"ბებიაჩემის დღესაც ჯიუტად ამბობს, მერჩივნა ჩემი ქალიშვილი მომკვდარიყო, ვიდრე იმას გაჰყოლოდაო"
28-12-2012
"ბებიაჩემის დღესაც ჯიუტად ამბობს, მერჩივნა ჩემი ქალიშვილი მომკვდარიყო, ვიდრე იმას გაჰყოლოდაო"
მინდა გითხრათ, რომ სახალისოსთან ერთად ბევრია ისეთი "მასალა", სადაც რესპონდენტები თავიანთ წუხილსაც გვიზიარებენ. ცხოვრებაც ხომ ეს არის - ღიმილიანიც და ცრემლიანიც... ცოტა ხნის წინ, რედაქციაში ერთ-ერთი მკითხველი, ნატა გვესტუმრა და თავისი ცხოვრების შესახებ გვიამბო.
ნატას ეამაყებოდა, რომ დედის გზას დაადგა - სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაირიცხა.  18 წლისამ მრავალი თაყვანისმცემლიდან კახა ამოარჩია და ცოლადაც გაჰყვა... მაგრამ ეშმაკს არ სძინავს. ვიღაცამ კახას მშობლებს ენა მიუტანა, - თქვენი რძალი ნაშვილებიაო. შეშფოთდნენ თინა და გიორგი
- ვინ იცის, ვისი სისხლი და ხორცია, რაიმე უბედურებას არ გადაგვყაროსო. არადა, ნატა კეთილი, ზრდილი და მოსიყვარულე გოგონა იყო. დედამთილ-მამამთილი გაფაციცდა, მაგრამ რძლის ქცევაში საეჭვო  რომ ვერაფერი შენიშნა, დამშვიდდნენ. სამაგიეროდ, ვერ დაცხრნენ სამეზობლოს მოენეები. ნატას ყურსაც ჩასწვდა ეს ამბავი, მაგრამ ძალიან უყვარდა გამზრდელები და ესღა
შეჰკადრა, - რატომ ადრე არ მითხარით, ნუთუ გეგონათ, რომ თქვენი სიყვარული გამინელდებოდაო... სულ ეს იყო. თუმცა იმ დღიდან მოსვენება დაკარგა და ქმარს და მამამთილს, რომელიც ცნობილი იურისტი იყო, სთხოვა, დახმარებოდნენ ბიოლოგიური მშობლების პოვნაში. ერთ თვეში ყველაფერი გაირკვა... მისი ბიოლოგიური დედა, ეკა თ. გარდაცვლილი აღმოჩნდა. ულამაზეს გოგონას ბევრი მთხოვნელი ჰყოლია, მშობლები კი უმდიდრეს სასიძოს ეძებდნენ, მალე ასეთი გამოჩნდა, მაგრამ ეკამ მშობლებს უარი უთხრა გათხოვებაზე...
- ჩემი ბიოლოგიური დედა მშობლების ანგარების მსხვერპლი აღმოჩნდა, - მეუბნება ნატა და მიამბობს: "როცა ყველაფერი დაწვრილებით გავიგე, ძალიან დამწყდა გული. ბებიაჩემის თქმით, დედა თავს არ იფასებდა, ერთი უბადრუკი ბიჭი შეუყვარდაო. გამაკვირვა ბებიაჩემის სიკერპემ, დღესაც კი ჯიუტად ამბობს, - მერჩივნა, მომკვდარიყო, ვიდრე იმას გაჰყოლოდაო. რაღა ბევრი გავაგრძელო და, მდიდარ საქმროზე დედაჩემს უარი უთქვამს, - ირაკლის გარდა არავის გავყვები, მისგან შვილს ველოდებიო. ბებიამ, - ამას არ დავუშვებო და მეგობარ ექიმთან მიიყვანა აბორტის გასაკეთებლად. მას უარი უთქვამს, - გვიანიაო. გადაუწყვეტიათ, ბავშვს გააჩენდა და მერე გაასხვისებდნენ. ასე გავჩნდი მე, დედაჩემი კი მოატყუეს, - ბავშვი გაგუდული დაიბადაო და რომ დაეჯერებინა, მკვდარი ჩვილი აჩვენეს, მე კი გამაშვილეს... ბებიამ დაიბარა ის მდიდარი სასიძო და უთხრა: - მარტო შენ გეტყვი სიმართლეს, თუ თანახმა იქნები, ხომ კარგი, თუ არადა, თავს ნუ მომჭრი, უარი თქვი და მორჩაო... იმ ბიჭს ისე მოსწონდა ეკა, რომ მაინც გადაწყვიტა მისი ცოლად შერთვა. მამაჩემს კი "სამართალდამცავებმა" რევოლვერი ჩაუდეს და მისი "უკანონოდ ტარებისთვის" დააპატიმრეს. დედამ თავი მოიწამლა... და ამას შვილმკვდარი ქალი ისე მიამბობდა, თითქოს სხვისი ამბავი ყოფილიყო. ძალიან გულნატკენმა დავტოვე ბებია, რომელმაც წამოსვლისას ერთი კი დამაწია, - რახან მიპოვე, ნუღარ მიმატოვებო, მაგრამ მისი ნახვა მეტად აღარ მომნდომებია. თუმცა დედაჩემის საფლავზე ხშირად დავდივარ. ჩემი გოგონა უკვე 3 წლისაა, ეკა დავარქვი...
მამა ციხიდან 5 წლის მერე გამოსულა. ეკას სიკვდილის ამბავი მაშინ გაუგია და რუსეთში გადახვეწილა, ამიტომაც ვეღარ მივაკვლიე. მადლობელი ვარ ჩემი ქმრისა და მამამთილისა, რომ დედის შესახებ ყველაფერი გაიგეს. გამზრდელებისადმი დიდი გრძნობა მაქვს და თვალით უნახავი ჩემი ლამაზი დედაც ძალიან მიყვარს...
Elli Elli
26 აგვისტო 2019 13:32
ბედნიერებას გისურვებთ.
რა ბოღმა ვიღაცაა ხარ
24 აგვისტო 2019 12:50
რატომ არ უნდა მოძებნოს
რეალობა
06 ნოემბერი 2017 14:29
რატომ ეძებთ იმათ ვინც მიგატოვთ??? პატოივიო ეცით და დააფასეთ გამზრდელები, მადლობლები იყავით მათი რომ ქუჩაში არ დაგტოვეს უპატრონოდ, რას დაეზებთ და კითხულობთ ბილოგიურ დედას მამას კარგით რააააა

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?