

- გიორგი სამსახურში გავიცანი. დღევანდელივით მახსოვს ის დღე. ახალი თანამშრომლებს ვარჩევდით და გასაუბრებას
მეც ვესწრებოდი. გადამწყვეტი სიტყვა, როგორც კომპანიის დირექტორს, მე უნდა მეთქვა. დავინახე და მოვინუსხე. უცნაურობა დამემართა. ჩემ წინ თითქოს არაფრით გამორჩეული ბიჭი იჯდა, ფერმკრთალ სახეზე ლურჯი თვალები უბრიალებდა. უცებ ვთქვი, - კარგი ბიჭი ჩანს, ავიყვანოთ-მეთქი და ოთახიდან გავედი.

- დანახვისთანავე შეგიყვარდა?

- ასე გამოდის. მე 15 წლით უფროსი ვიყავი მასზე. ვგრძნობდი, არც გიორგი იყო გულგრილი და აპირებდა გულის ნადების გამხელას... ბევრს ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ჩვენი გრძნობების გახმაურებას, როგორ შეხვდებოდნენ ამას ჩემი და მისი ოჯახის წევრები. სიმართლე გითხრათ, ჩემებზე მეტად გიორგის ოჯახის წევრების რეაქციის მეშინოდა. ჩემი შიში გამართლდა - როდესაც დედამისმა (რომელიც, სხვათა შორის, ასაკით ჩემზე ბევრად უფროსია და ვერ მეტყოდა, დედის ტოლა ქალმა შვილი მიცდუნეო) გაიგო, გიორგი ჩემთან ცხოვრებას აპირებდა, კინაღამ თავი მოიკლა. ისეთი ისტერიკა მოაწყო, მის შემხედვარეს მიკვირდა, ასეთი მშვიდი შვილი როგორ ჰყავს-მეთქი.

- ვიღაც იტყვის, შვილის უკეთესი მომავლისთვის იბრძოდა და იმიტომაც იყო გაავებულიო.
- ვინმემ თქვენზე უკეთ იცის, რა სჯობს თქვენთვის? რა უფლება აქვს მშობელს ზრდასრული მამაკაცის ან ქალის პირად ცხოვრებაში ჩაერიოს? ახლა ის უნამუსო ქალი, რომელმაც თავისი შვილი მოინელა, მთხოვს, შვილიშვილთან ურთიერთობის ნება მივცე... 

- როგორ დაიღუპა გიორგი?

- ორსულად ვიყავი. ერთ დღეს გიორგის დებმა დაურეკეს - დედას წნევამ დაარტყა და სასწრაფოდ მოდიო.  გიორგიმ ტელეფონი გათიშა და სავარძელში ჩუმად ჩაეშვა. ალბათ გული უგრძნობდა, არ უნდოდა წასვლა. არ მჯერაო, - ამბობდა... მე დავატანე ძალა. რამე რომ მოხდეს, თავს ვერ აპატიებ-მეთქი. ჩამეხუტა და გავიდა. ეს იყო ჩვენი ცხოვრების ბოლო დღე. მერე გიორგის ცხედრის სახლში მოსვენებაშიც კი შემეწინააღმდეგა მისი ოჯახი.
შინ რომ მისულა, ცხადია, დედა ცოცხალი და უვნებელი დახვდა. შენთან ლაპარაკი გვინდა, მაგრამ სხვანაირად აქ ვერ მოგიტყუებდითო. გაგიჟებულა გიორგი. Mმერე მისმა მამიდაშვილმა, ერთადერთმა კეთილმა ადამიანმა სანათესავოში, მიამბო, როგორ ლანძღეს იმის გამო, რომ ბებერი ბოზი შეირთო ცოლად (ჩვენ კანონიერი ცოლ-ქმარი ვიყავით. ამით შევძელი ჩემი ქმრის ცხედრის დაკრძალვაზე უფლების მოპოვება). მოკლედ, ანერვიულებული გიორგი შინიდან გამოიქცა. გონებაარეულს მათი სახლის სადარბაზოს წინ  მანქანამ დაარტყა... 4 დღე იწვალა. ყველაფერს მივცემდი, ოღონდ მისი გახელილი თვალები კიდევ ერთხელ დამენახა და მეთქვა, რომ სულ ჩემთან იქნებოდა.

- საავადმყოფოში ხვდებოდით ალბათ მის მშობლებს, დებს... ნუთუ ასეთმა უბედურებამ მაინც არ მოალბო გიორგის ოჯახი?
- არა. დედამისი საქვეყნოდ ღრიალებდა, - შვილი ბოზმა დედაკაცმა მომიკლაო. როდესაც ექიმებმა გაიგეს, რაშიც იყო საქმე, გააფრთხილეს, თუ არ დაწყნარდებით, პოლიციას გამოვიძახებთო. 6 წელი გავიდა ქვრივობაში. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი შვილის სახით გიორგი ჩემთან დარჩა, მაგრამ მიკვირს, როგორ ცოცხლობს დედამისი, რომელიც დროდადრო უსინდისოდ მითვლის, შვილი ხომ წამართვი, შვილიშვილის ნახვის უფლება მაინც მომეციო. ჩემი შვილი რომ გაიზრდება,  ვუამბობ, როგორ დაიღუპა მამამისი, რომელიც უნახავად უყვარს და ენატრება. ხუთი წლის იყო, როდესაც მითხრა, - ზღვა მამას ჰგავსო და სულ ელოდება, რომ ერთ დღეს მამა იქიდან მოვა. Mმხოლოდ მე და გიორგის კი არა, ბავშვსაც დაუმახინჯა ცხოვრება მამის ოჯახმა...  

სოფო გამრეკელი
15წლის რომ ბიჭებს ეპრანჭებოდი ის ბიჭი მაშინ დაიბადა
26 ოქტომბერი 2017 14:05
დედას ნუ გაამტყუნებთ! დედას ყყოველთვის უნდა საუკეტესო შვილისთვის. ის იმდროს მასე ფიქრობდა არაა ყველასთვის მისაღები რძლად მიიღოს ასაკით დიდი, ან განათხოვარი რძალი, ასე რომ ყველა თქვენ თავს მიხედეთ!
-----------შვილიშვილის ნახვა ტუ უნდა ანახე!!! რა დაგიშავდება. იმანაც ხომ ზუსტად შენს გამო დაკარგა შვილი!!! ამაზე არ გიფიქრია, შენ რომ არ შეგყავრებოდა ის ხომ ცოცხალი იქნებოდაააააააააააააააააააააააააააააააა
ბექა
12 ოქტომბერი 2016 12:40
anu – 15 წლის ბიჭებთან ურთიერთობაზე არაა აქ ლაპარაკი,იქნებ კარგად გაერკვეთ ჯერ,რაზე ვმსჯელობთ!ზრდასრულ მამაკაცზე და მასზე უფროს ქალზე ვსაუბრობთ. თემას რაც შეხება,ვფიქრობ რომ ასეთი წყვილების სიყვარული ბევრად ძლიერია,ბევრი დაბრკოლებების გადალახვა უწვეთ,ბრძოლა განსხვავებულ აზრთან, და მყარიც არის ასეთი ოჯახები სადაც ქალი უფროსია ასაკით. თანატოლი წყვილების მეტი ოჯახი ინგრევა ვიდრე ის ოჯახი როცა ასკით უფროსია ქალი. დაწყნარდით,დამშვიდდით და იცხოვრეთ ყველამ თქვენი ცხოვრებით,სხვა მიხედავს თავის ბედნიერებას თქვენს გარეშეც.
liza
14 აპრილი 2016 09:50
Kvela srulkofilma adamianma Tavis cxovreba tviton unda Martos.

რედაქტორის რჩევით