"რა ვიცოდი, რომ აღვირახსნილი ქალი შემოვუშვი სახლში, რომელმაც ჩემს ქმარს ტვინი აურია"
25-11-2013
"რა ვიცოდი, რომ აღვირახსნილი ქალი შემოვუშვი სახლში, რომელმაც ჩემს ქმარს ტვინი აურია"
ამას წინათ, შეყვარებულთან ერთად პარკში ვსეირნობდი, სადაც ძიძებს პატარები გამოეყვანათ და სუფთა ჰაერზე დაატარებდნენ. მათ ცქერაში ისე გავერთე, რომ იქვე სკამზე დავსხედით და ჩემდა უნებურად, ძიძების საუბარს ყური მივუგდე. გაცხარებული ქალები ერთ-ერთ ძიძაზე ჭორაობდნენ: - უნამუსო, ოჯახის წევრად მიიღეს, ენდნენ, ბავშვის დედა არაფერს აკლებდა, საჩუქრებს ჩუქნიდა, - გასათხოვარი გოგო ხარ, გამოპრანჭულმა უნდა იაროო და თავისი ძვირად ღირებული ტანსაცმელი აჩუქა. იმან კი ბავშვის მამას დაადგა თვალი... ისე აურია კაცს გონება, ოჯახი
მიატოვებინა და ახლა მისგან შვილს ელოდებაო...

ასეთი ამბავი არაერთხელ მსმენია. სამწუხაროდ, ყველას როდი უმართლებს ძიძის არჩევანში. როგორია? "სანაქებო აღმზრდელს" თითით საჩვენებელ ოჯახში შეიყვან და კეთილდღეობას, ოჯახურ იდილიას ემშვიდობები...

აი, რას ჰყვება მსგავსი სიტუაციის მსხვერპლი, გამწარებული ცოლი.

ქეთი: - ნიკუშა 4 თვის იყო, იძულებული რომ გავხდი,
სამსახურს დავბრუნებოდი. ბავშვის დამტოვებელი არავინ მყავდა. დედა და დედამთილი მუშაობდნენ. ვერ დავავალდებულებდი, ჩემი შვილის გამო შინ დამსხდარიყვნენ. გადავწყვიტე, ძიძა მომეძებნა. ერთ საღამოს მეზობელი შემოვიდა, კარგ გოგოს ვიცნობ, უცხოეთში უვლიდა ბავშვებს. აქ კი სამსახურს ვერ შოულობსო. ასე გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში თამილა. გარეგნულად არაფრით განსაკუთრებული, ერთი შეხედვით მშვიდი, გაწონასწორებული ჩანდა. არ ვიცოდი, როგორ ამომერჩია ძიძა, რა ნიშან-თვისებით დამედგინა მისი ავკარგიანობა. ვიფიქრე, მეზობელმა მირჩია, ეს გოგოც არ ჩანს ალქაჯი-მეთქი და ჩავაბარე ჩემი შვილი. დილით 8-დან საღამოს 7 საათამდე უნდა ყოფილიყო ბავშვთან. ორი თვე ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, ბავშვი კარგად მოვლილი მხვდებოდა, სახლი მოწესრიგებული, ვახშამი გამზადებული. მადლიერი ვიყავი, მიკვირდა კიდეც, როგორ ახერხებს ყველაფერს, მართლაც პროფესიონალი ყოფილა-მეთქი...

ორი თვის შემდეგ ჩემი ქმარი სამსახურიდან გამოუშვეს - კომპანია, სადაც ზაზა მუშაობდა, გაკოტრდა... თამილას ახლა უკვე ქმარსაც ვუტოვებდი მოსავლელად. ორ კვირაში ყველაფერი ყირაზე დადგა - ბავშვი გაღიზიანებული მხვდებოდა, სახლი დაულაგებელი, სამზარეულოში სრული ქაოსი იყო. კარს თამილა მიღებდა და ისეთი სახით მხვდებოდა, თითქოს მე ვიყავი უცხო და ის მასპინძელი. ზაზასაც ვეღარ ვცნობდი, მოხვედი, ქეთუშ, - გაიღრიჭებოდა და ამით შემოიფარგლებოდა ჩემთან ურთიერთობა. თამილას კი შინაურულად, ძალიან თბილად ელაპარაკებოდა: ლუდი მომიტანე, თამო, აუ, ეს გამიკეთე, ის გამიკეთეო...

თითქოს დიდი ხნის ახლობლები იყვნენ. მოთმინების ფიალა ნელ-ნელა მევსებოდა. შინ დაბრუნებულს ატირებული ბავშვი, სიგარეტით გაბუღული ბინა და მაგიდაზე არყის ბოთლები რომ დამხვდა, ვიფეთქე, რა ხდება ზაზა-მეთქი! ბიჭები იყვნენ და დავლიეთო. ისე მიპასუხა ტელევიზორის პულტმომარჯვებულს, არც კი შემოუხედავს. მერე ისევ თამილას გასძახა, თამოოო. ისიც სამზარეულოდან მინაზებული გამოვიდა და თბილად უპასუხა, ჰო, ზაზ, რა მოგართვაო, მე კი არც შემომხედა, არაფრად ჩამაგდო. ვეღარ მოვითმინე და ვუკივლე, შენი სამუშაო საათები ამოწურულია, რას ჰგავს აქაურობა, ბავშვი რა დღეშია, რაში უნდა გადაგიხადო ფული-მეთქი?! ხმა არ ამოუღია, ზაზას გახედა... ის კი პულტს ნერვიულად ათამაშებდა... დილამდე თავისუფალი ხარ, გავუმეორე მკაცრად და ის ქალბატონიც წამებში აორთქლდა. ზაზა დუმდა... მივალაგე ყველაფერი, ბავშვს მივხედე და დაქანცული მივეგდე. ზაზას უკვე ეძინა. იმ საღამოს საერთოდ არ დამლაპარაკებია. ბოლო დროს ჩემი ქმრის გაცივებულ გრძნობებს უმუშევრობას ვაბრალებდი და ვცდილობდი, არ შემეწუხებინა. იმ საღამოს მივხვდი, რომ ზაზა არ ჰგავდა უმუშევრობით ნირწამხდარს, მისი სიცივეც არ იყო ოჯახზე დარდით გამოწვეული. დილით თამილა რომ მობრძანდა, გავაფრთხილე, თუ შინ უწესრიგობა დამხვდებოდა და ბავშვს არ მიხედავდა, იძულებული გავხდებოდი, სხვა ძიძა მომენახა. ხმა არ ამოუღია, თავდახრილი მისმენდა...

მალე მართლაც მოწესრიგდა ყველაფერი, მაგრამ ზაზა ძალიან გაცივდა. ცოტა ხანში ახალი სამსახური გამოუჩნდა. ის და თამილა ერთმანეთს ვეღარ ხვდებოდნენ და ეჭვიანობის საფუძველიც არ მქონდა. თან თამილა არ იყო ისეთი გარეგნობის ქალი, რომ მასში მეტოქე დამენახა. რა ვიცოდი, რომ აღვირახსნილი ქალი შემოვუშვი სახლში, რომელმაც ჩემს ქმარს ტვინი აურია და კინაღამ ოჯახი დამინგრია.
თურმე საღამოობით თამილას ჩემი ქმარი აკითხავდა მანქანით და ჯანდაბაში მიდიოდნენ ერთად. არ ვიცი, ეს უბედურება რამდენ ხანს გასტანდა, რომ არა  ჩემი დედამთილის მოულოდნელი სტუმრობა. დაუნახავს, როგორ ჩაუჯდა მის ზაზას ძიძა მანქანაში. სუფრა რომ გავშალე, მითხრა, ალბათ, ზაზაც მალე მოვა, დაველოდოთო. ეგ გვიან მოდის-მეთქი. არა მგონია, დავინახე, ძიძა ჩაუჯდა მანქანაში, მიიყვანს და მალე მოვაო. გულმა რეჩხი მიყო... იმ ღამით დედამთილი ჩვენთან დარჩა. ზაზა გამთენიის ხანს დაბრუნდა... მოკლედ, ლეილა დააეჭვა შვილის ქცევებმა. ძიძის ვინაობა გაიკითხა. აღმოჩნდა, რომ ის არაქალი გერმანიიდან იმიტომ გამოადეპორტეს, იქაც ოჯახების დანგრევით ყოფილა დაკავებული... მეორე დღეს რეკომენდატორი მეზობლის თანდასწრებით თამილას სამუდამოდ ამოვაკვეთინეთ ფეხი ოჯახიდან, მაგრამ ვერასოდეს დავივიწყებ იმ უზარმაზარ სტრესს, რაც მის გამო შემხვდა. ქმარი ძლივს მოვაბრუნე საჩემოს.

სოფო გამრეკელი
ნოა
19 იანვარი 2018 00:48
უუუუხ, გენაცვალეთ ქალურ სოლიდარობაში, რა გჭირთ ხალხო რამ გაგაცოფათ და გაგამწარათ ასე?? აზრებს ვერ ვუყრი თავს თქვენი კომენტარების წაკითვის მერე, საიდან მოხვედით, ვინ გაგაჩინათ, რამ დაგსტრესათ ასე, დავიჯერო ყველა უსექსობას განიცდით და ყველას სიყვარული გაკლიათ?? ფუჰ როგორ მძულხართ ასეთი ბოღმის ბუკეტები, დაწყდით ერთ დღეს ყველააა
მარი
18 იანვარი 2018 13:30
რა უთავმოყვარეო უნდა იყო, რომ ქმარი, რომელსაც არ უყვარხარ, ისევ უკან მიიღო. და საერთოდაც, რატომ უნდა იზრუნო ასეთი ქმრის დაბრუნება/შენარჩუნებაზე?!
ნატალი
11 ოქტომბერი 2016 10:35
მთელი შენი გასაკეთებელი ბავშვიან სახლიან მეუღლიანად ძიძას მიაბარე და აბა რას იზავდნენ? ყოჩაღ ჭკვიანი დედამთილი გყოლია ერთხელ მოვიდა ქალი და ეგრევე მიხვდა ყველაფფერს

რედაქტორის რჩევით